M k's blog

M k
41, Tbilisi, Gürcistan

01.07.2012

01:50

"მე ვერ დაგიმტკიცებ ცას,რადგან ის სშორსაა..
ვერც დედამიწას გაჩუქებ,ჩემი არ არის....
ლექსებს ვერ მოგიძღვნი,პოეტი არა ვარ..
და ვერც გიმღერებ,სიმღერა არ ვიცი...
მაგრამ,მეყვარები ისე....როგორც...
ცისა და მიწის მფლობელს შეუძლია,
როგორ სიყვარულსაც ლექსებში უმღერიან,
როგორ სიყვარულზეც მუხლებზე დამხობილნი,
ლოცულობენ ხატის წინ და ტირიან!


01.07.2012

მე შენ მიყვარხარ ვერ გეტყვი რატომ
მე შენ მიყვარხარ არ ვიცი რისთვის
მე შენ მიყვარხარ ძლიერ და მარტო
მე შენ მიყვარხარ რისთვის ან რატომ?
ამ კითხვას ჩემს თავს ათასჯერ ვუსვამ
მაგრამ პასუხი დღემდე არა მაქვს
მე შენ მიყვარხარ ალბათ იმისთვის
რომ სიყვარულმა ასე დამჩაგრა
არვიცი ჩემზე საერთოდ ფიქრობ
ჩემზე ფიქრებით როდესმე გღვიძავს
ანდა როდესმე ატირებულხარ
იმისთვის რასაც მე შენთვის ვიზამ
მე კი ყოველდღე შენ მახსენდები
შენზე ფიქრებით იწყება დილა
გისურვებ ულევ ბედნიერებას
შენს ცხოვრებაში წყნარად და მშვიდად


01.07.2012

ეს სიყვარულის ფიალაა ოცნებით სავსე,

შემყვარებია შენი სახელი, უბრალოდ, ასე...
არ მინახიხარ მაგრამ ვიცი ხშირად იცინი,
არ გამიგია მაგრამ მიყვარს შენი სიცილი.
გამიფრინდება ოცნებები ცაში ალებად,
ფიქრებიც თავგზაარეულად დამემალება,
ოცნების ბადეს გადავისვრი ტალღების ხმაზე,
თუ სიყვარული დაგიმალე, არ გამიბრაზდე.


01.07.2012

01:51

თუ სიყვარული ტკივილია ტკივილი რაა? იქნებ რაიმე ვერ უთქმელი გულში
ჩაკლული.. თუ სიყვარული ცრემლი არის მაშ
ცრემლი რაა? იქნებ სიმართლე უფალივით ჯვარზე გაკრული ...
თუ სიყვარული ჩემში ცოცხლობს ვინა ვარ თვითონ?ალბათ მიხვდებით
სიყვარულზე შეყვარებული. . .
თუ სიყვარული არ არსებობს სიცოცხლე რაა?არარაობა სიძულვილით
დამშვენებული....


01.07.2012

01:51

ამ შუაღამისას შენ რომ მოხვიდოდე
და რომ მეტყოდე რამეს...
ამ შუაღამისას შენი ხმის გამგონე
შევცვლიდი თვით ამ ღამეს.
ავაწიოკებდი... ავაწიოკებდი...
მხიარულებით ქალაქს...
შენი შემხედვარე
შენი ხმის გამგონე
ჭკუას დავკარგავდი ალბათ.
ეხლა რომ მოხვიდე?
ეხლა რომ დარეკო?
ეხლა რომ შემეხო, წამით...
ალბათ ჩავიდენდი ათას სისულელეს
თუკი შენ გარგებდი ამით...
ამ შუაღამისას შენ რომ მოხვიდოდე
და რომ მეტყოდე რამეს
ამ შუაღამისას შენი ხმის გამგონე
ავაწიოკებდი ღამეს..


01.07.2012

01:51

rac ufro shors xar,mit upro vtkbebi!
me shenshi miyvars ocneba chemi,
xeluxlebeli - rogorc mzis sxivi,
miuwvdomeli - rogorc edemi.

da tu ara xar, is visac vpiqrob,
me dges ar vnagvlob,dae,vcdebode!
avadmyop guls surs,rom mas ocnebis
tetr angelozad evlinebode.

daiwvas guli ucnaur trpobit,
cremlis aivsos zgva - sawyauli,
ogond mjerodes me chemi bodva
da siyvarulis dgesaswauli..


01.07.2012

01:52

მე ის მიყვარდა სანამ ვნახავდი,
დიახ მიყვარდა ჯერ უნახავი
მიყვარდა ისე როგორც ნახატი
მხატვრისგან ჯერაც დაუხატავი,
მე ის მიყვარდა უფლის ნებართვით
ვით სახარება ანუ განგება,
მე ის მიყვარდა დაბადებამდე,
სიკვდილის მერეც ის მეყვარება


01.07.2012

სულელი ფიქრობს, რომ ბრძენია, ხოლო ჭკვიანი თავს სულელად მიიჩნევს.
სიმამაცე ჭკვიან სულს ახასიათებს.
გამბედაოდა ჩემი მეგობარია.
დაბადება მოტაცებას გავს, რომლის შემდეგ მონობას გისჯიან.
სიკვდილი – ეს საშინელებაა.
“მიეცი” შენი ფიქრები ენას.
ღმერთმა ერთი სახე მოგცა. შენ უნდა ეცადო მეორე შექმნა.
მე ერთ დროს გაღმერთებულიც ვიყავი.
მე ვთქვი: აქ არ არის სიბნელე, მაგრამ აქაურობა სავსეა უვიცობით.
ბევრი ისმინე, ცოტა ილაპარაკე.
არაფერს ელოდე არაფრისგან.
ნელა თქვი, თუ რა თქმა უნდა სიტყვა სიყვარულს ამბობ.
ეჭვი ყოველთვის სტუმრობს დამნაშავე გონებას.
ისინი ამბობენ: სასწაულები წარსულში დარჩა.
ვინც არ გამოხატავს სიყვარულს, ესე იგი მას არ უყვარს.
არც ერთი ხელოვნება არ შეისწავლის ადამიანის სახეს.
აქ ბევრია ისეთი ვისაც ჭკუაზე მეტი თმა აქვს.
გაკეთდა – ესე იგი შეუძლებელიც არ ყოფილა.
წარსული – ეს პროლოგია.
კარგით, თუ ფორტუნა…


01.07.2012

ვინ იცის რა იქნება ხვალ, ზეგ, იმის მერე.. აჯობებს დავაფასოთ ის რაც გვაქვს დღეს, რითიც ვცოცხლობთ, ის რაც გვიყვარს და ის ვისაც ვუყვარვართ....


02.07.2012

ზოგჯერ, გული ცრემლებად უნდა დაიღვენთოს, რომ მიხვდე, ღიმილი რამხელა ბედნიერებაა… აღმართი გაჭირვებით უნდა აიარო, რომ შეიგრძნო რას ნიშნავს მწვერვალზე დგომა. ხანდახან უნდა წაიქცე კიდეც, რომ ადგომის ფასი გაიგო… სხვანაირად ადამიანად ვერ იქცევი.


Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor