მაგრამ მზეც იყო რბილი და მკრთალი...
58, Tbilisi, Gürcistan


ღამით ძლიერი წვიმა მოვიდა,
დილით სიცივე იყო ფარული,
ჰბერავდა ქარი მადათოვიდან,
როგორც სიკვდილი და სიყვარული,
მაგრამ მზეც იყო რბილი და მკრთალი,
სიყვითლე, ნება ხეთა კვდომისა,
მე პოეზიით ვიყავი მთვრალი,
დღე იყო ისევ შემოდგომისა.

გალაკტიონ ტაბიძე

1916

9 views
 
Yorumlar

Henüz hiç yorum yapılmamış.
Yorumunu bırak, tartışmaya başla!

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor