25.01.2011
siyvaruli
39, Kobuleti, Gürcistan

გამომიზოგე თვალები და
მზერის დაცლამდე,
შემეხმიანე მაგ ტუჩებით

კოცნა დავღალოთ,
ცხოვრება სუსტი მაჯებივით
ყელს ჩამოგკიდე,
თან ვნებიანად შევისუნთქე
შენი სამყაროც.

სდიოდა ღამეს ვენებიდან
ყველა სიზმარი,
მთვარე ძეწკვივით ჩამოწყვიტა
ზეცას აისმა,
გულისფეთქვაზე ყურადღებას
ამახვილებდი,
როცა სიზმარში გაღვიძებამ
მომისაკლისა.

თმებზე უფერო სინანული
უკვე დავთვალე,
გაშიშვლებული წლების ხაზზე
დამარტყა დენმა,
ტუჩებს ებნევა ეს სიტყვები
ლექსის სარკომით,
მოურჩენელი სიყვარულით
ავად ვარ, ღმერთმან…

მზერას გამოვცვლი
რომ ეს გრძნობა
მკვეთრად მიჩანდეს,
თვალდახუჭული
შენს თვალებში
დავდივარ თითქოს,
გამომიწერე მოფერება,
თავბედს ვიწყევლი,
შენ რომ გატკინე
სიყვარული,
მე წამლად ვითხოვ.

13 views
 
Yorumlar
EKA3EKA 25.01.2011

oho sainteresoa...

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor