ufulo's blog

ufulo
34, Tbilisi, Gürcistan

28.01.2014

რა არის ქალი? ქალი ვარდია,
ერთი შეხედვით მოგხიბლავს უცებ
ახლოს მიხვალ და სურნელით გათრობს
და ზედ დაგაყრის ნაზ, წითელ ფურცლებს
რა არის ქალი? ქალი ჩიტია,
თუ ხელს გაუსჰვებ გაგიფრინდება,
წავა და სხვასთან დაიდებს ბუდეს
შენ აღარასდროს დაგიბრუნდება,
რა არის ქალი? ქალი ეშმაა
შეგაცდენს და თავს დაგაკარგვინებს,
ისე ჩაგიყვანს წყაროზე მწყურვალს
და იქ წყალსაც არ დაგალევინებს
რა არის ქალი? ქალი ღვინოა,
სასოწარკვეთილს მაინც გაგართობს,
ახლოს არ მოვა შორიდან გიცქერს,
შენც შეხედავ და უცებ დაგათრობს


28.01.2014

მე ბევრი მინახავს ქალი, მაგრამ ისეთი როგორიც შენ ხარ...არა

მე ბევრი მინახავს ქალი, მაგრამ შენზე ლამაზი...არა

მინახავს მეთქი, მაგრამ შენი ბუნების...არა

მინახავს სიყვარული, მაგრამ შენნაირი_არა

შენ ხარ ქალი ედემის ბაღში დაბადებული,

აფეთქებული ვარდის კოკორი და ეკლიანი.

შენ ხარ გრძნობა სიყვარულით ჩაუქრობელი,

მჭედლური ხელით დიდ ფრესკაში ამოტვიფრული.

შენ ხარ ქალი საუკუნის მიღმა მყოფელი,

ქვეცნობიერად მდედრი გენის წარმომსახველი,

შენ ხარ ქალი, ანგელოზი ღვთისმშობლის ხატი,

რომლის წინაშე ქედს მოიხრის, ყოველი მამრი..


28.01.2014

ისე ლამაზია ჩვენი ნაცნობობა,
რომ ამ სილამაზის უკვე მეშინია,
და თუ დღემდე მუდამ შენზე ვუყვებოდი,–
მთვარე ამიტომაც ჭკვიდან შეშლილია!
ისე სათუთია შენი ყვავილები,
რომ ამ სისათუთემ ძლიერ დამაბნია,
ნუთუ ასე გვესმის ერთმანეთისა, თუ
ხუმრობ შენებურად? – ვეღარ გამიგია!
ისე მეტყველია შენი გამოხედვა, –
ამას კიდევ ერთხელ ვეღარ გადავიტან,
გრძნობა მწირი იყო და წყალწაღებული,
ეხლა – შენთან ერთად ნაპირს გადავიდა...
ისე ნეტარია შენთან საუბარი,
რომ ამ საუბარში ვქსოვ, – რაც მართალია,
თუ კი შენს ლოდინში ცრემლი დამიღვრია, –
შენი გაღიმებით უკვე ბათილია!
ისე ლამაზია ჩვენი ნაცნობობა...
მსურს ამ სილამაზით სუნთქვა გავაგრძელო...
ისე მიხარია შენი არსებობა, –
რომც არ შეგიყვარდე, –
ღმერთმა გადღეგრძელოს


28.01.2014

როცა სიცოცხლე მიხაროდა, გული სითბოსგან დამიცალე,
როცა სიყვარული დავაპირე, შენთან სიახლოვე ამიკრძალე,
ოცნება წმინდა რაც გამაჩნდა, ყველა ამირიე, წამიშალე...
შენი გაღიმება შემიყვარდა, მერე შეხვედრაც კი ამიკრძალე...
მარტო სიყვარულის ცოდვა მაწევს, მაინც არაფრით არ შემიბრალე...
შენი სიყვარული მიხაროდა, ღიმილი ცრემლით შემიცვალე...
ასე მკაცრად როცა განმსაჯე, თვალი ცრემლისაგან დამიცალე...
შენი დავიწყება დავაპირე, მაგრამ მერე ისიც ამიკრძალე...


იყავი სანატრელი,მაგრამ მონატრებით მას ნუ გააწამებ!
თავს ნუ გაექცევი თორემ დაბრუნებას ძლიერ დაინანებ!
იყავი ეჭვიანი, ქალი ეჭვისათვის ღმერთმა გააჩინა
მაგრამ შენი ეჭვით მას ნუ შეამოწმებ, სჯობს.ეგ არ გინდა!
გულში გააღმერთე ,მაგრამ ღვთის გულისთვის იმას ნურას ეტყვი!
თორემ ღმერთი ვარო, კერპად გაგიხდება,ილოცეო გეტყვის!
წასვლას დააპირებს? ნუღარ შეაჩერებ,ის ხომ მაინც წავა
მხოლოდ დაელოდე,ლოცვად იქეცი ადი ანჩის ხატთან
როცა დაბრუნებულს,თვალებს შეახვედრებ არაფერი კითხო,
მხოლოდ გაიღიმე,გულში სიამაყე წამით არ გაივლო.


28.01.2014

ცხოვრება პატარა წიგნს წააგავს. მისი ფურცლები ისე სწრაფად იშლება, რომ წაკითხვასაც ვერ ასწრებ. დღეები მიდიან და ფურცლებიც ნაწერით ივსება. გაივლის ჟამი, მოხუცდები და წიგნიც ბოლომდე შეივსება. აიღებ წიგნს და თვალს გადაავლებ შენს ცხოვრებას. ჯერ დაფიქრდები. სარჩევს თითს ჩააყოლებ. ნახავ გვერდს და დაიწყებ კითხვას. კითხულობ და თვალზე ცრემლი გადგება. ფიქრობ, რა უცებ გასულა სიცოცხლე, რა მალე შევსებულა ცხოვრების ფურცლები... ფურცელს გადაშლი, დაჭმუჭნული და ჩაკეცილი ფურცელი შეგხვდება. ეს ხომ შენი ცხოვრების ყველაზე მტკივნეული გვერდია. ჩაკეცილს გაასწორებ და ფურცვლას განაგრძობ. იფიქრებ, დრო გავა და როგორმე გასწორდებაო, მაგრამ ნუ გეგონება, რომ სანამ წიგნის ბოლოში გახვალ გასწორდეს, ვერა მეგობარო, ვერა! ისევ განაგრძობ კითხვას, გადააწყდები სანიშნს,…


önceki 1 2 sonraki →
Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor