LLalikoo's blog

LLalikoo
32, Poti, Gürcistan

ვერდავემალევერასგზითსევდას;
სიზმრადმოდიხარ,ხატადმეზმანები ;
თვალებიწარსულისნაგლეჯებსხედავს…..
სხვისინაფერებიმაინცმეყვარები.



დუმილში
მოსული კითხვა,
სიცილში
დაკარგული აზრი,
თეთრი
მოხვედრილი გუნდა,
მრავალჯერ
გაცრეცილი აზრი,
შენთვის
ცხრა გრამი ტყვია,


მე ჩემი რითმების ალერსით დაგათრობ,
ჩვენს გრძნობას, სიყვარულს ცისკართან ავიტან,


მე მოქანდაკე ვიქნები შენი,
დაგხატავ გრძელი, ლამაზი კაბით,
დაგხატავ ქარში გაშლილი თმებით,
ცაში ვარსკვლავად ანთებულს ღამით.

მე მოქანდაკე ვიქნები შენი,
ქვაზე ამოვჭრი შენს სილამაზეს,
ალუბლებივით შეფერილ ტუჩებს,
ანგელოზივით უმანკო სახეს.


24.10.2011

1.შაქარს კარგად არ გვიყრიან

ჩაიში და ფლავში
და ამისთვის ვიდექით ჩვენ
წვიმაში და ქარშიი?!
-------------------
2.წეხან თითი გევიჭერი წამევიდა სისხლი
ინფექცია რო შემეჭრას სუ მევიჭრა თითი??
---------------------------
3.ციდან ცვივა ფანტელი
გვირილების ხელაო
ამ გაჭირვებაში და უბედურებაში
სააკაშვილისთვის მცხელაო?!
---------------------------
4.სასახლე რომ წამოჭიმეთ
კი გეკუთვნით მედალი
პოეტისთვის დაგენანათ
ერთი სუფრის დედალი?!
-------------------------
5.დაილოცოს ამ სასახლის
პრარაბი და მომგონი,
მარა ამას დაგიყენებს
არაბი და მონღოლი?!


გაზიარება


შენში რომ მიყვარს
გარდასახვებია,
ვოცნებობ იმგვარს
-ჩემივე მრცხვენია.
დილით მზეს გავხარ
ღამით კი მთვარის შუქს,
ისეთი მყავხარ
-ჩემივე თავის მშურს.


08.10.2011

რა ლამაზია ჩემი ცა,

ეს შენიცაა, ჩემიცა.

მოდი დავლიოთ ერთიც და,

მერე ჩემიც და შენიცა....

მოდი დავათროთ დალაქი

და გავაღვიძოთ ქალაქი.

ალიონს შევხვდეთ სალამით,

როცა იყივლებს მამალი

ქუჩებს ავუყვეთ მთვრალები

და გავაგიჟოთ ქალები.

მერე დავლიოთ ერთიც და

ისევ გავლექსოთ თვალები

რა ლამაზია ამაღამ,

ჩემი ბებერი თბილისი.

საყვარელმა რომ დამტოვა,

მე ნაჩუქარი თილისმით.

ღამის ოთხია მემგონი,

მე გავუკიდებ ყალიონს.

მერე კი შევხვდეთ ლოთურად,

მოახლოებულ ალიონს.

რა ლამაზია ჩემი ცა,

სოფელშია თუ ქალაქად.

მოდით ვაქციოთ ეს ღამე,

ჩვენ ძმობის დედა-ქალაქად.

მერე გავლოთდეთ ბიჭებო,

ლექსიც დავწეროთ წამებში.

ვიბოდიალოთ მთვრალებმა,

ჩემი თბილისის ღამეში.

და კიდევ ერთხელ ავუყვეთ,

ძველი თბილისის ქვაფენილს.

და გავულექსდეთ ერთხელაც,

გრძნობას მიწაზე დაფენილს.

როგორ ვბობოქრობთ ამაღამ,

გალოთებული მთვრალები.

მოდით გავგიჟდეთ ერთხელაც

და გავაგიჟოთ ქალებიც.

რა ლამაზია ჩემი ცა,

ეს შენიცაა, ჩემიცა.

მოდი დავლიოთ ერთიც და

მერე შენიც და…


დღეს ჩემს შენ-ობას შენი-თ ნა-შენ-ი უ-შენ-ობა შემოე-შენ-ა….მეც შიგნით ჩამი-შენ-ა და აღარ მა-შენ-ებს…
ალბათ ეშინია...გულთან ახლოს,გულის მხარეს...ისე არ მე-შენ-ო,რომ მერე აღარ ერქვას ამ შენ-ობას ,,შენ-ით ნა-შენ-ი უ-შენ-ო მე-შენობა'';


  • 1 იანვარი -ახალი წელი. მსოფლიო დღესასწაული.

    2 იანვარი – ბედობა

    3 იანვარი – მთვარის ახალი წელი (ლიტვა).

    4 იანვარი – ისააკ ნიუტონის დაბადების დღე.

    5 იანვარი – მიხეილ სააკაშვილის მეორედ გაპრეზიდენტება.

    6 იანვარი – მგლების დღე (ესპანეთი).

    7 იანვარი – იუპიტერის აღმოჩენა(გალილეო გალილეი).

    8 იანვარი – ელვის პრესლის დაბადების დღე.

    9 იანვარი – სრულყოფილების დღე (იაპონია).

    10 იანვარი – ვუდუს დღე (ბენინი).

    11 იანვარი – მსოფლიო დღე “მადლობთ”.

    12 იანვარი – ლომების დღე (კენია).

    13 იანვარი – ძველით ახალი წლის წინა დღე.

    14 იანვარი – ძველით ახალი წელი.

    15 იანვარი – ხეების დარგვის დღე (იორდანია).

    16 იანვარი – საერთაშორისო დღე “The Beatles”.

    17 იანვარი – ტვალეტის ჩასარეცხი დაპატენტების დღე (1861).

    18 იანვარი – მუშების დღე.

    19 იანვარი –…


03.10.2011

მიყვარხარ.. და მაინც გეტყვი,რომ

მშვიდობით..

წავედი ოცნებაც მიმაქვს,

ოცნება,რომელიც შენთვის სულ არაფრად,

ჩემთვის კი დიდ რამედ ღირდა.

ოცნებას, რომელსაც ვატარებ.. დღე და ღამ

ოცნება, რომელიც მინდა,

მაგრამ არა მაქვს უფლება ოცნების,

რაგდან შენ ასე გინდა.

წავედი თან მიმაქვს მე ჩემი ფიქრები

წავედი სიმშვიდე მინდა.

თითქოსდა მივდივარ,თითქოსდა გშორდები

ცრემლები არაფრად ღირდა.

მიყვარხარ...

და მაინც გეტყვი, რომ მშვიდობით...

მშვიდობით შენ ასე გინდა.


← önceki 1 2 3 4 5 6 sonraki
Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor