ჩემზე წევხარ და გძინავს
37, Tbilisi, Gürcistan

ჩემზე წევხარ და გძინავს
დაგმკვრივებია მკერდი
მთვარეს უცვალა წვიმამ
ღრუბლის ლოგინში გვერდი.
შენი სუნი მაქვს ტანზე,
ენით ნალოკი ყელი
და ნაკბენებიც კანზე
გაგიხდა მოსავლელი.
აბაზანაში სველი
ქალის საცვლები ყრია,
შენს ნაბანავებ კისერს
ტუჩები დაივლიან.
ბიძგები მაღლა-დაბლა,
ზემოდან-ქვემოთ, იქ-აქ;
შენი ალერსით დაღლა
შუაღამეში მიმაქ.
კოცნით დაგისვრი მუცელს,
ზურგზე ავივლი ენით,
ამ მკერდს გული რომ უცემს
გულისცემაა შენი.
/ზანგური/

2 views
 
Yorumlar

Henüz hiç yorum yapılmamış.
Yorumunu bırak, tartışmaya başla!

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor