mak100's blog

mak100
33, Tbilisi, Gürcistan

15.12.2013

,,,,,


ნურასოდეს ნუ აჰყვებით სხვის დამცინავ ხმას,
ნურავიზე ცუდს ნუ იტყვით, სხვამ რაც უნდა თქვას.
ნურასოდეს გაუცინებთ ბოროტსა და ავს,
ნურასოდეს ნუ დახუჭავთ სიცრუეზე თვალს.

ნურასოდეს მიატოვებთ მობარბაცე მთვრალს
და ნურავის დაამადლებთ გაკეთებულ კარგს,
ნურასოდეს მოატყუებთ ალალ–მართალ კაცს
და მცდარ გზაზე ნუ გაუშვებთ გზაარეულ ქალს.

ნურასოდეს ნუ მოახვევთ თქვენს სატკივარს სხვას,
ბოლო ლუკმა გაუწოდეთ გაჭირვებულ მგზავრს,
ნურასოდეს თქვენ ნუ იტყვით ხვალ თქვენსავე კარგს,
სხვამ რაც უნდა გააკეთოს, სხვამ რაც უნდა თქვას.

ნურასოდეს დაადგებით სხვის გაკვალულ გზას
და თქვენივე დიდებისთვის ნუ გაწირავთ მას,
ნურასოდეს შეგშურდებათ, ნურასოდეს რაც,
არც არასდროს გქონიათ და არც ინატროთ არც.

ნურასოდეს დაიშურებთ, თუკი რამე გაქვთ,
უმადურსაც ნურასოდეს ნუ გაიხდით მტრად,
ნურასოდეს გაიკვირვებთ თუ ეკლიან გზად,
არც მადლობას გეტყვიან და გაგწირავენ მთლად


 1 სიყვარულია როდესაც მისი ნათქვამი თუ მონაწერი ერთი ფრაზა მთელი დღე თავში გიტრიალებს 2სიყვარულია როდესაც მარტო იმისთვის გაბრაზებს რომ ყურადღება მიაქციო. 3 სიყვარულია როდესაც მის დანახვაზე გული მუცელში ჩადის 4სიყვარულია როდესაც რამეს დააშავებს ეჩხუბები და შუა ჩხუბში გაკოცებს 5 სიყვარულია როდესაც sms მოგდის მისგან და შენ გაკანკალებს 6 სიყვარულია როდესაც მისი ერთი ღიმილი მთელ სამყაროს გირჩევნია 7 სიყვარულია როდესაც გჯერა შეუძლებლის 8 სიყვარულია როდესაც ბიჭი გოგოს გამო ტირის 9 სიყვარულია როდესაც მის გახსენებაზე იღიმი 10 სიყვარულია როდესაც ვერავინ გამხიარულებს მის გარდა


რა სურთ ქალებს 22 წლამდე ასაკში მამაკაცებისგან:

1. უნდა იყოს ლამაზი;

2. მომხიბლავიც;

3. მატერიალურად უზრუნველყოფილი;

4. ყურადღებიანი მსმენელი;

5. ენაწყლიანი;

6. კარგ ფიზიკურ ფორმაში;

7. მოდურად ჩაცმული;

8. უყვარდეს სიურპრიზების კეთება;


რა სურთ ქალებს 32 წლამდე ასაკში მამაკაცებისგან:

1. კარგად უნდა გამოიყურებოდეს (განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თმის რაოდენობას მის თავზე);

2. უღებდეს კარს ავტომობილში ჩაჯდომამდე და მიწვდიდეს სკამს დაჯდომამდე;

3. ჰქონდეს საკმარისი ფული კარგი სადილისთვის;

4. მოსმენა უფრო შეეძლოს, ვიდრე ლაპარაკი;

5. ეცინებოდეს ქალის ხუმრობებზე;

6. მაღაზიიდან დატვირთული ბრუნდებოდეს;

7. გარდერობში ერთი ჰალსტუხი მაინც მოეპოვებოდეს;

8. უყვარდეს სახლში მომზადებული სადილი;

9. ახსოვდეს დაბადების დღეები და სხვა ღირსშესანიშნავი თარიღები;


რა…


ვინ ხართ, რისი გწამთ, აქ რას დაეძებთ?
საკუთარ გულში თუ ჩაგიხედავთ?
გინდათ პრობლემებს თქვენსას გაექცეთ
და სხვისი, თურმე, სულ არ გეხებათ.
სხვისას დასცინით, თქვენსას კი მალავთ,
ის სხვა თქვენს თვალში დაძრახულია,
ენებს იმ სხვაზე ხალისით ღალავთ,
თქვენი ამბები უფრო რთულია.
სხვის ნაკლს დასცინით, თქვენსას არ იმჩნევთ,
იქნებ თვითონ ხართ მათზე საწყალი?
თავს შებრალებით ისე დაიქნევთ,
ცრუ ეგონება ალალს მართალი.
ან თუ ვიღაცა უბრალოდ გჯობნის,
თუნდ ფიზიკურად, ან თუნდაც გონით,
ერთხელ დაღალო ეგ ენა გყოფნის,
სხვას ათქმევინო: ''ვერ ვიტან მგონი''
სხვას კარგად კიცხავთ:' 'ეს რა აცვია?
რა იყო, მოდას სულ არ მიყვება''
ის არ იკითხო, იქნებ დღეს შია,
პურიც რომ არ აქვს, მაგას ვინ ხვდება!
მაძღარი იყო - რა ადვილია,
ზიზღით უცქირო მშიერ მათხოვარს,
თუ ლუკმა სხვისთვის არ გაგიყვია,
სანთელს ნუ უნთებ…


1. ქუჩაში ფეხზე გამობლანდული პარკი
2. გაცივებული ხარ, პირს ვერ კუმავ და დებილი ბავშვივით პირდაღებული დადიხარ
3. ჩვეულებრივი მიწერ-მოწერა..გწერენ, პასუხობ, გწერენ, პასუხობ.. და უცებ ''მოწერაც'' და ''მიწერაც'' ერთმანეთს ეჯახება და იწყება ამ ''გაუგებრობის'' გარკვევა..თუ რომელმა მიწერეთ უფრო ადრე და რომელია პასუხი.
4. უსიამოვნო მომენტი, ფეხი რომ დაგიბუჟდება და ცოტა ხნის შემდეგ საშინლად "გეღუტუნება"...
5. სიმღერასრომ უსმენ, მელოდია იცი, მაგრამ ტექსტი არა და რო ყვები და შენ თვითონ არ ხარ გაგებაში რა სიტყვებს არახუნებ
6. ავტობუსი/მატარებელი რომ გაგასწრებს 5 წამით და გაბრაზებული იმას იხსენებ, სად შეგეძლო არ დაგეკარგა ეგ ხუთი წამი..
7. მეტროთი მგზავრობისას ტყუილად რომ მიდიხარ კართან... თურმე უბრალოდ შუა გვირაბში შეანელა სვლა და ჯერ სადგურამდე…


1. მის დანახვაზე მოუსვენრობა გიპყრობთ, დალაგებული ტექსტი გერევათ, იბნევით და არ იცით, რა თქვათ.

2. მის გარემოცვაში იბნევით და ინაზებით, თუმცა სხვა დროს თავდაჯერებული ბრძანდები და მიგაჩნია, რომ ეს ”ძველმოდური გრძნობა - სიყვარული” არ გემუქრება.

3. კითხვა ”ნეტავ, როგორ გამოვიყურები?” როცა მასთან შესახვედრად ემზადები და მაშინაც, როცა ერთად ხართ, სულ თავში გიტრიალებს

4. თითოეულ მის შეკითხვაზე იბნევი, არ იცი, როგორ უპასუხო. ძალის მოკრეფა გიწევს, რომ დალაგებულად გასცე პასუხი. ან ისეთ პასუხს სცემ, რომ შენ თვითონვე დამორცხვებული ეკითხები, ”გასაგებად აგიხსენი?..”

5. სხვა მამაკაცებთან თამამი ხარ, თავისუფლად ხუმრობ, არ გეშინია, რომ რამე ეწყინებათ. მასთან კი თითოეულ სიტყვას სინჯავ, ფიქრობ: ”ვთქვა თუ არა?”, ”რომ ეწყინოს? ” და…


•როცა იძინებ ნაუშნიკები ყურებში ჭერზე მიპყრობილი მზერა ან დახუჩული თვალები და ულევი ფანტაზია.
•მობილურს არ თიშავ. ისე დებ რომ ყველა ვარიანტში გაიგონო ზარი ან მესიჯი. ელოდები და თან იცი რო სულ ტყუილად.
•სტატუსებით ნიღბავ შენ დეპრესიას. ან ურბალოდ დაგრუზვას. )) ვითომ ყველაფერი კარგად არის.
•ტკივილმდე გინდა ლაპარაკი მაგრამ არ მიწერ. შენ ხომ გოგო ხარ?
•ცდილობ იყო განსხვავებული და რაღაც შთაბეჭდილება მოახდინო კონკრეტულ ადამიანზე. ამასობაში ხვდები რომ მაგარს დებილობ ))
•როცა Do not Disturbი გიყენია ყველა დროშა მისი მოწერილი გგონია. უკვე მერამდენედ შეცდი. შენ თავზე გეშლება ნერვები )) და ისევ ონლაინზე გადმოდიხარ :d
•არავის ვწერ. მეძინება. მაგრამ მაინც აარ ვდგები ჯიუტად კომპიდან
•პანჯარისკენ გაპარული მზერა. ნწ…


მესაფლავე, შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც... მომაბეზრე კიდეც თავი;
და შეწყვიტე, თუ ღმერთი გწამს, ეგ დაცინვა გულსაკლავი.
ვარდის თვეა, მაისია, ნორჩ ბალახებს სიო არხევს,
ხეებს ყვავილთ თეთრი გუნდი, როგორც თოვლი, ისე აწევს,
მზე ნარნარი სხივებს აფრქვევს და სითბოში მთა-ბარს ახვევს.
ყვავილებით მოქარგულა არემარე მომხიბლავი.
ვერა ხედავ, იმ საფლავზე როგორ ტირის ობლად ქვრივი?
რარიგ შვენის ახალგაზრდა ქალს ეგ სევდა ღვთაებრივი!
განა გუშინ არ იყო, რომ ამ მოკლულმა დარდით ქალმა
ცრემლი ღვარა, როცა სატრფო ცივ სამარეს მიესალმა.
დღესაც იგი იმ სამარეს გულმოკლული დაჰქვითინებს,
დღით არ იცის მოსვენება…


ნუღა მებუტები!..იქნებ აღარ ვიყო...
ხვალ,ზეგ წვიმასავით იქნებ გადავიღო,
მერე რას ვუშველით წარსულ მოგონებებს,
ალბათ ხელს ჩაკიდებ წყეულ მოჩვენებებს....

ნუღა მებუტები!ხელში ამიტაცე...
მაგრად ჩამიხუტე,წამით გამიტაცე..
ისევ მეთამაშე,თმებზე მომეფერე..
გულში ჩამიკარი,თორემ იქნებ მერე...

მოდი შემირიგდი,ნეკი მომიწოდე,
ჩემთვის რა წმინდა ხარ,გულში რომ იცოდე..
გინდა?გამიწეწე თმები,შენ რომ გიყვარს,
შემირიგდი,თორემ გული ვეღარ იტანს..

მოდი შემირიგდი! მე მეტს ვეღარ გავძლებ..
აღარ გაწყენინებ არც დღეს,არც ხვალ....არც ზეგ..
იქნებ მოგონებად გადაგვექცეს წლები,
არა,არ დამტოვო,ჩემო...გეხვეწები!!


← önceki 1 2 sonraki
Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor