makaterine2's blog

makaterine2
61, Tbilisi, Gürcistan

26.09.2009

წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო,
მწყურვალს დაგტოვებსო, ჩაჰყვები ვინცო,
ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევინებსო _
შენზე თუ უთქვამთ, პატარა ციცოვ!

მე იმ ასაკში არ ვარ ახლა და
არც იმ ჭკუაზე _ ცოლ-შვილს გავეყარო!
მაგრამ შემომიჩნდა სურვილის მახრა და
პატარა ციცოვ, უნდა დამეხმარო!

ხოლო ციცუნია ტოლებში დაქრის
და შენი მახრა ფეხზე ჰკიდია,
თუმცა სავსე მკერდი მიუგავს სახნისს
და ეს შეახსენებს, რომ უკვე დიდია!

ისე ჩამოგივლის მიწაგასახეთქი,
ვითომც ქვეყანაზე მარტო ის ერთია.
როგორც ხეჭეჭური, ქვაზე დასათხლეში _
ციცო ისეთია!

წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო,
მწყურვალს დაგტოვებსო, დაჰყვები ვინცო,
ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევინებსო _
შენზე თუ უთქვამთ, პატარა ციცოვ!მურმან…


საშველს რომ აღარ მაძლევს ხოლმე
მამულზე ფიქრი,
ხანდახან
გულში
ღიმილით
ვიტყვი: -

რა ჩემი ჭკუის საქმეა ნეტა,
მამულო ჩემო, გილხინს თუ გიჭირს! -
რომელი მეფე ერეკლე მე ვარ!
ანდა რომელი მსაჯული მისი!

პასუხად მყისვე,
ვითარცა სეტყვა,
ვინც კი რაც კი არსებობს ირგვლივ, -
იხუვლებს ხოლმე,
იხუვლებს ერთხმად -
ღალატიაო
მაგგვარი
ფიქრი!
მუხრან მაჭავარიანი


20.09.2009

გურულს დაეჯახა მანქანა.გადმოხტა მანქანიდან ახალგაზრდა ბიჭი და წაქცეულ გურულს ეხვეწება:
-ადექი რა ბიძია გეხვეწები რააა...ადექი ბიძია რააა,არ დამღუპო ბიძია გეხვეწები ადექი რააა...
გურული ახელს თვალს და პასუხობს:
-ვიდექი ბიძია მარა დამაყენე?!


20.09.2009

გამზრდელი (გურულად)

ხოდა აი ცხენიანი კაცი ნამეტანი წამხდარ ამინდში, თხრეშში, ხოშკაკალში და გურგულაში მივიდა მოყვრისას. გადირია მასპინძელი - ამფერ ყიამეთში რა უნდა კაცს კარშიო?!
- რაიო და ვინცხა ურჯუკის ცხენი რომ არ მევიპარო თავს ვერ გამოვყოფ დუნიაზეო.
- მოი შენ აგერ მეისვენე, ხვალე დილას თუ მაი ცხენი თუ არ ჩაგაბარო გამპარცე აი ულვაშიო!

ალაგეზე არ იყო გადასული მასპინძელი რომე ადგა, აი მათხუარი და ქე არ გოუბახა ცოლი ამისთანე მოყვარეს?!
მეორე დილას მუუყვანა ცხენი მასპინძელმა, მარა რაი? ქე დახთა ოჯახი ნამუსგადარეცხილი.

ერი პირობა ქე გეირო ხელი რივერველზე, მარა გადიფიქრა და უთხრა: შენი ჩაჩნური საქციელი მასტალებელმა გაარჩიოსო!

მივიდა მასტალებელთან აი…


ახლა ყველანი სახლში არიან,
ქარგავს დაიკო ტილოზე კენტავრს,
და ერთად ყოფნის სითბო და სევდა
რეკავს... ეს ზარი _ მუნჯი ზარია...

და ყველაფერი, რაც გიხარია,
რად გიხარია _ არ იცი თავად,
მე წავალ სადმე... ყველანი წავალთ...
ჯერ კი ყველანი სახლში არიან...


შეჩვეული ვარ შექებას;
შეჩვეული ვარ ძაგებას;
შეჩვეული ვარ მოგებას;
შეჩვეული ვარ წაგებას;
შეჩვეული ვარ დანგრევას;
შეჩვეული ვარ აგებას;
გაჩენილი ვარ ტანჯვისთვის _
სამტროდ,
საცემრად,
საკეპად...

მიჩვეული ვარ ძაგებას;
მიჩვეული ვარ შექებას;
მიჩვეული ვარ ლოყაზე
ძვირფასი ხელის შეხებას;
შაშვი რომ გალობს ცისკრისას,
გალობა _ მეც შემეხება!
მზე რომ ამოდის _ მგონია,
მე შემხვდა,
მე შემეგება...

ვწერ სიხარულებს!
ვწერ ტანჯვას!
ვწერ საღამო ხანს!
ვწერ დილით!
ცხოვრების წიგნი მთავრდება,
აკლია მხოლოდ წერტილი....


ტვისტი და ტვისტი, ჰალი _ გალი!
ფიცი და ფიცი. ქალი. ქალი.
ბიჭი და ბიჭი. ქალი. ქალი.
როკი და როკი. ჰალი _ გალი!
ხომ არ გეშინია?
 მეშინია!
 რატომ გეშინია?
 მეშინია!
_ კიდევ გეშინია?
_ მეშინია!
 გესმის? გერშვინია!
 გერშვინია.

 კონიაკს დალევ?
 მანგოს წვენს!
 უნდა გაკოცო!
 მაკოცე!
 შენ არ მაკოცებ?
 მე არა!
 მაშინ მე ორჯერ გაკოცებ!

ტვისტი და ტვისტი. როკი!
დრო კი, ძვირფასო, დრო კი
მიახრიგინებს ვნებებს,
როგორც პარტიზანს დროგი!
ცისფერი კაფე. ჰალი _ გალი!
ცისფერი კაბა. ჰალი _ გალი!
ბიჭი და ბიჭი. ქალი. ქალი!
ქალი და ქალი!…


მე არ ვწერ ლექსებს… ლექსი თვითონ მწერს,
ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს.
ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,
რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს.


მე დავიბადე აპრილის თვეში,
ვაშლების გაშლილ ყვავილებიდან,
მაწვიმს სითეთრე და წვიმის თქეში
მოდის ცრემლებად ჩემს თვალებიდან.


აქედან ვიცი, მე რომ მოვკვდები,
ამ ლექსს რომ ვამბობ, ესიც დარჩება,
ერთ პოეტს მაინც გულზე მოხვდება
და ეს ეყოფა გამოსარჩლებად.


იტყვიან ასე: იყო საწყალი,
ორპირის ფშანზე გაზრდილი ბიჭი,
ლექსები იყო მისი საგზალი,
არ მოუცვლია ერთი ნაბიჯი.


და აწვალებდა მას სიკვდილამდე
ქართული მზე და ქართული მიწა,
ბედნიერებას მას უმალავდნენ,
ბედნიერება მან ლექსებს მისცა.


მე არ ვწერ ლექსებს,
ლექსი თვითონ მწერს,
ჩემი…


18.08.2009

გამარჯობა, ჩემო თბილის ქალაქო,
დაკარგულო შენი შვილი მოვედი,
საქართველოს მიწა_წყალო, ალაგო,
თორმეტი წლის გატანჯული მოვედი.

მთაო წმინდავ, მამა დავითისაო,
შენ, დარაჯო ქალაქ თბილისისაო,
წმინდა მიწავ, უკვდავ მწერლებისაო,
მათ საფლავზე სალოცავად მოვედი.

ჩვენო ციხევ, ძველო ნარიყალაო,
საქართველოს ძველო მკვიდრო ძალაო,
შენი შვილი პოლშის ციხემ მმალაო,
სისხლგამშრალი საჩივლელად მოვედი.

დიდო ზარო, ჩვენი სიონისაო,
ნატრული ვარ შენ დიდებულ ხმისაო,
ჩვენო მტკვარო, ძმაო რიონისაო,
ნაწამები საბანაოდ მოვედი.

ძმანო ჩემნო: ჰაოს, ქართლოსისაო,
გატანჯულსა მიცნობ დიდი ხნისაო,
გაყიდული ორპირ მეგობრისაო,
გამარჯობათ! იეთიმ გურჯი მოვედ


უპირველესი მომანიჭეს დაფნა მეფეთა,
იმ დღეს მოვიდა თეთრი თოვლი და მარტოობა.
გავაღე კარი თეთრი თოვლი შემომეფეთა,
მივხურე კარი, მარტოობამ დაისადგურა.


Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor