usabuto's blog

usabuto
32, Tbilisi, Gürcistan

საიდან მოხვედი ასეთი ქარიშხლით,
სიყვარულს რომ აფენ ცასა და სამყაროს,
იცოდე სიგიჟეს ვერაფრით დამიშლი,
არ მინდა უშენო დღეებმა დამღალოს.

ვინა ხარ, გულში რა თამამად აბიჯებ,
მოხვედი უცხო და აზრებით ნაცნობით,
და ახლა შენ ჩემში ბავშვობას ადინჯებ,
გუშინ რომ ქვეყანას იკლებდა ანცობით.

აპრილებს ვეცეკვოთ, ხელები გაშალე,
სად იყავ აქამდე, რარიგად ვდარდობდი...
შენა ხარ, ვისთვისაც წარსული წავშალე,
შენა ხარ, მე ვისაც სიცოცხლეს ვანდობდი


დღეს, არაფერი არ შეიცვლება,
რადგან შენ, ჩემი მეუღლე გქვია...
მაგრამ მე ვფიქრობ, ხომ შეიძლება
მენახე, მაგრამ ძალიან გვიან.

ხომ შეიძლება, გეცხოვრა სადღაც,
შევხვედროდით და ჩაგევლო უბრად,
შეეწყობოდი სრულიად სხვა ქალს,
დაუმშვენებდი ოჯახს და სუფრას!

ეს გაზაფხული, შენით მიცვნია,
გზადაგზა
მინდვრის,
ყვავილებს
ვითვლი...
და ახლა ფიქრიც არ შემიძლია,
რომ შენ შეგეძლო ცხოვრება სხვისთვის.


საჭმელზე მეტად ადამიანების სიყვარული უნდა გშიოდეს და ღვინოზე მეტად მათი სიყვარული გწყუროდეს


იწყება ფართი ღამის ფართი იწყება


თუ რამ საგანძური და ჯილდო მიუნიჭებია ღმერთს ადამიანისთვის სიყვარულის ნიჭია ცოდოა ის კაცი ვინც ამ ნიჭის გარეშე წავა



ვწერ ყველაფერზე, რასაც განვიცდი...
რა შემაჩერებს? ეგ მეც არ ვიცი!

როდესაც შევწყვეტ შენზე ოცნებას,
მაშინ მორჩება ჩემი ცხოვრებაც!

ეს სიყვარული არ იქნება უბრალო განცდა,
და არც ამდენხანს არ ვაპირებ ვინმესთვის დაცდას!

ალბათ შენ წარსულს ჩააბარე ,,ჩვენი დღეები'',
მე რომ მაკლიხარ და მენატრები ამას ვერც ხვდები...

იქნებ ხვდები და მაინც გინდა ეს რომ დამთავრდეს,
თუ არ გიყვარდი, თუ ასე მთმობდი რატომ დამტანჯე?!

ჩემს გრძნობებს ჩემთვის შევინახავ, დაგელოდება...
იქნებ როდესმე ის წუთებიც განმეორდება...♥


ისევ ისე უშედეგოდ ჩვენს წარსულზე მეფიქრება.


მე ბავშვობიდან ასე მჩვევია,
ვიღაცა მიყვარს, ან ვიღაც მომწონს,
ახლაც ეს გრძნობა შემომჩვევია
კვლავ შემიყვარდა და თანაც როგორ...

ადრე თუ მქონდა ერთი ოცნება:
მქონოდა დიდი, ლამაზი სახლი,
ახლა ის სახლიც დამინგრევია
ოღონდ შენ მოდი და ჩემთან დარჩი.

შენ ეს შეძელი და შემიცვალე
მთავარი აზრი ჩემი ცხოვრების,
ახლა გაბედე და შემიყვარე,
ნუღარ დამტანჯავ შენზე ოცნებით.

ეს გძნობა ზოგჯერ ისე მაწუხებს,
როგორ ვარსებობ ეგეც კი მიკვირს,
შენ ჩემო ბიჭო ვეღარ გავუძლებ,
ვეთამაშები უშენოდ სიკვდილს.

ისე საშინლად შემყვარებიხარ,
ადგილის პოვნა ძალიან მიჭირს,
ტკივილამდეც კი მომნატრებიხარ
და დავიწყება ძალიან მიმძიმს.

ნუღარ მაფიქრებ ჩვენზე ძილის წინ,
და ნუ დაარქმევ ყველაფერს წარსულს,
ისევ მახსენებს შენს თავს თბილისი
და დავიწყება შენი მე არ მსურს.

ამდენი ხანი თუ კი მიტანდი,
ცხოვრების ბოლომდე კიდევ ამიტან.
ჩემო ცხოვრება ისე მიყვარდი,
უშენოდ ჩემს თავს ვეღარ გავიტან.


რაღა დროს მარტია? მე მაინც მოვალ და კოცნას დაგიტოვებ შენს ტუჩის კუთხესთან, ასეთი მთვრალი და ასეთი ფხიზელი, მართალი ვიქნები თბილისის ქუჩებთან.


← önceki 1 2 3 4 5 ... 26 sonraki
Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor