პოეტების მეფის - რექვიემი
58, Tbilisi, Gürcistan

ეს იყო წინათ, დიდი ხნის წინათ,
რაც დავიწყება გულმა რა ჰგუბოს, -
მაინც მოვიდა ვიღაც გვირგვინით
და შენს უბრალოს ამშვენებს კუბოს.

მიდიხარ... ისე მიგაქვს წვალება,
თითქოს ზღვის პირას თივას თიბავდე.
ვინა თქვა შენი გარდაცვალება?
არა, სწორედ დღეს შენ დაიბადე.

მიდიხარ... აღარ დაგემდურება,
არც მიწიერი არც ზეციერი,
ვინა სთქვა შენი უბედურება,
არა, სწორედ დღეს ხარ ბედნიერი.

მიდიხარ... ტკბილი გქონდეს მგზავრობა,
სხვა ბინა მარად იყო ზღაპარი.
ვინა თქვა შენი მიუსაფრობა?
არა, შენ ჰპოვე თავშესაფარი.

მიდიხარ... შენს ბედს ბევრი ინატრებს -
მშვენიერს, ბედი სხვა არსად არის,
შენ სივრცეებმა დაგიბინადრეს -
შენ უკვდავების ხარ ბინადარი.

გალაკტიონი


 

8 views
 
Yorumlar

Henüz hiç yorum yapılmamış.
Yorumunu bırak, tartışmaya başla!

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor