usabuto's blog

usabuto
32, Tbilisi, Gürcistan

ხომ იყო რაღაც თანაც ისეთი,რაც არასოდეს არ გავიწყდება,რაღაც მომენტებს ფილმის კადრივით რომ ატრიალებ და არ გწყინდება...


17.03.2012

ძნელია როცა შეგცვალა დრომ და გულს არაფერი არ შეუცვლია.....
ძნელია როცა გიყვარს და იცი_მას სიყვარული არ შეუძლია......


ძნელია როცა გჯერა ტყუილის და სინამდვილეს თვალს ვერ უსწორებ.....
გრძნობ როგორ კვდება და შენს სიყვარულს გადარაჩენად ხელს ვერ უწოდებ.....

გაგიჟდი? მას ხომ შეყვარებული ჰყავს? -მერე რა ? ფეხბურთშიც არის მცველი,,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ გოლს ვერ გაიტან

როცა ძებნაში გადის წლები და...... ჯერ არაფერი არ გიპოვია.....
ძნელია როცა ცხოვრობ და იცი_რომ არასოდეს არ გიცხოვრია...!


მე ღმერთი მხოლოდ თამაშისთვის არ გამიმეტებს,
მოგენატრები და ზღაპარშიც ვეღარ მომნახავ

თუკი ერთგულება არ არსებობს,
ერთად ნუ ვიქნებით მეტ ხანს,
შენი მოლოდინის ჯვარზე გამაკარი,
და მას ერთგულება ერქვას

განშორება პატარა სიყვარულს ასუსტებს, დიდს კი უფრო აძლიერებს;…


ისევ, მოგონება მახრჩობს...
როცა, უმოწყალოდ მწვავდი...
მაინც, ვერ გავიგე - რატომ?
მე ხომ, სიგიჟემდე მწამდი...

ახლა, მოდაშია ფიქრი...
ფიქრობს პატარა თუ დიდი...
ახლა, მოგონებებს ვიმკი...
მაშინ, ოცბებებსაც ვზრდიდი...

ასე მოვაღწიე მარტომ...
გავხდი, მოწყალე და მშვიდი...
ახლა, შენს სიყვარულს ვნატრობ...
მაშინ, ვიღაცაში გცვლიდი...

ისევ, მონატრება მომკლავს...
ახლა, მინდა ვიყო შენთან...
გული ძველებურად ბორგავს...
ისევ, ჩამოვჯდები მზესთან...

წვიმას ავატირებ, ისევ...
სევდას უმიზეზოდ წავშლი...
ღამეს შევატოვებ ნისლებს...
და ქარს, უგზოუკვლოდ გავშლი...

ღამეს დავაღამებ, სადმე...
დილას გავითენებ, მაინც...
ოღონდ, საუკუნოდ მწამდე...
იმედს არ დავკარგავ ხვალის...

ღამეს, უშენობით მოვკლავ...
მერე, შავს სამოსელს გავხდი...
მოვალ, დამიჯერე, მოვალ...
და შენ,

ისევ, მოგონება მახრჩობს...
როცა, უმოწყალოდ მწვავდი...
მაინც, ვერ გავიგე - რატომ?
მე ხომ, სიგიჟემდე მწამდი...

ახლა, მოდაშია ფიქრი...
ფიქრობს პატარა თუ დიდი...
ახლა, მოგონებებს ვიმკი...
მაშინ, ოცბებებსაც ვზრდიდი...

ასე მოვაღწიე მარტომ...
გავხდი, მოწყალე და მშვიდი...
ახლა, შენს სიყვარულს ვნატრობ...
მაშინ, ვიღაცაში გცვლიდი...

ისევ, მონატრება მომკლავს...
ახლა, მინდა…


17.03.2012

ნამდვილი ბედნიერება ისაა , რომ გაიღვიძო ღამით დაინახო თუ როგორ მიდის ის ბავშვის საწოლთან და ამბობს : " ჩუმად სიხარულო თორე დედიკოს გააღვიძეე


იის კონაში გადავცვლიდი ახლა სიცოცხლეს,
დავივიწყებდი განშორებით გახსნილ იარებს,
დაღლილი გული საქციელებს მუდამ მიოცებს,
ვერ დაგივიწყე, არაფრით არ გადამიარე.

სულ ერთი კონა, ოღონდ მხოლოდ შენი ხელებით,
იქნება გულმა გიჩურჩულოს ჩემი სურვილი.
ლურჯთვალა იებს შენს ხელებში მოვეფერები
და ვიტყვი ნატვრებს მოვუკალი ყველა წყურვილი.

იის კონაში დღეს სიცოცხლეს ვიძლევი ქალი,
ალბათ სისუსტემ საბოლოოდ გაწყვიტა ძარღვი.
დე, დარჩეს ჩემად ახდენილი ოცნების ვალი,
იის ფოთლებში სიხარულის ცრემლებს თუ ჩავღვრი.

იის კონაში გადავცვლიდი ანთებულ თვალებს
რა გამხელილი სისუსტეა ქალის თხოვნაში,
რარიგ ტკივილით განუვლიათ ცხოვრება ქალებს,
ვისაც სიცოცხლე გაუცვლია იის კონაში.

იის კონაში დღეს ღიმილს და სიყვარულს გავცვლი,
უსურნელო და უყვავილო არაფერს ვგავარ,
ყველა ოცნებას ამ პატარა კონაში დავცლი
და შენგან ნატვრა ახდენილი იებით წავალ.

იის კონაში გადავცვლიდი ახლა სიცოცხლეს.....


11.03.2012

მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო, დამეთანხმებით მონატრების ვინც იცის ფასი, ვინც შეხვედრია მონატრებით ცრემლის ალიონს და ამ ცრემლებით ავსებული შეუსვამს თასი, მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო, და მათიც ვისაც მონატრებით ქვეყნად უვლია, მე სიყვარულის სადღეგრძელო მინდა დავლიო, რამეთუ თავად მონატრება სიყვარულია..


თუ ღმერთი შენსკენაა , რა მნიშვნელობა აქვს ვინაა შენს წინააღმდეგ


10.03.2012

,ნუ მთხოვ გავიზარდო..მე ხომ პატარა ვარ..
ჩემი ოცნებები ჯერ სულმთლად წრფელია..
ნუ მთხოვ გავიზარდო თორემ გეფიცები
ჯერ ისევ ისეთი გაბუტვა მჩვევია..
ისევ შემიძლია ფიქრები წაგართვა,
ბავშვურად უბრალოდ გითხრა რომ ჩემია,
ნუ ცდილობ შემცვალო,ნუ ცდილობ გამზარდო,
მაცადე ბავშვობა..ასე მირჩევნია..
ბავშვურად ცალ ფეხზე ხტუნვა და თამაში
ვარსკვლავთა დათვლა და არჩევა მჩვევია,
მიყვარს ყვავილების ნაწნავში ჩაბნევა
თავი რომ პრინცესად წარმომიდგენია..
ამიტომ ნუ ცდილობ გესმის? მე ნუ შემცვლი,
თქვენი ეს ცხოვრება აქ სულ სხვა ფერია,
არ მინდა.ყოფა..გთხოვ ნუ დამაბერებ,
ბავშვად მიმიჩნიონ-ასე მირჩევნია..
სხვა დროს აღარ მკითხო რატომ ვარ ასეთი,
ან რატომ ავტირდი,ან რისი მრცხვენია..
მოდი შემიყვარე,რა მოხდა,ბავშვი ვარ,
ბავშვური გრძნობები ხომ უფრო წრფელია." ♥



♡თუ ღმერთი შენსკენაა , რა მნიშვნელობა აქვს ვინაა შენს წინააღმდეგ♡


შენს ერთ სხეულში ორი გული ცემს...
ტრიალ მინდორშიც კექსის სუნი გცემს...
გულს რა გიჩუყებს ხშირად არც იცი -
გულაღმა წევხარ , იღლები ვიცი...


ძაღლი ყეფს , მუცელს ბალიშს აფარებ,
ცალ ხელს საბნის ქვეშ ჩემსკენ აპარებ...
მერე მაღვიძებ , ალბათ მოგშივდა -
შენ თავს იმართლებ "იმას მოშივდა"...


ჩემი პერანგიც აღარ გეტევა,
ხელის გულზე ვგრძნობ მის შემოტევას...
ერთი კვირაც და... ივლისის ბოლოს -
მკერდზე დავიწვენ ცისთვალა გოგოს... ♥


Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor