მე-შენ-ობა
32, Poti, Gürcistan

დღეს ჩემს შენ-ობას შენი-თ ნა-შენ-ი უ-შენ-ობა შემოე-შენ-ა….მეც შიგნით ჩამი-შენ-ა და აღარ მა-შენ-ებს…
ალბათ ეშინია...გულთან ახლოს,გულის მხარეს...ისე არ მე-შენ-ო,რომ მერე აღარ ერქვას ამ შენ-ობას ,,შენ-ით ნა-შენ-ი უ-შენ-ო მე-შენობა'';



არადა ჩვენი მე-შენ-ობისთვის შენ და მე ერთად უნდა ჩავე-შენ-ებინეთ...ჩავე-ჩემ-ებინეთ...ჩავ-ერთად-ებინეთ…
გასხვისება ზედმეტი იყო…
არქიტექტორს უჩვენობა არ დაუპროექტებია…
ერთხელ მკითხე -1 ხომ არ ჯობიაო...
ალბათ ასე უფრო ორიგინალურად და ახლად ჯღერს: - მე-შენ-ობა
რომ იცოდე როგორ ვერ ვიტან..მაშინებს და მაუ-შენ-ოებს ეს სიტყვა ,,მინუსი''...
სწორედ მის გამო ვერ ა-შენ-და ჩემი ა-ჩემ(შენ)-ებული მე-შენ-ობა...
მის გამო ვერ შემოგვე-შენ-ე...
ვერ შემოგვეშველე...
შენი წასვლის მერე ჩვენი შენ-ობის სახელიც დაპატარავდა...
დარჩა მხოლოდ მე-ობა…
დარჩა ვაკუუმი და ჩემ გულს მიკედლებული უ-შენ-ოფობია.



პროექტი სახელწოდებით ,,მე-შენ-ობა'' დაუსრულებელია...დასრულებამდე შენ აკლიხარ !!!!!!!

5 views
 
Yorumlar

Henüz hiç yorum yapılmamış.
Yorumunu bırak, tartışmaya başla!

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor