ნერგი
51, Tbilisi, Gürcistan

ჩამეძინა მინდორში ერთხელ...

რომ გავიღვიძე,

ვნახე, —

დაბნეულ

ვიღაც

მებაღეს

ზედ ჩემს მკერდზე

პაწაწინა

ნერგი

დაერგო...

მე გამიკვირდა,

წამოვიწიე,

მაგრამ ნერგმა

საცოდავად

ამოიკვნესა

და კვლავ დავწექი.

შევყურებდი...

შემდეგ

ხელი

შევახე ფრთხილად

ნერგის სათუთ ტანს,

მის ერთადერთ

პაწია

ფოთოლს.

და გამეღიმა...

ვწევარ მას შემდეგ,

დამავიწყდა:

ვინა ვარ,

რა ვარ,

რასა ვფიქრობდი,

სად მივდიოდი,

რას ვაპირებდი.

იზრდება ნერგი

და მას შევხარი.

მოდიან სხვები

და ისინიც

ნერგს შეჰხარიან

მე ვერ მხედავენ,

ალბათ უკვე

ვიქეცი

მიწად.

შევყურებ ნერგს

და შორს,

შორს,

მაღლა

დიდ ლურჯ თაღს ვხედავ,

კრიალას,

ლამაზს.

მე აღარ მახსოვს

სახელი მისი...

მაგრამ რატომღაც მიხარია,

რომ ნერგის წვერო

იმ სილურჯისკენ

გამუდმებით

ილტვის

ჯიუტად.

31 views
 
Yorumlar
არავინ 13.01.2012

მე ვერ მხედავენ,

ალბათ უკვე

ვიქეცი

მიწად.

maxok maxok 13.01.2012

მაგრამ მაღლა დიდ ლურჯ თაღს ვხედავ

fabi 24.06.2014

რომ ნერგის წვერო

იმ სილურჯისკენ

გამუდმებით

ილტვის

ჯიუტად.

maxok maxok 24.06.2014

რომელსაც ჰქვია ცა

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor