LLalikoo's blog

LLalikoo
32, Poti, Gürcistan

დაასველა წვიმამ ღამის შავი აფრა,
მოგონებებს თავხედივით ავებუნტე,
ვამპირივით ყელში მწვდება ნიკოტინი,
მაპატიე პირველად რომ გაგებუტე.


გაურითმავ სიტყვებს მაწვდის მუზა
და ვუბილწავ ჩამორჩენილ სტრიქონებს
მგონი ჩემზე მაგრად დაიგრუზა,
მერამდენე დღეა რომ არ მიგონებს.

არ მივარგა სევდიანი ღიმილი
რომანტიზმიც დამიწუნეს ქალებმა,
შავი ღვინოც ვერ დავლიე ბოლომდე
შემომიჩნდა ცელქი მუზა, თავნება.


დღეს ისევ დავთვერი ძველებურად
სამჯერ გამოვცალე მთვარის ყანწი,
არა, არ იტირო ჩემო გოგო
იწვიმებს აწი.


ევას შობილი


გოლგოთაზე ასასვლელად სამაისოდ ბილიკს ვცვეთდი

ჩამორჩენილ სიხარულის ოცნებების ნატვრად მწამდი

უსასრულო განცდებისთვის მე ამაოდ ლექსებს ვწერდი

მაპატიე, აღარ მინდა შენთან ყოფნა,ახლა წადი.



დროის მძიმე ჟამთასვლაში ჩამარხული წლები მღლიან

ახლა უკვე გამოუცნობ რჩევებს მაძლევს ქრისტეს დედა,

დამიჯერე, მომავალი არასოდეს არის გვიან

სიმდიდრეში საყვარელო ეს წყეული სიღარიბე დამებედა.



პაემანზე ეს დაღლილი,მოუცლელი დროც არ მიცდის,

განთიადზე იკარგება წარსულივით ჩემი ლანდი,

სიყვარულიც ამ ჩემს გულის უიღბლობას მერამდენედ არ განიცდის

უკვე ყელში ამოვიდა ჩვენი გრძნობა,მონატრების ხათრით, წადი.



კუბოში მწოლიარეს შეგეძლება მომეფერო,შენი თითები რა ნაზია,

ხალხიც შეეჩვევა დარდებს და მწუხარებას ძველი ღვინის სმით

იცი? სიყვარულში გადაცვლილი სიბრალული ძალიან ლამაზია

ერთხელ გამიღიმე გევედრები,თუნდაც ზიზღით და ცინიზმით.



გოლგოთაზე ასასვლელად სამაისოდ ბილიკს ვცვეთდი

ჩამორჩენილ სიხარულის ოცნებების ნატვრად მწამდი

უსასრულო განცდებისთვის მე ამაოდ ლექსებს ვწერდი

მაპატიე, აღარ მინდა შენთან…


დასასრულის დასაწყისი… ან პირიქით...
   
  სიყვარული გამილექსე თავიდან,
  მე არა მწამს გაყინული ფიცის,
  ჩემს მაგივრად წვიმა ცრემლებს მოგიტანს,
  ცრემლებს, შენ რომ ჩემს ტუჩებთან უცდი.

  სიყვარული გამილექსე თავიდან,
  მაპატიებს ამ წვალებას ღმერთი?
  შენ შენებურ თბილ სიყვარულს ელი და
  მე კი ისევ ჩემს ტკივილებს ვებრძვი.

  სიყვარული გამილექსე თავიდან,
  თან წადი და არ წახვიდე გესმის?
  შენს ლექსებში მოფერებას ველი კვლავ...
  სიზმარია? თუ გემბანზე მიცდი.
   
  სიყვარული, გამილექსე თავიდან
  ცხოვრება მაქვს არც თუ ისე მშვიდი
  შენს ხელებში მომაკვდავი მტრედი ვარ.
  მე სიკვდილიც ჩემებური ვიცი.

  სიყვარული გამილექსე თავიდან,
  დრო ამ წუთებს, მოგონებებს უცვლის,
  დავრჩით ასე... ჩვენ მესამე ნეკნიდან,
  ცალ-ცალკე და ერთად ორი გიჟი.
 


მოვინდომებ და ერთხელაც მოგიკვდები
ღიმილით და სიმღერებით გამაცილე,
დამაყარე გულზე ბევრი ყვავილები
ჩემთან დარჩი,მარტოობა ამაცილე.

ბოდიშს გიხდი ყველაფრისთვის,მაპატიე
ვინანიებ ცოდვიანი კაცი ვარ და
ცრემლს ნუ დაღვრი,არ იტირო ძალიან გთხოვ
ხომ იცი რომ მე ეს ცოცხალს არ მიყვარდა.

ჰანგი ისმის შორეული ქალაქიდან
ჩემი გრძნობა შენს გულშიც ვერ დავატიე
დამიტოვე ცოტა სითბო გევედრები
ამის შემდეგ ეს სიკვდილიც მაპატიე.

გალეშილი მეძავებთან ვცეკვავ ტანგოს
არ გეგონოს ჩვენი ცეკვაც დამავიწყდა
იმ ქუჩებში ჩვენ რომელშიც ვსეირნობდით
ძველებური ჟრიამული უკვე მიწყდა.

მარტოობით გადაღლილი ვლოთობ ისევ
ყველაფერი მეზიზღება ღმერთო ჩემო,
მარტო შენ ხარ ვინც ამქვეყნად გამაჩნია
შემიძლია ამაზე რომ დავიჩემო.

ფიქრებით და ოცნებებით დარდი ვთელე,
აღარასდროს აღარ მინდა რომ გაწვიმდეს,
მოვა დრო და უცაბედად მოგიკვდები
დამაყარე შავი მიწა არ გავცივდე.
 


ღვთისმშობელო შემეწიე

მე მეგონა ბედი მქონდა
მე მეგონა ბედს ვეწიე,
ნატვრის ხესთან სიკვდილს ვნატრობ
ღვთისმშობელო შემეწიე.

ნერვები მჭამს,მკვლელად წავალ
სისხლიან ხელს ავიფარებ,
არა,არა გზას ავსცდები
ღვთისმშობელო დამიფარე.

მოვა ალბათ ერთხელ დრო და
ოჯახს,სახლ-კარს მივატოვებ,
ყველასაგან უპატრონოდ
ღვთისმშობელო მიპატრონე.

მე შენს მეტი არვინ მინდა
რომ მიყვარხარ ეს იცოდე,
სიყვარულმაც მიმატოვა
ღვთისმშობელო შემიცოდე.

მე მეგონა ბედი მქონდა
მე მეგონა ბედს ვეწიე,
ნატვრის ხესთან სიკვდილს ვნატრობ
ღვთისმშობელო შემეწიე.

 


 "ტრანსპლანტაცია" 

შუადღის მზე ბაღში მოსეირნე ორ ადამიანს საკუთარ ჩრდილებს ათელვინებდა, თუმცა კი ვერც ერთი ხედავდა ამას და ვერც – მეორე.

  პირველი – სამიოდ წლის ცისთვალა გოგონა იმიტომ ვერ ამჩნევდა, რომ მთელი ყურადღება გვერდით მყოფზე გადაეტანა – ცალი ხელით მისი ცერა თითი ჩაებღუჯა და ცდილობდა წინ გადაესწრო, რომ თანამგზავრს მის ნაკვალევზე ევლო, თან შეუჩერებლივ ეტიტინებოდა რაღაცას. მეორე – ოცდახუთ წლამდე, თეთრ სარაფანში გამოწყობილი ქალი, რომელსაც სახელდახელოდ დაწნული გვირილების გვირგვინი დაუდევრად ჩამოფხატოდა ჟღალ თმაზე, იმიტომ ვერ ხედავდა საკუთარ ჩრდილს, რომ ბრმა იყო.
  –დე, ააახლა "სკუუპი" უნდა გავაკეთოოოთ... აააი, აშეეე: სკუუპ–სკუუპ–სკუუუპ!
  –რატომ? – გაეღიმა ჟღალთმიანს.
  –აქ ჭვიანჭველების ქალაქია. ჰოოოდა, დედიკო ჭვიანჭველამ შახლი ალ დამინგლიოთო,…


ჩემს ქუჩაზე შემოსახლდა ზამთარი
ლამპიონებს მიესალმა სიცივე,
აღარ მინდა შემოდგომა,დამღალა
აღარ მინდა სულ ერთი და იგივე.

ქრიზანთემებს სიო ურხევს დალალებს
როგორ გაძლებს ღამეც გარეთ,სამი თვე
ცაზე თურმე გადამწვარა ვარსკვლავი
ძალიან გთხოვ ღმერთო მთვარე ამინთე.

შემორჩენილ სითბოს ვაცმევ იანვარს
ახლა მხოლოდ გული დამრჩა მათხოვარს,
გრანელივით დავრჩი მიუსაფარი
სიცოცხლე მძულს უფალმა რომ მათხოვა.

ფანტელები მეცემიან ხურდებად
მადლობასაც შეპარვია სიმორცხვე,
რომ ვიცოდე თოვლი აღარ დადნება
გეფიცები,თებერვლამდე ვილოცებ.

დღე კიაფობს სევდაჩამცხრალ ლანდებთან
ხმა ჩაუწყდა ქარში ბებერ იადონს
ჩემს ქუჩაზე შემოსახლდა ზამთარი
და მდგმურივით ახლაც ჩემში ბინადრობს

ნიკა კვესელავა
 


Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor