დევიდ გერეტი 13 სექტემბერი ოლიმპიურ სასახლეში
40, Kutaisi, Gürcistan

დევიდ გერეტი - ახალი ალბომით “UNLIMITED –LIVE 2019” თავის თაყვანისმცემლებთან ერთად აღნიშნავს საკუთარი შემოქმედების 10 წელს.

“UNLIMITED” დევიდ გერეტის ახალი ტურნე ეძღვნება მუსიკას და მუსიკის თაყვანისმცემლებს. 2019 წლის 13 სექტემბერს დევიდ გარეტი და მისი ბენდი ახალი, განუმეორებელი და შთამბეჭდავი „ქროსოვერის“ პროგრამით ესტუმრება თბილისს სპორტის სასახლეში. 
კარიერის დასაწყისშივე დევიდ გერეტის შემოქმედებას საზღვრები არ გააჩნდა, ამიტომაც “UNLIMITED” არის არამარტო საკონცერტო ტურნეს დასახელება, არამედ მუსიკოსის ცხოვრების ფილოსოფია. ყველა, ვინც იცნობს დევიდ გერეტს იცის, რომ მისი შემოქმედებითი კრეატივი უსაზღვროა და სწორედ ამით აოცებს უკანასკნელი ათი წელიწადია მილიონობით მსმენელს მთელს მსოფლიოში. მისი თავდადებული სიყვარული მუსიკისადმი აძლევს საშუალებას სულ ახალი და უნიკალური „ქროსოვერი“ შესთავაზოს მსმენელს და ამასთანავე შეასრულოს კლასიკური მუსიკის შედევრები.

ძნელად თუ მოიძებნება მსოფლიოში სხვა შემსრულებელი, გარდა დევიდ გერეტისა, რომელმაც ჟანრობრივი ბარიერების მიუხედავად, საკუთარი თავი სრულად და უკომპრომისო პერფექციონიზმით მიუძღვნა დიად მუსიკას და მისი მსოფლიო წარმატება ამართლებს მის არჩევანს. მისთვის შეზღუდვები მიუღებელია. საკუთარი მისწრაფებით, მუდმივად შექმნას ახალ-ახალი მუსიკალური შესაძლებლობები, დევიდ გერეტმა მიაღწია იმას, რომ საკუთარი შთაგონება გადასცა ყველა თაობის მსმენელს. 
მე დიდი სიხარულით ველოდები საკონცერტო ტურნეს“UNLIMITED –LIVE 2019“. ახლა, ისე როგორც არასდროს, მსურს ჩემი თაყვანისმცემლები გადავიყვანო მომხიბლავ მუსიკალურ მოგზაურობაში და ჩემს ჯგუფთან, მეგობრებთან და თაყვანისმცემლებთან ერთად საზეიმოდ ავღნიშნო ჩემი მუსიკალური შემოქმედების ათი წელი.“ 
10 წელზე მეტია, რაც დევიდ გერეტი საკუთარი საერთაშორისო კარიერით წლიდან წლამდე ქროსოვერის შედეგებს აუმჯობესებს და და სჯობნიდა საკუთარ თავს. მისი უკანასკნელი და არანაკლებ მნიშვნელოვანი მსოფლიოტურნე “EXPLOSIVE LIVE” გაიმართა 20 ქვეყანაში და გაიყიდა 400,000-ზე მეტი ბილეთი. ტურნე“UNLIMITED” მადლიერების გამოხატვაა დევიდ გერეტისგან, არამარტო მისი თაყვანისმცემლებისათვის, არამედ მისი გუნდის და ყველა იმ ადამიანისათვის, ვინც მონაწილეობდა მის მოგზაურობაში და გვერდში ედგა მას უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში. ამის აღსანიშნავად, დამატებით, თავის სრულიად ახალ კომპოზიციებთან ერთად, ის შეასრულებს უკანასკნელი ათწლეულის თავის ყველაზე პოპულარულ კომპოზიციებს, როგორებიცაა: “Smooth Criminal”, “Nothing Else Matters”, “He’s a Pirate”, “Viva la Viva”,“Thunderstrck”. განსაკუთრებული სიურპრიზი იქნება მისი საუკეთესო ნაწარმოებები, რომლებიც არ იქნება ჩართული ელექტროქსელში და შექმნის განსაკუთრებულად დასამახსოვრებელ მომენტებს პროგრამის მსვლელობის დროს. “UNLIMITED” აგრეთვე იქნება არტისტის პერსონალური რეტროსპექტივა, რომელმაც თავისი სახელი დატოვა ისტორიაში საკუთარი ქროსოვერული მუსიკით და რომელმაც ვიოლინოს რეპერტუარში მოახდინა რევოლუცია.

1 views
 
Yorumlar

Henüz hiç yorum yapılmamış.
Yorumunu bırak, tartışmaya başla!

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor