kukwi's blog

kukwi
28, Tbilisi, Gürcistan

რა არის სიყვარული – გრძნობა, რომელიც ჭკვიანსა თუ სულელს, განათლებულსა თუ გაუნათლებელს, მდიდარს თუ ღარიბს, მეფეს თუ მონას ერთნაირად აგიჟებს და თავის ჭკუაზე ატრიალებს? რა საჭიროა, რომ გვიყვარდეს? რატომ ვერ ვიგებთ, თუ რატომ გვიყვარს? რის მიხედვით გვიყვარდება? ეს ის შეკითხვებია, რომელიც ალბათ ყოველ ჩვენგანს გაგვჩენია ათასი ყოფიერი პრობლემით გამოტენილ თავში და რომელზეც მუდამ რომანტიზმის ბურუსში გახვეული პოეტური პასუხები მოგვსვლია თავში. გერმანელი ფილოსოფოსი არტურ შოპენჰაუერი, პირველი ფილოსოფოსი იყო, ვინც ამ თემით სერიოზულად დაინტერესდა და ძალიან საინტერესო, შეიძლება ითქვას გენიალური თეორია შემოგვთავაზა. ,,სქესური სიყვარულის მეტაფიზიკა“ ,,სიყვარული, რაოდენ არამიწიერიც უნდა ჩანდეს ის, ერთიანად სქესურ ლტოლვაშია დაუნჯებული. ის თავისი არსით სხვა არაფერია თუ არა…


თავი მეცამეტე


1. კაცთა და ანგელოზთა ენებზეც რომ ვმეტყველებდე, სიყვარული თუ არა მაქვს, მხოლოდ რვალი ვარ მოჟღრიალე, მხოლოდ წკრიალა წინწილი.


2. წინასწარმეტყველების მადლიც რომ მქონდეს, ვიცოდე ყველა საიდუმლო და მქონდეს მთელი რწმენა, ისე, რომ მთების დაძვრაც შემეძლოს, სიყვარული თუ არა მაქვს, არარა ვარ.


3. მთელი ჩემი ქონება რომ გავიღო გლახაკთათვის და დასაწვავად მივცე ჩემი სხეული, სიყვარული თუ არა მაქვს, არას მარგია.


4. სიყვარული სულგრძელია და კეთილმოწყალე; სიყვარულს არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ზვაობს;


5. არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს;


6. არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს;


7. ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს.


8. სიყვარული არასოდეს არ გადავა, თუმცაღა წინასწარმეტყველებანი…


18.02.2015

დუღდა და ბორგავდა,
წუხდა და კვნესოდა...
ტკივილიც იცოდა,
დუმილიც ესმოდა.
დუღდა და ბორგავდა,
ვით ქვევრში მაჭარი,
არ იყო სნეული,
არ იყო ვაჭარი
და როცა ჭურჭელი -
სხეული კვდებოდა,
ის უფრო ამაყი,
მებრძოლი ხდებოდა !..
საკუთარ ჭრილობას
მხეცივით ლოკავდა.
სწყუროდა - მღეროდა,
შიოდა - როკავდა !..
დუღდა და ბორგავდა,
ელოდა სასწაულს.
მცხუნვარე ვნებებით
ივსებდა საწყაულს.
არ სურდა სიკვდილი,
ცას ელვად ერთვოდა.
საკუთარ დილეგს კი
ვერა და ვერ თმობდა...
უყვარდა ეს მუნჯი,
პირქუში ციხე და
მის გამო მშვენიერ
ფრთებს ძალით იმსხვრევდა.
სიშმაგეს, სილაღეს,
ცეცხლსა და ნაპერწკალს
სხეულზე ტოვებდა
სიცოცხლის პწკარებად !..
დამსხვრეულ იმედებს
ფანტავდა რტოებად
და ბოლოს მკვდარ სხეულს
წუხილით ტოვებდა.


"ცოცხალი შემიყვარეთ და ცოცხალი მანუგეშეთ
ცოცხალი დამინდეთ რა იქნება?
ცოცხალს მომეფერეთ და ცოცხალს ჩამეხუტეთ
ცრემლები შემიშრეთ რა იქნება?
ცოცხალი გამიხსენეთ და ცოცხალს დამეხმარეთ
ცოცხალს ნუ გამწირავთ რა იქნება?
ცოცხალი რომ სიცოცხლეში დავაფასოთ
მკვდარი ხომ სატირალი არ იქნება.
ცოცხალს მიმკურნალეთ მარტო არ დამტოვოთ
ცოცხლისთვის ილოცეთ რა იქნება?
ცოცხალს სიყვარული სანთლებად დამინთეთ
მკვდრის შესანდობარიც სათქმელი არ გექნებათ.
ახლომყოფს მომეფერეთ გულებში ჩამიკარით
მარტო არ დამტოვოთ სიცივეც არ იქნება..
მკვდარს ნუღარ დამტირიხართ,
მკვდარს ნუღარ დამამძიმებთ
სულს ნუღარ მომიწამლავთ რა იქნება?
ცოცხლები შეიყვარეთ და ცოცხლები ანუგეშეთ
ცოცხლებს გავუფრთხილდეთ რა იქნება?
ერთმანეთს ჩავეხუტოთ და ტკივილი გავუყუჩოთ
ამდენი ცრემლებიც არ იქნება
სიძულვილს სიყვარული,სიკვდილს სიცოცხლე
უბრალოდ ვარჩიოთ და სულებიც გაგვითბება..."


Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor