მუსიკა (ჩემთვის)
39, Tbilisi, Gürcistan

მუსიკაც წიგნივითაა, სხვადასხვა სამყაროში შეიძლება გადაგიყვანოს, თუ თვალებს დახუჭავ და გამოეთიშები მთლიანად გარემოს... რაც უფრო ბევრს უსმენ და მრავალფეროვან ჟანრს ირჩევ, მით უფრო მრავალფეროვან განცდებს გიტოვებს.
ნებისმიერი ცუდი განწყობის საუკეთესო წამალია და ხშირად საოცარ და არაორდინალურ გადაწყვეტილებებსაც მოგაფიქრებინებს, სიცოცხლის ხალისს დაგიბრუნებს და ახალ იდეებს გაგიჩენს... ყველაზე თავისუფალი და ყველაზე საინტერესო ქვეყანაა ამ დედამიწაზე, სადაც უფასოდ, ვიზის და ბარგის გარეშე შეგიძლია მოგზაურობა, მთავარია მოუსმინო...
ვთვლი რომ ყველა ადამიანის დილა მელოდიების მოსმენით უნდა იწყებოდეს...
ჩართეთ, აუწიეთ ბოლო ხმაზე, ისე რომ მეზობლებსაც აიძულოთ მოსმენა, თქვენ ხომ ამით ირიბად ეხმარებით განწყობის ამაღლებაში... თავიდან შეიძლება უკურეაქცია გამოიწვიოს, მაგრამ მერე თანდათან მათაც "მოარჯულებთ". :))))
ვფიქრობ დიდები იმიტომ არიან მოწყენილები და მოსაწყენები ,რომ ასაკის მატებასთან ერთად იშვიათად უსმენენ მუსიკას....


P.S. მუსიკის ლინკი, რომელმაც ეს აზრები მომგვარა:))))


https://www.youtube.com/watch?v=2CPV0_t1sbY


64 views
 
Yorumlar
baller 03.09.2014

music is all around us, all we got to do is listen ... chemi sayvareli frasa erti filmidan... martali xar musikis gareshe sicocxles azri ar aqvs ...

Despicableme 03.09.2014

როგორ მომენატრა თინი შენი ბლოგებიც.ვერ ვძღები კითხვით

sherlok-holms sherlok-holms 08.09.2014

მადლობაა, ასეთი სიტყვებისთვის შენ :*:*:*

xameleon 04.09.2014

;-)

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor