maxok's blog

maxok
51, Tbilisi, Gürcistan

ჩამომრჩა უკან მე ჩერქეზეთი,
ვუახლოვდები ჩვენსკენ დარიალს,
დამშრალი თერგი ერთი წვეთია,
მაგრამ ზღვასავით გულზე გადიარს.

წამექცა თავზე ცა გარღვეული,
და ცაზე კიდევ სხვა მყინვარის ცა,
და დარიალით გადარეული
თვალებს ცრემლების თერგი მირეცხავს.

და გადავყურებ ალმას უფსკრულებს,
კვალდაკვალ ჩემი დემონი მომდევს,
ვხედავ გიგანტის შოლტის მუსკულებს
და რკინის ბაწარს, ყელზე რომ მომდეს.

ვიცი, მომელის მაინც ეს ბედი,
და ისიც ვიცი ჩემზე ახია,
ძვირფასო, არ ვარ, იცოდე, ყბედი,
ან თავის მოკვლა რა ტრაბახია.

მაგრამ მიტაცებს ქარიშხალივით
ამ თვალუწვდენი ხრამების ფსკერი,
ვიცი, ქალი ხარ, ყველა ქალივით
ვიცი, ამასაც ეჭვით უცქერი.

მინდა, რომ ვიყო მწირი გულადი,
საშინელ ღამეს ვეფხვი…


ვერ მიცნა ჩემმა სწორფერმა, ქალამ ჩემ დროსამ, ხნისამა:
_ რამ დაგაბერა? _ ის მითხრა: _ ბიჭო, მზემ ჩემის ძმისამა?
_ ჩემ დაბერება, ქალაო, წელმა ქნა სამოცისამა,
სამოც-სამოცჯერ მოსვლამა გაზაფხულისამ, სთვლისამა,
ოცდაერთათას ცხრაასჯერ ცაზედ ამოსვლამ მზისამა,
გაფრენამ სიზმარივითა შვიდას ოცისა თვისამა,
ჩემზედაცა ქნა ბოინი მსაჯულმა სიცოცხლისამა.
საოცრად ადიდებამა როშკას ფონთანას წყლისამა,
დიდის ნიაღვრის მოსვლამა, წაღებამ წისქვილისამა,
წისქვილთან ერთად წაღებამ მამაჩემისამ, დისამა,
წყლის წაღებულის ძევამა, ვეღარ მოხელვამ მკვდრისამა,
ვერ დაიჭირის სიკვდილი გზა-შარამ სიალნისამა,
ჩვენად ჭირად და ბოროტად დალოცვამ ცხენოხრისამა,
ურჯულოსავით ნაქნარმა მაშინ ჩემ დედიძმისამა,
ოფლ-შრომამ დედაჩემისამ, შეძენამ მამულ-წყლისამა,
მამულ-წყლის გამაისობით გაყიდვამ ტალავრისამა,
აიმის დაფასებაი არვისგან არავისამა,
ყოფამა სიდუხჭირითა, სიმწარემ სიობლისამა,
მრავალჯერ ფეხის დადგმამა თავისისამ და სხვისამა,
სრუ მარტუაის ყოფამა, არვისგან ჭერამ მხრისამა,
როცა ვერ ვიყავ ვაჟკაცი, მაშინ სიმრავლემ მტრისამა,
მტერ-დუშმნის სახლში შევარდნამ, დედისად…


ჩამეძინა მინდორში ერთხელ...

რომ გავიღვიძე,

ვნახე, —

დაბნეულ

ვიღაც

მებაღეს

ზედ ჩემს მკერდზე

პაწაწინა

ნერგი

დაერგო...

მე გამიკვირდა,

წამოვიწიე,

მაგრამ ნერგმა

საცოდავად

ამოიკვნესა

და კვლავ დავწექი.

შევყურებდი...

შემდეგ

ხელი

შევახე ფრთხილად

ნერგის სათუთ ტანს,

მის ერთადერთ

პაწია

ფოთოლს.

და გამეღიმა...

ვწევარ მას შემდეგ,

დამავიწყდა:

ვინა ვარ,

რა ვარ,

რასა ვფიქრობდი,

სად მივდიოდი,

რას…


გახუნებული, ნაცრისფერი მორალის მტვერი,
სიბრძნის მორევი ტალახიდან ამოსვლას ლამობს,
თავდადებული სიცოცხლისთვის - სიკვდილის მტერი,
პეპელას ფრთებით ებრძოლება კისრამდე ჭაობს.

მჭევრმეტყველება ენას იგლეჯს - სჭირდება ნემსი,
დამპალი ძაფით, ჩამოხეულ იალქნებს ლამბავს,
პრომეთეს ლოცავს ბებერი და ცალთვალა ზევსი,
სანთელს გპირდება მოგაწოდებს ცარიელ შანდალს,

დამპალი ძაფით შეკერილი გემის აფრები
ქარს რომც გაუძლოს - გადაამტვრევს ბალახის ანძებს,
ყრუმუნჯ კედელზე დახატული ღია სარკმელი
იმედს იძლევა: გავიყვანო ნაპირზე ამ გემს,

ბედნიერია გემზე ყველა, ვთქვათ, ერთი სიტყვით,
მაგრამ ვინც იცის თვალები რომ სარკეა სულის,
ძველისძველ მორალს ჩახედავს და ეგრევე იტყვის:
გემი სავსეა ტალახის და ჭაობის სუნით.


ტანს გეტმასნება სველი ალერდი.
ჭვირვალი კაბა გიმხელს თეძოებს.
და აზიდული მაღალი მკერდით
მიეფინები მწვანე ეზოებს.
დაქნილი ფრჩხილით ტაროებს კორტნი
და ტაროც ხვდება ძუძუს რძიანი.
გაკოცებს ხავო სიმინდის ყლორტის -
და ატევრილი ,სხეულმზიანი,
როგორც ავაზა
შენ ტანმხურვალი
დაეძებ კუროს -
რომ დაგიურვოს…
გხედავ და ვიცი: შენი კუნთები
დათესლილია ჩემი სურვილით.
წამოვიწევი… შენ გაბრუნდები
გადალეწილი მხეცის წყურვილით -
და გავარდები…
დაგედევნები…
თეთრი მუხლები თითქო ჰკივიან:
შენი ვარ შენი, მოდი ,გევნები,
მეც დაგეწევი და ცხელწვივიანს
აგიყვან ხელში
და გადაგისვრი დიდ საწნახელში -
რომ შენი ტანით დავსრისო მაგრად
მწიფე მტევნები…
მაგრამ თვალები -
თვალები – თვალები: -
უნდობი ტალღა და ხვლიკი ლუში.
ათასი ქალი და ყველა მრუში.
აშარა თუ ხარ, კახპა და ურცხვი.
გწყურია ვაჟი უცხო და უცხო.
არა ხარ ჩემი. არ ხარ არვისა.
თუმც არაოდეს არა…


Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor