რომელი საათია?
58, Tbilisi, Gürcistan

ეხლა, რა თქმა უნდა, ძლიერ გვიანია,
გულში მწუხარებამ ღამე გაათია...
მაინც არ მასვენებს მწარე სინანული -
რომელი საათია? რომელი საათია?

ვდგავარ ფანჯარასთან, ღამე არ იცვლება,
მთელი შემოდგომა თავზე დამათია.
ეხლა მხოლოდ სამი იყოს შეიძლება?
რომელი საათია? რომელი საათია?

სამის შეიძლება იყოს მესამედი,
მაგრამ გაიხედავ - მაინც წყვდიადია,
კივის სადგურიდან ზარი მეცამეტე -
რომელი საათია? რომელი საათია?

ფიქრში გახვეულა ბნელი დერეფანი,
ღამის მეეტლე რომ ვეღარ დაატია,
ისევ ნერვიულად რეკავს ტელეფონი -
რომელი საათია? რომელი საათია?

ღმერთო, როგორ მოხდა, წვიმა მოსისხარი
თითქოს შეუწყვეტი კუპრის ნაკადია,
აღარ გათენდება ღამე საზიზღარი!
რომელი საათია? რომელი საათია?

იყო შარლ ბოდლერი: ”მწარე და ძვირფასი
თრობის საათია, ღვინის საათია!”
ასე იძლეოდა პასუხს შეკითხვაზე -
რომელი საათია?

გალაკტიონი
 

13 views
 
Yorumlar

Henüz hiç yorum yapılmamış.
Yorumunu bırak, tartışmaya başla!

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor