ჩამოთოვა ისევ იისფერი მთები
შენს ხმას ვეღარ ვისმენ და ვეღარსად გხვდები...
თეთრი ფიფქისდარი ფიქრი მემატება,
შენთან საუბარი, როგორ მენატრება.
წაუღიათ ნისლებს დაბინდული ფრთები,
ნეტავ შევხვდე ვისმეს, შენზე მოვუყვები.
შენზე ფიქრი ფრთებს შლის, ვსვამ და ვერა ვთვრები.
ამ ჩაკეტილ მთებში, როგორ მენატრები.'...
ეს სიყვარულის ფიალაა ოცნებით სავსე,
შემყვარებია შენი სახელი, უბრალოდ, ასე...
არ მინახიხარ მაგრამ ვიცი ხშირად იცინი,
არ გამიგია მაგრამ მიყვარს შენი სიცილი.
გამიფრინდება ოცნებები ცაში ალებად,
ფიქრებიც თავგზაარეულად დამემალება,
ოცნების ბადეს გადავისვრი ტალღების ხმაზე,
თუ სიყვარული დაგიმალე, არ გამიბრაზდე
სადღაც დაგეწევი წლების სიშორეში,
ვიცი, დაემთხვევა ჩვენი დაბადება,
გრძნობით დამუხტული ვნების დიოდებში,
ღამის სიმხურვალე - დილად აალდება!
სადმე დაგეწევი, ფიქრთა სიშორეში,
ღამეს გადმოვხედავ სიზმრის თვალებიდან....
იებს შეგიგროვებ ლამაზ ოცნებებში....
კიბეს მივადგამ და ცაში ამოგიტან.
ცრემლებს შეგიმშრალებ თეთრი ფანტელებით,
თვალებს ჩაგიმუქებს სულის ელვარება.
სადმე დაგეწევი წლების სიშორეში,
გულში ჩაგიკრავ და ვიცი გეამება!
მარტოსულობა რომ დაქჩემდება ჯოჯოხეთს ხედავს შენი თვალები, ასე გონია ვერავინ გიგიგებს საკუთარ ფეხზე ვეღარ დადგები. მარტო სულობა ყოვლად ძნელია ამ ქვეყნად გრჩება ბევრი ვალები გინდა გიყვარდეს და მოეფერო ბოროტი გიშლის არ გაქვს ძალები. მარტო სულობა თუ დგჩემდება უნდა შეკრიბო მთელი ძალები თუ ასე ფიქრობ ვერავინ გიგებს უფლის გზა ნახე კარგი გახდები. ავტ. კ. შ.
ერთ მშვენიერ დღეს მე ღრმად დავრწმუნდი
ვერასდროს ვნახავ სამოთხის კარებს,
იქ ღირსეულნი ხვდება წმინდანი
ჩემი წარსული მიხსენებს ვალებს.
ფიქრში ჩაფლული უკან ვბრუნდები
მომავლის ცქერა აღარ მახარებს
წარსულნი დრონი მახსენებს ცოდვებს
და სამოთხისთვის არ მიღებს კარებს.
ვზივარ და ეხლა ძლიერ დავრწმუნდი
ჩემსავით ბევრი ვერ იხდის ვალებს,
ალბათ უფალმა აქ დამიწესა
ასე ამჯამად გაუძლო ტანჯვებს.
ერთ მშვენიერ დღეს ისევ დავრწმუნდი
იქნებ გაუძლო ჩემს ტანჯვას ამდენს,
ვინცობ გავაღებ სამოთხის კარებს
იქ გაბრიელი არ მომთხოვს ვალებს.
ვიღას მიმართო არ იცი,
ღამით როდესაც იძინებ,
დარდებს ამშვიდებს ბალიში.
დილით ადგები ხალისით,
სევდა არ გიბყრობს არვისი,
შემდეგ გაჩდება დარდები,
ვიღას შეჩივლო არ იცი
გადის დროება თავისით,
რაზე იფიქრო არ იცი,
მგონი ნუგეშათ ის გრჩება
ცრემლით ასველო ბალიში.
კ.შ.
გააჩერეთ! გააჩერეთ! სიყვარულის კუნძულია, გააჩერეთ ჩამოვდივარ მგონი უკან უფსკულია. მომეპარა სიყვარული როგორ ავხსნა უძლური ვარ, ვინც ვერ ხედავს სილამაზეს ცხოვრებაში უგნურია. გააჩერეთ! გააჩერეთ! აქ ბათუმის კუნძულია, ღმერთო ჩემო ეს რა ხდება ედემ ბაღის კუნძულია.????
შენთვის ვეძებდი, უსიტყვო სიტყვას,
ხომ არის სადღაც უფერო ფერი.
არ მინდა, იგი თუ სხვისგან ითქვა.
არ მინდა, თუ სხვამ შეახო ხელი.
ამიტომ, როცა არაფერს ვამბობ
შენც დაიმორცხვე და ჩუმად იყავ,
თუ უიმედო იმედი გვათბობს,
გაიგე ჩემი უსიტყვო სიტყვაც...