მივდივარ
28, Tbilisi, Gürcistan

მე დავამთავრე სიყვარულის დამარცვალება,
მე დავამთავრე ჩემი გულის გარდაცვალება,
ის სიყვარულის დავამთავრე,მე რომ მიყვარდა
და ისიც,თითქოს ყველაფერი გულს რომ მიკლავდა.
არ მემეტები,მაგრამ,რა ვქნა,არც შენ დამინდე
არც ერთი სიტყვა სიყვარულის მე არ გამინდე.
მე ქარავნებით მოგიზიდე ლამაზი ბედი,
შენ კი შავთეთრად შემიღებე ცხოვრების ხედი.
მე ვოცნებობდი,დაეხატე უფუნჯოდ მხატვარს,
რომელიც ჩემში იმალება და სულ შენ გხატავს.
სულ ის მინდოდა,მოსულიყო შენთვის ზამთარი,
რომ,ჩემს სხეულში მომეძებნე სადღაც გამთბარი.
სულ ის მინდოდა,მიყვარხარო ჩემთვის რომ გეთქვა
და ამ სიტყვებით ჩემი გრძნობა რომ დაგესეტყვა
ბევრი მინდოდა,ალბათ,ბევრი,რაც არ მერგება
რაც არ მეკუთვნის,ის ხომ მაინც არ შემერგება.
შენ არ გამტყუნებ,ყველაფერი ჩემი ბრალია
რომ არ გიყვარდი,ჩემთვის ხომ არ დაგიმალია?
მე ვარ ასეთი,შენ რას გერჩი?ყველას ხიდი ვარ
ყველა ზედ მივლის მაგრამ თავად საით მივდივარ?
ჩემთვისაც არის სადღაც გზები,მაგრამ ვერ ვხედავ,
ან კიდევ ბრმა ვარ,ანდა კიდევ,წასვლას ვერ ვბედავ
.მე რომ წავიდე,მერე რა ვქნა,ვის მიგაბარო,
ნუთუ,არ სჯობდა,ერთხელ გეთქვა რომ მიყვარხარო?
ალბათ,არ ჯობდა,რადგან ენა არ აგიმღერდა,
ალბათ სხეულში შენი გული ვერ მიმიღებდა,
ალბათ,დაგღალე,და ამიტომ აღარ გინდივარ,
სწორედ ამიტომ,სიყვარულო,შენგან მივდივარ..



24 views
 
Yorumlar

Henüz hiç yorum yapılmamış.
Yorumunu bırak, tartışmaya başla!

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor