antares's blog

antares
58, Tbilisi, Gürcistan

 


 


 


მოთეთრო ტბორებს
ველური ჩიტების ვეება გუნდმა გადაუფრინა.
შებინდებისას ყინულის ქარი გვიტევს ჩვენივე ვარსკვლავებიდან.

საფლავებს ჩვენსას
დამსხვრეულ შუბლით ეხება ღამე
მუხებქვეშ ნელა მივირწევით ვერცხლისფერ ნავით.

გაბმით რეკავენ თეთრი ქალაქის ყრუ გალავნები.
ეკლიან თაღქვეშ 

ო, ჩემო ძმოა, ბრმა ისრებივით წინ მივიწევთ შუაღამისკენ.

გეორგ თრაკლი



 


მზე მხიარულად და ალერსიანად შემოაჭყიტებს ჩემს სამყოფელში. გვერდით ოთახში ფანჯარა ღიაა. ქუჩაში სიწყნარეა - ნაშუადღევია, მესმის, როგორ გალობს ტოროლა მეზობელ ეზოში, ლამაზი ქალიშვილის ფანჯარასთან. შორეული ქუჩიდან აღწევს თევზის დამტარებლის ძახილი, ჰაერში ისეთი სითბო ჩაღვრილა, ქალაქი კი თითქოს გაუკაცრიელდა... მახსენდება ახალგაზრდობა, პირველი სიყვარული, როცა ძალიან ვდარდობდი. ახლა მხოლოდ იმ პირველ დარდზე ვდარდობ. რა არის სიჭაბუკე? რა არის სიყვარული? ზმანება.

სორენ კირკეგორი /1813-1855/ 


 


მან ჩემს თვალწინ გაიხადა, მანამ, სანამ მე ლუდის ბოთლით საწოლზე ვიწექი
საიდან გაქვს ეს მეჭეჭი უკანალზე? მე ვკითხე.
ეს მეჭეჭი არ არის, მან მიპასუხა. ეს დაბადებიდან თანდაყოლილი ხალია.
ეს რაღაც მაშინებს, მე ვთქვი, მოდი სხვა დროს იყოს.
მე საწოლიდან წამოვდექი, სხვა ოთახში გავედი და მბრუნავ-სავარძელში ჩავჯექი.
ის შემოვიდა. მომისმინე, შენ, ბებერო ყეყეჩო. მთელი შენი სხეული დაფარულია მეჭეჭებით, ნაკერებით და უამრავი სხვა ამგვარი საზიზღრობებით. მე ვფიქრობ, რომ შენ ყველაზე მახინჯი მამაკაცი ხარ, რომელიც კი, მე ოდესმე მინახავს.
დაივიწყე ეს ამბავი, ვთქვი მე. კიდევ მომიყევი რამე შენი უკანალის ხალზე.
ის სხვა ოთახში გავიდა, ჩაიცვა, ჩემს წინ გაირბინა და კარები გაიჯახუნა.
თუ დავუფიქრდები, მან ჩემი ლექსების ყველა წიგნი გადაიკითხა.
მე, მხოლოდ ვიმედოვნებდი,…


”თუკი გსურს პირისპირ დაუდგე მარადისობას,
სამშობლოს ზურგი უნდა შეაქციო,
დაადგე შორეულ მეტისმეტად შორეულ გზას”

მურანო სირო


მოსემ თქვა: ყველაფრის არსი იქ, ზეცაშია
სოლომონმა თქვა: ყველაფერი აი, აქ გულშია
ფროიდმა თქვა: ცხადია, ყველაფერი იქ, სექსუალურ ორგანოებშია
აინშტაინმა თქვა: ყველაფერი შეფარდებითია



ადამიანური ბუნების მთავარი ნაკლი ისაა, რომ ყოველთვის საპირისპიროს ესწრაფვის. იმდენი მაგალითის მოყვანა შეიძლება, რომ ფსიქოლოგსაც ეყოფა თავსატეხად. აი, თუნდაც - იპოქონდრიკი განსაკუთრებით ფაქიზად აღიქვამს იუმორს; ავხორცი ხალისით ლაპარაკობს იდილიაზე; გარყვნილი - ზნეობაზე; სკეპტიკოსი - რელიგიაზე. ისე, კაცმა რომ თქვას, სიწმინდის გზაც ხომ ცოდვაზე გადის?

სორენ კირკეგორი


Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor