გურამ ასათიანი – გურამ რჩეულიშვილი
61, Tbilisi, Gürcistan

-თბილისი შემოდგომის პირზე ლამაზდება განსაკუთრებით, აგვისტოს დამლევს რუსთაველის პროსპექტი მოულოდნელად ივსება ახალგაზრდა, მზისგან დამწვარი სახეებით.

ამ ქუჩაზე გავლა კარგია თბილისთან ხანგრძლივი განშორების შემდეგ.

გურამ რჩეულიშვილი პირველად სწორედ აქ გავიცანი. ის მაშინ, მგონი, ხევსურეთიდან ახლად დაბრუნებული იყო, ერთ ცნობილ გერმანელ მწერალთან ერთად ემოგზაურა და მისი პირადი ტრაგედიის უნებური მოწმე გამხდარიყო. ამ ამბავზეა დაწერილი მისი მოთხრობა „სიკვდილი მთებში“.

თავისი გარეგნობით გურამ რჩეულიშვილი საგრძნობლად გამოირჩეოდა ზედმიწევნით გამოწყობილი სხვა ახალგაზრდა თბილისელებისგან: ფართოდ გაღეღილი, თითქმის შარვლის ქამრამდე ჩახსნილი პერანგის პირი, მოკლედ შეკრეჭილი თმა, ძლიერი, დაჟინებული გამოხედვა…

დიდი, უხეში, მძიმე ფეხსაცმელები თითქმის მიწისკენ ეზიდებოდნენ მის სხეულს და, ამავე დროს, მთელ მის არსებაში იგრძნობოდა რაღაც მოუსვენარი, ამტყდარი, თითქოს უეცარი ნახტომისათვის გამზადებული ძალა. ის პირველი შეხვედრისთანავე იწვევდა ინტერესს. თითქოს დაჟინებით მოითხოვდა ყურადღებას თავისი პიროვნებისადმი. როგორც ამბობენ, ახლო მეგობრებს იგი გამორჩევით უყვარდათ და ხშირად უთმობდნენ მისი ძლიერი ხასიათის უჩვეულო გამოვლინებებს.


- მე მაინც ვფიქრობ, რომ იგი დიდხანს ვერ მოისვენებს საფლავის ლოდქვეშ. არ ვიცი, აგვისტოს მზისგან გავარვარებულ მიწის ალმურად, გაზაფხულზე ლოდებ შუა ამოსულ ჯიუტ ბალახად, მოულოდნელად ამომსკდარ წყაროდ, თუ შემოდგომის პირზე ხევსურეთიდან მოდენილ ლეგა ღრუბლებად, იგი მაინც დაბრუნდება, როგორმე მოძებნის გზას, რომ კიდევ ერთხელ გვამცნოს, რა უმწეოა ბნელი აუცილებლობის უგუნუარი ძლევამოსილება სიჭაბუკის ყოვლისშემძლე, დაუმხობელი ძალის წინაშე.

7 views
 
Yorumlar

Henüz hiç yorum yapılmamış.
Yorumunu bırak, tartışmaya başla!

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor