cisiaa's blog

cisiaa
34, Tbilisi, Gürcistan

ამ ქვეყანაზე, მე რომ მიყვარხარ,
ვერ დაიჩემებს ვერავინ ისე..
ეს სიყვარული ისე დიდია..
ისე ძლიერი და ისე მტკიცე.
ამ ქვეყანაზე, მე რომ გიყურებ,
ასეთ თვალებით ვერავინ გიმზერს
მე რომ მიყვარხარ,ამ წუთას ახლა,
ვერ შეგიყვარებს ვერავინ ისე..
ამ ქვეყანაზე რაც, გულებია..
ასეთ სიყვარულს ვერავინ იძენს...
როგორც შენ ამ გულს ახლა უყვარხარ,
ვერ შეგიყვარებს ვერავინ ისე..
ამ ქვეყანაზე რაც ლექსებია,
ყველა ნაპარავს, მალულად გიდებს..
მხოლოდ ეს ჩემი სულია შენთვის,
რომელიც მხოლოდ საკუთარს გიწერს..
ამ ქვეყანაზე, რაც ლოცვებია,
იცოდე მუდამ მე გულში მიდევს...
მე რომ დაგლოცავ ამ ქვეყანაზე
არვინ დაგლოცავს,არასდროს ისე...
ამ ქვეყანაზე ყველა მშიშარა...
ცარიელ სიტყვებს ისვრიან ისე..
შენი გულისთვის ასჯერ მოვკვდები
არ დავიკვნესებ იცოდე ისე,,,
შენი გულისთვის ზეცაში ავალ,,
და ჩემს სულს ახლაც უფალსა მივცემ..
გწამდეს ამ ქვეყნად, მე რომ მიყვარხარ
ვერ დაიჩემებს ვერავინ ისე.


კარგია ფლირტი, მერე მიჩვევაც კარგია , მერე ჩახუტებაა, მალე აცივდება, აცივებაც კარგია, პლედს მოახურებ, ისიც მოგახურებს, მერე ხელებს გაითბობს შენი ჯემპრის ქვეშ... მერე შენ გაითბობ. მერე... მერე ,მერე... გაზაფხულდება ...

სანამ გაზაფხულდება და საერთოდ ურთიერთობის ყველა ეტაპზე ქალი პირველ რიგში მამაკაცში ალბათ სიმშვიდეს ეძებს, ყური ფონენდოსკოპივით აქვს, გულზე მიადებს და გულისცემას უსმენს, მერე ითვლის და ეძინება ყველაზე მშვიდად და უშფოთველად. ისე, როგორც დედის მკერდზე დედის რძით კისერჩაღვრილ ჩვილს ...



მოვალ ,ნარცისებად გაზაფხულზე
თეთრით შეგერევი დარდიანო...
მოვალ მზის სხივებად ყოველ დილით
ყოველ ცისმარეს და ადრიანო...
მოვალ კვარაკუნჩხად ღობის ძირში
მარტის არეული თვეებიდან...
წყაროდ წამოსვლასაც შევეცდები
შენ რომ ამომცალო ხელებიდან...
მოვალ წვიმის ათას წვეთებში და
თმებში გაგებნევი ღიღინებით...
შენ ნუ გეშინია საყვარელო
აგე,რა ლამაზად ვიღიმები?!
მოვალ თეთრი თოვლით დაფიფქული
ორთქლში გაგერევი ნაბიჯებით...
მერე სიმშვიდიდან მოგიპარავ
თავის დაკარგვაში გავგიჟდებით...
მოვალ ,ნარცისებად გაზაფხულზე
თეთრით შეგერევი დარდიანო...
მოვალ მზის სხივებად ყოველ დილით
ყოველ ცისმარეს და ადრიანო...


ძლიერი ქალი მხოლოდ

ერთხელ ამბობს- "წავედი"


........"თუ ოდესმე შეიყვარებ და სიყვარულის კლანჭებში მოხვდები, შეეცადე ისეთი ადამიანი შეიყვარო რომ თავის დახსნა არ დაგჭირდეს და რომელთანაც ისეთი ბედნიერი იქნები, რომ ყოველი ამოსუნთქვის შენდეგ ადვილად ჩაისუნთქო, იმიტომ რომ უყვარხარ და ძლიერი ხარ. კიდევ დაიმახსოვრე, რომ არავინ იმსახურებს შენს ცრემლებს და ვინც იმსახურებს _ არასოდეს აგატირებს".........



ვწუხვარ ძალიან,მაგრამ მაინც უნდა დაგტოვოთ,


ჩანს მარტოობის ცივი სუსხი ჯერ არ გიგრძვნიათ,

თქვენ ერთგულება ვერ შეძელით, ჩემო ბატონო,

მე კი ღალატის პატიება

ა რ შ ე მ ი ძ ლ ი ა !



მივდივარ,
რადგან
კვლავაც მინდა,
რომ ვიყოთ ერთად.
გშორდები,
რადგან
მომენატრა
შეხვედრა შენთან.



შენ ხარ ჰაერი და სულის საზრდო,
მე
უ…


მოყევი სიტყვებით, მოყევი ფრაზებით
მოყევი უჩუმრად_მალული აზრებით

აიღე ფურცელი, გაავლე ხაზები
რაიყო თამამად.. კიარ გიბრაზდები !

დახატე ის, რასაც შენ გული გკარნახობს
დამალე ფურცელი, უცხომ რომ არ ნახოს
რაიცი რას იტყვის, იქნებ ვერ გაიგოს
იქნებ მოეწონოს და თანაც წაიღოს...

აიღე ფურცელი და გულთან დამალე
ამ სიტყვებს ნუ ელი, იჩქარე, თან მალე
რომ მნახავ უჩუმრად, უსიტყვოდ მომეცი
ნუ მეტყვი:_ახლავე პასუხი გამეცი

მაცადე გავიგო, ჩემს გულში გავივლო
გრძნობები, რომელიც ფურცელზე დახატე
მაგრამ შენ, გულმა უჩუმრად გაგიგო
და გითხრა გრძნობები სათუთად დამალე...



მაპატიეთ, ქალბატონო, სიყვარული...
მერე მზერის აპარება მკერდზე... მორცხვად...
თუ ქვეყანა ჩალით არის დაფარული
იცით, წვიმის გადავლამდე არ ღირს მოცდა

გამომყევით ამ თავსხმაში ოცნებების
და თუ თქვენი თვალების არ მომერიდა
იქნებ შევძლო, ჩაგჩურჩულოთ მოფერებით
ქალბატონო... ბოდიშიდა... მყვარებიხართ...

მომიტევეთ ქალბატონო რომ... მიყვარხართ...
როგორც ცოდვა, უნებურად ჩადენილი...
წამობრძანდით... თქვენს ნატერფალს თუ იკადრებს
ტალახებით მოხატული ქვაფენილი

გზები უკვეგუბეებმა გადათელეს...
თქვენც ხომ თქვენთვის მიდიოდით... თქვენი დარდით...
ალბათ ფირქრობთ უმიზეზოდ გაგაჩერეთ...
უკაცრავად... ქალბატონო... შემიყვარდით...





დღეს ისევ ისე დაღამდა.. მხოლოდ ერთი განსხვავებით.. საშინელ ხასიათზე ვარ...

რატომ? არ ვიცი...
რაღაც მაკლია სულში, გულში..
სიცარიელეს ვერ ვავასებ და ალბათ ვერც ამოვავსებ...
ზოგჯერ მგონია რომ ჩემსა და ადამიანებს შორის იმდენად დიდი ნაპრალია,
რომ ვერასოდეს დავძლევ მის სიდიდეს და ვერ გადავაბიჯებ...
ზოგჯერ კი მგონია რომ ისე ახლოს ვარ მათთან.. უკვე მეშინია...
ვფიქრობ ხოლმე: უფალმა მიმატოვა? და რატომ მეე? რა დავაშავე?
და მახსენდება წარსული...
ჰმ.. რა დავაშავე არაა??? დანააული იმდენი მაქვს
მთელმა ჩემმა გვარმა რომ გადაინაწილოს თოთოეული ჩემი ცოდვა
მაინც მთელი გვარის წარმომადგენლები არ მეყოფა...
მინდა ხოლმე დავჯდე ტაძარში და ვისაუბრო ხმამაღლა და რა გულში
ვიცი უფალს გულში საუბარიც ესმის მაგრამ როცა საუბრობ ხომ
ისვენებ და სხეულიდან გამოდევნი რაღაც.. რაღაც…



***კარგია როდესაც არსებობს დრო, მანძილი და სიძნელეები, რადგან სწორედ ისინი გაგებინებენ თუ ვის უყვარხარ , ვინ გემეგობრება და ვინც...... უბრალოდ არ არის საჭირო ... ♥



***ყველაფერი მატერიალური წარმავალია,ნუ იდარდებ იმაზე რასაც იმქვეყნად ვერ წაიღებ,შვებას სიმდიდრით ვერ მოიპოვებ,ეცადე ის იმყოფინო რასაც უფალი მოგცემს..


***ადამიანში ვეძებ მხოლოდ სულის სიმდიდრეს, და არ არსებობს სხვა სიმდიდრე ჩემთვის ამ ქვეყნად, თავმდაბლობაა, ის თვისება, რაც მხიბლავს სხვაში, უბრალოება, სათნოება, და სითბო ერთად . . . . . ჩემი ცხოვრების სულ პატარა, განვლილ მანძილზე, მე შევეცდები რომ ეს ყველა, ვიტვირთო ერთმა, დავიმსახურო სულის ხსნა და სხვისი სიკეთე და თუ ვარ ღირსი, დაე თვითონ განსაჯოს ღმერთმა


***ხელი გაუმართეთ ფეხზე დაცემულსა,გული…


Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor