22.12.2013
**************
54, Tbilisi, Gürcistan

ფილტვები დალპა.

ლპობა დაიწყო ექვსი თვის წინ, მაშინ როდესაც იმ ოთახში, სადაც დღეში ერთი საათი ერთად ვსუნთქავდით, აღარ გამოჩენილხარ. თვალს დამაკლდა. ექვსი თვის წინ როდესაც ბოლოჯერ ჩაგხედე თვალებში, ვიგრძენი უძლიერესი ელვარება, რომელსაც არ ვაინტერესებდი. სწორედ მაშინ დამაკლდა თვალს... ხელი მიკანკალებს. საფუძველი, ექვსი თვის წინ, მაშინ როდესაც უკანასკნელად შეგეხე თმაზე. მიჭირს გაღვიძება. მას მერე რაც ვიგრძენი რაოდენ კარგია სიზმარი შენზე. სიზმარი რომელიც იდეალურია, რადგან ყოველთვის ერთად ვართ. –––– შონ აბრამი

0 views
 
Yorumlar

Henüz hiç yorum yapılmamış.
Yorumunu bırak, tartışmaya başla!

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor