წითელი ასოები
32, Poti, Gürcistan

ცივა.... სიყვარულის ქარი ,სევდის წვიმა დაბატონობს უცნაურ ქალაქში, მე ჩემს ოთახში ვარ დაუსასრულოდ გრძელ ბილიკს გავყურებ,რა უსასრულოა ეს ბილიკი შენი მონატრების მსგავსად....უსასრულოა და ამ ამოუცნობ ბილიკზე რაღაც წერია......მდუმარედ ასვენია წითელი ასოები,მაგრამ მე ვერ ვკითხულობ, ამის წაკითხვა მე არ შემიძლია , არადა როგორ გაახარებდა ამ გულს ახალი სიახლე ,ხოდა მეც გადავწყვიტე,ამ ბილიკს გავდგომოდი,მივდივარ და რაღაც ძალა უკან მაბრუნებს,მაგრამ მაინც ჯიუტად მივიწევ წინ .....უკვე დიდი ხანია მივდივარ ,დავიღალე,ჩავიმუხლე და უკან მივიხედე წითელი ასოები რაღაც უცნაურად ანათებდნენ,ამ ნათებაში წავიკითხე ასოები: "არ წახვიდე მე აქ ვარ"

23 views
 
Yorumlar

Henüz hiç yorum yapılmamış.
Yorumunu bırak, tartışmaya başla!

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor