მინდა რომ შენი ტუჩების გემო
37, Tbilisi, Gürcistan

მინდა რომ შენი ტუჩების გემო გაიგოს ჩემმა მომლაშო კანმა ყელმა და მკერდმა,ბაგების ფერმა მხარმა და მკლავმა, შიშველმა ტანმა... მინდა რომ ძალა გავარდეს ტალღად, გაასხას ოფლად,დაიწვას სანთლად, მინდა რომ ხმაში გაჟღერდეს თრთოლა სეტყვა და თოვა,ერთობის გლოვა... მინდა რომ შეკრთეს სინაზით ხელი შერცხვეს მზის სხივში მოქნილი წელი მინდა რომ იწვას კანკალით სახე იშვას და გაქრეს უნდობის მახე... მინდა რომ თოვდეს... მინდა რომ ქროდეს... მინდა რომ გახლიჩოს ცა... უბედობით გახსნილი გული მინდა რომ თრობდეს, დამთვრალი გული რომ უღვინობდეს.. ილტვოდეს, იწვოდეს,სურვილებს გმობდეს, კრთებოდეს, კვდებოდეს, ცოცხლობდეს, შობდეს...

2 views
 
Yorumlar

Henüz hiç yorum yapılmamış.
Yorumunu bırak, tartışmaya başla!

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor