სანამ დროა, ნუ შემეჩვევი!
31, Tbilisi, Gürcistan

ხომ იცი რომ მაინც დაგტოვებ,
სუნთქვაშებოჭილს,
გადაცურულ განცდების ზღვასთან,
როგორც ხე გვიან შემოდგომას
ისე დაგიფერთხ,
ამ სხეულიდან,
გადავიცვამ ზამთრის საღამურს.
ერთ-ერთ მირაჟულ გათენების წამში ჩაგკარგავ,
რომ ტკივილებით მიხსენებდე მერე დროდადრო,
დრო დასუსხული, თითებისგან ,
ფანჯრებთან ფეთქავს,
ხომ ხედავ
ჩემში გაზაფხული ისევ შობადობს.
არ შემეჩვიო!
სიყვარულის სადღაც მიღმა ვარ,
არც ოცნებებით გამოთრობა მე არ მჩვევია,
გრძნობებით მხოლოდ ვჟონგლიორობ,
მხოლოდ ვთამაშობ,
ვერთობი,
სულის ნაპრალები არ ხორცდებიან.
წაგლეკავ წასვლით,
ნუ ეცდები რომ გამაჩერო,
თამბაქოსავით გამოგფიტავ და ყველა სურვილს,
ყველა თამამი ახირებით რაც გაგაჩნიამ
ქალის აწყვეტილ ამბიციებს მსხვერპლად შევწირავ.

არ შემეჩვიო!
შორზე კიდევ უფრო შორი ვარ,
რეალობასთან განვსხეულდი თითო უჯრედით,
ვიდრე დაგჭირდეს გადაჩვევა თავგზაარეულს,
არ შემეჩვიო,
სანამ დროა,
ნუ შემეჩვევი!

170 views
 
Yorumlar
magu74 18.09.2011

არ შემეჩვიო!
შორზე კიდევ უფრო შორი ვარ,
რეალობასთან განვსხეულდი თითო უჯრედით,
ვიდრე დაგჭირდეს გადაჩვევა თავგზაარეულს,
არ შემეჩვიო,
სანამ დროა,
ნუ შემეჩვევი!

tako0tako0 tako0tako0 18.09.2011

ხომ იცი რომ მაინც დაგტოვებ,
სუნთქვაშებოჭილს,
გადაცურულ განცდების ზღვასთან, *KISSING*

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor