არ გინდა, არაფერი თქვა,  ისედაც ყველაფერს ვხვდები... (ნ.ჭ)
59, Tbilisi, Gürcistan

ჩემი უსასრულო ცა,
მზეზე გაკიდული თმები,
არ გინდა, არაფერი თქვა,
ისედაც ყველაფერს ვხვდები.

ჩემი უგონო ცა,
ცაზე უფრო ფართო ფრთები,
ცხოვრებას დავიწყებთ ხვალ,
მანამდე ყოველ დღე ვკვდებით!

ჩემი უსიტყვო ცა,
ცაზედაც თეთრი თმები,
ნუ მოხვალ,ისედაც, აქ
შენი ერთგული ვრჩები!

ჩემი წვიმიანი ცა...,
შენობას მოვეფარე კვლავ,
არ დავისველე თმები..
ჩემი საზღვაო ცა,
ახლა გასაშრობად ვჯდები..

43 views
 
Yorumlar
teeee 07.05.2017

kargiaaa..

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor