10.02.2011
kocna poeturad
39, Kobuleti, Gürcistan

კოცნა პოეტურად?
ხო, როცა უყურებ ტუჩების მიმოხრას
და ისე გიზიდავს, რომ კიდეც გაოცებს.
მანძილი თითქოსდა, ნელ - ნელა მცირდება
და უცებ, სულ უცებ უსიტყვოდ აკოცებ.
კოცნა პოეტურად?
თვალებით ახსნილი გრძნობების კვალდაკვალ,
ზედმეტი ხელების, ლოყაზე შეხებით,
კოცნი და თითები ცოცავენ ნაკვთებზე
და შემდეგ, ნელ - ნელა იკრავ და ეხვევი.
კოცნა პოეტურად?
თუ ჩახსნილ საკინძეს, მკერდისკენ მიყვები
და შემდეგ უკანვე ბრუნდები ტუჩებთან,
ის ამბობს ჩურჩულით: შეჩერდი, არ გინდა,
შემდეგკი გნებდება და ვეღარ ურჩდება.
კოცნა პოეტურად?
არ ვიცი სიმორცხვე - ის ჩემთვის მითია,
დიდი ხნის წინათვე, მე ასე დავიწყე -
თუ ვკოცნი როდისმე, ცხელი ვარ ყოველთვის
და ვკოცნი ისე რომ, არასდროს ვავიწყებ.

1 views
 
Yorumlar

Henüz hiç yorum yapılmamış.
Yorumunu bırak, tartışmaya başla!

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor