Dane's blog

Dane
29, Tbilisi, Gürcistan

პლანეტა დედამიწა

უკვე ზედიზედ რამოდენიმე წელია გაუსაძლისი ხდება აქ "ცხოვრება"...
ცხოვრება იმიტომ რომ ასე ჰქვია ჩემს ენაზე,იმ ყოფით მდგომარეობას როდესაც თუნდაც სუნთქავ და მეტი არაფერი.თორემ სხვა საღ ჭკუაზე მყოფი საშუალო ფენის ევროპელი ამას ყოფნა არყოფნას შორის არსებულ შუალედს უწოდებდა რომელი გარკვეულწილად მაინც არყოფნისკენ იხრება ...
ერთადერთი რაც არ მაკლია, არის "საფიქრალი" ათას თუმცა რაღა ათას,მილიონ სხვადასხვა სახის პრობლემაზე,რომელიც შემდგომ ერთ დიდ,მასიურ ფიქრში თავსდება და მიდის დასკვნამდე,რომ გამოსავალი არყოფნაშია,ანუ?ზემოთ ნახსენები ყოფითი მდგომარეობის "სიცოცხლის" ნაადრევად მოკვდინებასა და პარალელურ სამყაროში გადაბარგებაში,რაც თავის მხრივ უფრო გასაგებად რომ ვთქვათ დაახლოებით იგივეა რაც თვითმკვლელობა! აქაც ვაწყდებით რამოდენიმე უზუსტობას,მოდი დავაზუსტოთ.
ფაქტი რომ ზემოთხსენებული დიდი საფიქრალის შედეგად მივდივარ დასკვნამდე,რაც მიზნად ისახავს ყოფითი…


18.12.2013

....... wavedi....


მილიონს კაპიკი რომ მოაკლო მილიონი აღარ არისო,ხოდა მეც მომინდა გავმხდაიყავი თუნდაც კაპიკ ნაკლული მილიონერი...თავიდან ეს არცისე ადვილი მეგონა მაგრამ როცა ასაკი მომემატა და აგერ უკვე 19 წლის გავხდი მივხვდი რომ ეს ჩემი მიზანი არც ისე ადვილი მისახწევი იყო...ნუ ჩემი და ჩემი ქვეყნის „გაბარიტებიდან“ გამომდინარე ამ მიზნის მისაღწევად ორი გზა მქონდა ან ჯეკპოტი უნდა მომეგო რასაც „საქართველოს ლატარიის კომპანია“ მე როდი მიმიზნებდა ან კაცობისთვის თავი დამენებებინა და არაკაცობა ანუ ბოზობა დამეწყო...


არასოდეს მიცდია ბედი იმაში რასაც ახლა ვაკეთებ,არასდროს შევჭიდებივარ იმას რასაც ეხლა ვეჭიდები.ვწერ და არვიცი რას ვწერ უბრალოდ გულის კარნახით მივყვები მისსავე დინებას და ვცდილობ სიტყვებით გადმოვცე ის რისი გადმოცემაც სიტყვებით ძნელია...

შემეყარა უკურნებელი სენი რომელიც ჩემდაუნებურად დაეუფლა ჩემს გულს და აკონტროლებს მას სრული 100%_იანი განაკვეთით...სენი რომელიც არაძლევს ტვინს საშვალებას იფიქროს და იმოქმედოს დამოუკიდებლად,ეს სენი დაეუფლა მთელს ჩემს სხეულს სულის გავლით გულამდე და აკონტროლებს ყოველ მიკრონს...

დავსნეულდი...

მაგრამ ბედნიერი ვარ,შევხარი ამ ზოგისთვის სატანჯველ ცხოვრებას მიხარია რომ ვარსებობ...

ცხოვრება მშვენიერია...

ალბათ გიკვირთ და ასეც უნდა იყოს,ის უფრო გასაკვირი იქნებოდა რომ არ გაგკვირვებოდათ,კითხვა დაგებადათ არა?!

როგორ შეიდძლება გიხაროდეს როდესაც იცი რომ დასნეულდი უკურნებელი…


რითმები მერევა აზრები გამირბიან
თითქოს ჩემში რაღაც ბოროტი დაინახეს
ერთბაშად სუყველამ რომ ზურგი შემაქცია
გვირაბში სინათლე მე მაშინ დავინახე
ეს ის გვირაბია "ბოროტის სამფლობელო"
ტანჯვა გოდება და ვაება რომ სუფევს
ეს სინათლე კიდე უფლის ნათელია
არასდროს მიგვატოვებს მისგან შობილ სულებს
როცა ამ გვირაბში მეც ვიტანჯებოდი
დ როცა ცოდვებზე ცოდვით ვისჯებოდი
უფლის ნათელი მხსნელად მომევლინა
რაღაც ხმა ჩამესმა "მე შენ მჭირდებოდი"
უცებ გზა განათდა უკან გასასვლელი
გულში ბოროტების ადგილი არ დარჩა
ჯერ კიდევ ბევრი დრო მაქ კეთილად გასავლელი
ეს ჩემი წარსული წარსულშივე ჩარჩა
როდესაც ეშმაკი მიგათრევს მორევში
ართქვა რომ აქ შენი ცხოვრება სრულდება
უფალი არასდროს დაგტოვებს ამ დღეში
გადარჩე!!!
შენს თავსვე მიეცი უფლება


.

გოეთე. “მე არასოდეს მსმენია რაიმე ისეთი დანაშაული, რომლის ჩადენასაც თავად ვერ შევძლებდი”

“დედაბუნება უბადრუკ და უკეთურ არსებებად როდი გვქმნის?!”

“ქალისა და კაცის მეგობრობას, საფრთხეს უქმნის დაღამება”

“უბედურების მიზეზი საკუთარ თავში ეძიე.”

“დაემორჩილე წყურვილის გრძნობას, წყალი დალიე მაგრამ ,,წყაროდან ჭიქას ნუ წამოიღებ”

ვიქტორ ჰიუგო “ყველას ეძახიან ადამიანს, მაგრამ ძაან ცოტას ეძახიან ადამიანს”

“ყველაფერს, რასაც აქვს დასაწყისი, აქვს დასასრულიც.”

“თუ ფული დაკარგე არაფერი დაგიკარგავს , თუ ჯამრთელობა დაკარგე შეიძლება კიდევ იცოცხლო, მაგრამ თუ მეგობრები დაკარგე ყველაფერი დაკარგე”

ძველი რომაული გამოთქმები:

divide et impera-გათიშე და იბატონე

veni, vidi, vici. – მიველ, ვნახე, დავამარცხე.

amicicia vitam ornat-მეგობრობა ცხოვრებას ამკობს

sciencia potencia est- ცოდნა ძალაა.

repetito est mater studiorum-გამეოერბა ცოდნის დედაა

vox populi, vox dei- ხმა ერისა, ხმა ღმერთისა.

amat…



12.11.2012

(არიის არიის აი პრინციპი ნაპოვნია

17 ხომ ვთქვი რომ 17

არის თუ არა ეს 17

მადლობა ღმერთო)

როგორც წესი ასე გამოხატავენ ხოლმე adjarabet_ზე რულეტკაში ზუსტი ციფრის დასმის შემდგომ ემოციას

მქონია ბედნიერება მენახა ეს სანახაობა მომღიმარი სახე და ლამაზ ფერებში აციმციმებული 17 და წარწერა რულეტკის დაფაზე

„გილოცავთ თქვენ მოიგეთ 1440.40“

ამ მომენტით ყველა ბედნიერია როგორც მოთამაშე რომელმაც მოიგო და ასევე თქვენწარმოიდგინეთ დილერიც რომელმაც იცის რომ დღეს თუ არა ხვალ ეს 1440 ლარი და 40 თეთრი მინიმუმ სამმაგად დაბრუნდება მისსავე „ფონდში“

რათქმაუნდა მოგება ყველას უხარია დიდსაც და პატარასაც,მდიდარსაც და ღარიბსაც სააკაშვილსაც და ივანიშვილსაც მაგრამ წაგება ეს ის თემაა რომელთანაც ბევრი შემაძრწუნებელი ფაქტი…


(ვუძღვნი იმას ვისაც ეს მიძღვნა ფეხზე კიდია,

ოდესღაც ძლიერ სიყვარულზე უარი უთქვამს

და მიუწერია „წადი შორს წადი“)

მისი სიტყვები მე შენ მჭირდები

წყალს გავატანე ქარმა წაიღო

ვითომ ვუყვარდი,მე ვუღალატე

და მერე თურმე მსხვერპლიც გაიღო.

თურმე ჩემს გამო მოხდა ჰაიტი

იაპონიაც ჩემი ბრალია

რადავაშავე მეტი მითხარით

ეს განშორებაც ჩემი ბრალია?!

არმეხერხება ლექსებად წერა

ჩემს სათქმელს ისევ სასმელში ვახრჩობ

ჩემი ლოთობაც ჩემი ბრალია

შენ სულ წმიდა ხარ

რაღაზე დარდობ?!

მერე მირეკავ ცრემლად იღვრები

წარსულ ჭრილობებს მიახლებ ისევ

ბოლოს ჩვენ ერთად ვერვიქნებითო

და სავსე ჭიქით საწამლავს მივსებ.

მერე სკაიპში ტანჯვა გოდება

უხმოდ თვალები სათქმელს ამბობენ

მაბედნირებ სულ ერთი წამით

ბოლოს კი…


მინდა იცოდე
ჩემო სიცოცხლე
რომ მე უშენოდ
ვეღარ ვიცოცხლებ
და თუ ვიცოცხლებ
მისთვის ვიცოცხლებ
შენთან რომ ვიყო
მთელი სიცოცხლე
მე თუ ამ მიზნით
აღარ ვიცოცხლე
ნეტავ რად მინდა
კარგო სიცოცხლე
თუ ვერ ვიცოცხლე
მაინც იცოდე
რომ მე მიყვარდი
მთელი სიცოცხლე
შენ თუ არა ხარ
ჩემო სიოცხლე
მისი ღირსი რომ
დავთმო სიცოცხლე
ისე იცოცხლე
ჩემო სიცოცხლე
როგორც მე დავთმო
შენთვის სიცოცხლე!!
გადაგირაზავ გულის კარებს და
გეტყვი რომ მაინც ძალად ვიცოცხლებ
რად ღირს ასეთი ნაძალადევი
თუნდაც სიკვდილი თუნდაც სიცოცხლე
მაგრამ იცოდე
ჩემო სიცოცხლე
საქმეს დაჭირდეს
ასეც ვიცოცხლებ!
ისე,იცოდე
ჩემო სიცოცხლე
უშენოდ არ მსურს
წამით სიცოცხლე.
კიდევ იცოდე
ჩემო სიცოცხლე
თუ შენ სხვა გიყვარს
მისთვის იცოცხლე.
ისიც იცოდე,
რომ მეც სხვა მიყვარს
და შენთვის ვეღარ
დავთმობ სიცოცხლეს
:D:D:D:D


← önceki 1 2 3 sonraki
Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor