ყოველდღიური წვრილმანები
33, Tbilisi, Gürcistan

1. ქუჩაში ფეხზე გამობლანდული პარკი
2. გაცივებული ხარ, პირს ვერ კუმავ და დებილი ბავშვივით პირდაღებული დადიხარ
3. ჩვეულებრივი მიწერ-მოწერა..გწერენ, პასუხობ, გწერენ, პასუხობ.. და უცებ ''მოწერაც'' და ''მიწერაც'' ერთმანეთს ეჯახება და იწყება ამ ''გაუგებრობის'' გარკვევა..თუ რომელმა მიწერეთ უფრო ადრე და რომელია პასუხი.
4. უსიამოვნო მომენტი, ფეხი რომ დაგიბუჟდება და ცოტა ხნის შემდეგ საშინლად "გეღუტუნება"...
5. სიმღერასრომ უსმენ, მელოდია იცი, მაგრამ ტექსტი არა და რო ყვები და შენ თვითონ არ ხარ გაგებაში რა სიტყვებს არახუნებ
6. ავტობუსი/მატარებელი რომ გაგასწრებს 5 წამით და გაბრაზებული იმას იხსენებ, სად შეგეძლო არ დაგეკარგა ეგ ხუთი წამი..
7. მეტროთი მგზავრობისას ტყუილად რომ მიდიხარ კართან... თურმე უბრალოდ შუა გვირაბში შეანელა სვლა და ჯერ სადგურამდე კიდევ შორია...
8. სასიამოვნო გრძნობა, მზესუმზირაში უკვე გარჩეულ მარცვალს რომ გადააწყდები...
9. ახალ ფეხსაცმელზე მიუჩვეველი რომ გაქვს თვალი,ან დიდი გეჩვენება,ან -პატარა
10. როცა შუქი არ არის მაგრამ ოთახში შესვლისას ჩამრთველს ხელს მაინც აჭერ.
11. როდესაც მობილურზე ლაპარაკობ, და უცებ აღმოაჩენ რომ უკვე გათიშა..
12. ყოყმანი, როდესაც ვიღაცას ხვდები და არ იცი უნდა გადაკოცნო თუ არა...
13. წამიერი დაფიქრება "საით?!", როდესაც მეტროში, გაჩერებული მატარებლის ორივე კარები თანაბრად ახლოსაა შენთან...
14. ინტერნეტში ყოფნისას, ვიღაც (მშობელი) რომ მოდის კომპიუტერთან და შენ მომენტალურად რთავ გუგლს და აშტერდები ეკრანს..
15. ზამთარში გაყინული ხელებით SMS-ის შენელებულად წერა...
16. კინოთეატრში რომ ხარ და "პოპ-კორნი" (ბატი-ბუტი) კინოს დაწყებიდან ხუთ წუთში უკვე რომ აღარ გაქვს...
17. სწრაფად რომ მიდიხარ და ტანსაცმელი კარის ტარს რომ გამოედება...
18. ქართულად აკრეფილი "ყოუტუბე.ცომ"
19. 8-ზე მაღვიძარა რომ გაღვიძებს. შენ თიშავ და აგრძელებ ძილს. იღვიძებ ორ საათში და გონზე არ ხარ რა მოხდა ორი საათის წინ და გიჩნდება კითხვა: ,,რატომ არ დარეკა?"
20. ღამე, საწოლში რომ წევხარ და იმაზე ფიქრობ რამდენი საათი გამოგივა ძილი იმავე წამს რომ ჩაგეძინოს...

14 views
 
Yorumlar

Henüz hiç yorum yapılmamış.
Yorumunu bırak, tartışmaya başla!

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor