ვერ გავიმეტე
32, Poti, Gürcistan

ვერ გავიმეტე, გული მკერდში გამომემწყვდია,
თუნდაც ნაზამთრევ და სანატრელ ფერთა ხილვამდე...
საოცარია, სევდისფერი ჩარჩოებიდან,
თუმცა, დამღალა უგულოთა სიცილ – ხარხარმა
გული რომ ცასაც, მერცხალივით შეაფრთხიალებს...
მე თუკი, სევდას შევეკედლე...ისიც, ხანდახან...
და ვამჯობინე, სხვის ტკივილზეც უხმოდ მეტირა,
რადგან ოცნებით, მარტოსულზე უფრო მეტი ვარ...
მე გაზაფხული, ვიცი, ზამთრის სუსხს მომაცილებს
ღამე ვერ შემყრის უკურნებელ, უცხო ბაცილებს, თუმცა უმზეოდ გული ბევრჯერ დაასნეულა... და შევძლებ, შევძლებ რომ ვიარო თავაწეულმა...
რადგან ოცნებით, მარტოსულზე უფრო მეტი ვარ...
თუმცა, დამღალა უგულოთა სიცილ – ხარხარმა და ვამჯობინე, სხვის ტკივილზეც უხმოდ მეტირა,
მე თუკი, სევდას შევეკედლე...ისიც, ხანდახან...

3 views
 
Yorumlar

Henüz hiç yorum yapılmamış.
Yorumunu bırak, tartışmaya başla!

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor