Elene Ashortia's blog

Elene Ashortia
31, Kutaisi, Gürcistan

შენ რომ მოგენატრო და მოხვიდე....
შეიძლება მე ვეღარ გიცნო....
შენ რომ გაგიჭირდეს და მომძებნო,
შეიძლება ვეღარ მიპოვო....
მე კი, ბევრჯერ გამიჭირდა,
მაგრამ ჩემს თავს უშენობა მივუსაჯე....
ვინმემ რომ გითხრას ჩემზე, "კარგადააო"
არ დაუჯერო....
მე ხომ საკუთარ თავს, სხვის დასანახად
სიცოცხლე მივუსაჯე....
 
 


მე შენ მიყვარხარ,
როცა წვიმს, მაშინ,
როცა წვეთები ალბობენ მიწას,
და ირგვლივ ქარი გაავებული
კარსა და ფანჯრებს ვერ უხსნის კრიჭას...
მე შენ მიყვარხარ,
როცა თოვს მაშინ,
ირგვლივ იმდენი თეთრი ნისლია,
და მე მივდივარ ღიმილით იქაც,
სადაც ვერ მცნობენ,ან არ მიცდიან...
მე შენ მიყვარხარ,
ხვატში, გვალვაში,
როცა წყალს ითხოვს
ჩვენი ვერხვები,
როცა მეხები ყურთან ჩურჩულით
და მაშინაც კი თუ ვერ მეხები...
მე შენ მიყვარხარ,
მთაში და ბარად,მდინარესთან და
ზღვასთან ტალღებად,
ღირდა ყოველი წამი და წუთი
ამ სამსხვერპლოზე წლების გაღებად...
მე შენ მიყვარხარ,
როცა ვიღვიძებ,ვიძინებ, როცა
ღამეს ვნებდები,
არ მენაღვლება, რომ გადის დრო და
რა მენაღვლება, თუკი ვბერდები?!
მე შენ მიყვარხარ,
ისე და ასე,უსათაუროდ ურითმოდ ლექსში,
მე შეგისუნთქე ძალიან ღრმად და
დაგტოვე ასე ძვირფასად ჩემში...
და ყოველ სიტყვას,ღიმილს,სიგიჟეს
ჩემი ფიქრების სხვენზე ვინახავ,
აჰა, ეს ლექსი და იცი უკვე
მე შენ მიყვარხარ!...
მე შენ მიყვარხარ!....
 


მე ვარ ფოთოლი,


მძლავრი ხე მკვებავს,

მე ვარ ოცნება, ვერც ვერვინ მხედავს.

მე ვარ სიკეთე,რომელსაც ხშირად,

ადამიანი ფეხითაც თელავს.

მე ზღვის ტალღა ვარ,

უჩუმრად ვღელავ.

ქარიშხალი ვარ–

არ მინდა შველა.

მე გაზაფხულის ლამაზი დღე ვარ,

სიზმრად ქცეული ნატვრის ხეც მე ვარ,

ცისკრის ვარსკვლავი,

და დილის ქროლვა,

მე არვის ვგევარ
მე მხოლოდ მე ვარ....


20.06.2011

ლოდინით დაღლილი ქვები შემოდგომის ფოთლებივით მცვივა,

არავის აღარ ვახსენდები, მიტოვებული ბავშვივით მცივა.


დღემდე ამის თქმას ვერ ვახეხებდი, დღეს კი ფრჩხილებში მოგწერო უნდა: "ვისაც ეძებდი ის არ აღმოვჩნდი, არც შენ ყოფილხარ ის მე ვინც მსურდა


20.06.2011

ისმიდისჩემგანმიდისშორსდამიდისუჩემოდ !!! ... უკვეარვიცი, ამ ყველაფერსუნდავუშველო ???


23.01.2012

გათენებულა...
რახანია..
მე კი ღამეში...
კვლავ სიზმარ-სიზმარ დაგეძებდი
დღეს ჩემთან არმყოფს...
ოჰ...
ერთი წამით ჩამახედა შენს ცივ თვალებში...
გადმოგიღვრიდი
მთელ სიცოცხლეს
სიკვდილის სამყოფს...ეს დღეც კედლებში მოემწყვდია...
ჭკუიდან შემშლის...


15.09.2012

უფალო მასწავლე ლოცვა,რათა ვისმინო შენი ხმა და მომეცი თვალი, რომელიც შენს ნათელს ხედავს.

მინდა გისმინო,რათა:

მიყვარდეს და სანაცვლოდ არაფერს ველოდე ...

ვიყო მადლიერი და არ ვკარგავდე წინსვლის სურვილს...

მქონდეს გულისხმიერება,რომ დავაფასო ადამიანები, რომლებიც მიყვარს...
ვთესო სიკეთე და ვერ შემცვალოს ცივმა ცხოვრებამ...

მქონდეს სიმტკიცე,რათა დავძლიო სევდა და ტკივილი...

გამაჩნდეს მოთმინება, რომ ყოველ განსაცდელს მშვიდად შევეგებო...

ვიყო ბავშვური,რომ არ დავკარგო ოცნების და მომავლის რწმენა...

მქონდეს ძალა,რომ სიყვარულისთვის და ღირსებისთვის ვიცოცხლო ...

ვიყო გამჭრიახი,რომ სწორად წავმართო ჩემი ცხოვრება...

ვუსმინო შენს ხმას და მივყვე გზას,რომელიც სამოთხის კართან მიმიყვანს..


önceki 1 2 sonraki →
Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor