18.02.2015
სული
28, Tbilisi, Gürcistan

დუღდა და ბორგავდა,
წუხდა და კვნესოდა...
ტკივილიც იცოდა,
დუმილიც ესმოდა.
დუღდა და ბორგავდა,
ვით ქვევრში მაჭარი,
არ იყო სნეული,
არ იყო ვაჭარი
და როცა ჭურჭელი -
სხეული კვდებოდა,
ის უფრო ამაყი,
მებრძოლი ხდებოდა !..
საკუთარ ჭრილობას
მხეცივით ლოკავდა.
სწყუროდა - მღეროდა,
შიოდა - როკავდა !..
დუღდა და ბორგავდა,
ელოდა სასწაულს.
მცხუნვარე ვნებებით
ივსებდა საწყაულს.
არ სურდა სიკვდილი,
ცას ელვად ერთვოდა.
საკუთარ დილეგს კი
ვერა და ვერ თმობდა...
უყვარდა ეს მუნჯი,
პირქუში ციხე და
მის გამო მშვენიერ
ფრთებს ძალით იმსხვრევდა.
სიშმაგეს, სილაღეს,
ცეცხლსა და ნაპერწკალს
სხეულზე ტოვებდა
სიცოცხლის პწკარებად !..
დამსხვრეულ იმედებს
ფანტავდა რტოებად
და ბოლოს მკვდარ სხეულს
წუხილით ტოვებდა.

5 views
 
Yorumlar

Henüz hiç yorum yapılmamış.
Yorumunu bırak, tartışmaya başla!

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor