სათაური ვერ შევურჩიე:D:D
29, Tbilisi, Gürcistan

გაეცით ალერსი,უსაზღვროდ გიყვარდეთ

გრძნობათა მრიცხველი ათასჯერ დაიწვას

ვნებებად გახდილმა მგზნებარე ივლისმა

სირცხვილად დაღვრილი ივნისი ჩაიცვას

გიყვარდეთ ისე რომ პოეტებს შეშურდეთ

მცხუნვარე აგვისტოს მიჰყიდეთ სულები

სექტემბრის ბოლოსთვის ერთმანეთს აჩუქეთ

სითბოთი გამდნარი გრძნობები ულევი

ოქომბრის დასაწყისს მოჰხვიეთ ხელები

გრძნობები მიუშვით თავიანთ ნებაზე

ნოემბრის 17_ში გაცვალეთ გულები

სიყვარულს აკოცეთ ჭაღარა კეფაზე

დეკემბრის შუაში ცოტათი მოდუნდით

ჩურჩულით უთხარით შემკრთალი ბგერებით

იანვრის პირველში აკოცეთ ერთმანეთს

თებერვალს შეხედეთ ლამაზი ფერებით

მარტივით ნურასდროს იჩხუბებთ წყვილებო

აპრილად დაღვარეთ ცხელ-ცხელი ცრემლები

ორსული მაისი დაგლოცავთ ორთავეს

ივნისად ჩასჭიდეთ ერთმანეთს ხელები!

გიჟური აზრების ჭენებით დაღლილი

კოსმოსში გავუშვებ ჩალისფერ კომეტებს

ნურასდროს გაკიცხავთ აუგად ნუ იტყვით

ჩვენ ჩვენი სიგიჟეც გვეყოფა პოეტებს

13 views
 
Yorumlar

Henüz hiç yorum yapılmamış.
Yorumunu bırak, tartışmaya başla!

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor