iraklidadiani's blog

iraklidadiani
63, Tbilisi, Gürcistan









გუშინ მეტროს ესკალატორზე დავინახე...
მე ამოვდიოდი და ისინი ჩადიოდნენ...
ქალი ერთი საფეხურით წინ იდგა და იცინოდა, კაცი - ერთი საფეხურით მაღლა და ღიმილით...
მეგობრები არ იყვნენ და შეყვარებულები არ უნდა ყოფილიყვნენ...
საყვარლებს ჰგავდნენ და ზუსტად იცოდნენ, რამდენიმე თვე და შეხვედრისას ოდნავ შესამჩნევი ღიმილი დარჩებოდათ და მოგონილი "მეჩქარება" და "ნახვამდის"...



ანურექსიააააა...



ყველა ქალს როდი შეუძლია, დაინახოს საკუთარ თავში ნაკლი და მიხვდეს, რა უშლის ხელს საყვარელი მამაკაცის პოვნაში. ძლიერი სქესის წარმომადგენლები ხომ ყველაზე მეტად ანჩხლ, ჭირვეულ ქალბატონებს გაურბიან.






მომესურვილე...
გზას ყეფით მოვდევ,
ცამ აირეკლა თვალების ბრწყინვა,
ცაო, სადაა პატარა გოგო?
გოგო, რომელსაც უყვარდა წვიმა...

ქარმა ანთება სილურჯეს მოსდო,
ნელა ბინდდება, ჩამოსცრის წვრილად...
მთებო, სადაა პატარა გოგო?
გოგო, რომელსაც უყვარდა წვიმა...

წყალი გაურბის აპირულ ლოდებს,
ნისლში გახვეულ ხეობას სძინავს...
ტყეო, სადაა პატარა გოგო?
გოგო, რომელსაც უყვარდა წვიმა...

ამოშრიალდა, არ ვიცი, როგორ
და შემზარავი აღმოხდა გმინვა -
მზემ წაიყოლა პატარა გოგო,
გოგო, რომელსაც უყვარდა წვიმა!!!













Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor