გვქონდეს ერთმანეთის იმედი!
41, Tbilisi, Gürcistan

მინდა მოვყვებოდე ახალ-გაღვიძებულ ქუჩას...

და ირგვლივ ყველაფერი ჰყვაოდეს...
გაზაფხული, ჰო, გაზაფხული მინდა იდგეს...
მოვდიოდე და მომქონდეს ულევი ღიმილი და ვარიგებდე ირგვლივ დაუნანებლად...
და გამვლელთაგანაც ვიღებდე იგივეს...10553633_722593657776351_6385387655685995303_n.jpg?oh=bf1f5a83b8e368f2b72ee1a1e45e2038&oe=54772DBD&__gda__=1417683724_da2ce66d247de6d0d19c8e6f948e0dd2
მზე სხივებს იკრეფდეს და თბილისის ქუჩებში იწყებოდეს ყურისწამღები ხმაური...
და მამა დავითიდან ზარების ისმოდეს რეკვა...
და ყველას სახე სიცოცხლის სიხარულით იყოს მოფენილი...
ვცვლიდეთ ღიმილებს...
ვშლიდეთ ხელებს და გულში ვიხუტებდეთ ერთი-მეორეს...
გადავცემდეთ უზომოდ ბევრ და დადებით ენერგიას...
მინდა ტაძრები სავსე იყოს ნამდვილი მრევლით...ქუჩა შეყვარებული წყვილებით...
ყოველ დღე იყოს ქორწილი და თოჯინა მიმაგრებული მანქანებიდან, ფრიალებდეს ანგელოზის ფრთის ფერი ფატები...
და სამშობიარო სახლებიდან წარამარა ისმოდეს ახალმოვლენილ ჩვილთა ტირილის ხმა...
ხმა, რომელიც ჩვილს ფილტვებს გაუხსნის და გამვლელს სუნთქვას შეუკრავს სიხარულისაგან...
წვიმიანი ამინდიც კი, ღიმილითა და ბედნიერებით მინდა იყოს მორთული...
თოვლშიც კი ვათბობდეთ ქუჩებს და ეზოებში ვდგამდეთ გაღიმებულ თოვლის ბაბუებს...
მინდა გაქრეს შური, ბოროტება, ზიზღი., ღალატი...
არა, არა!
ეს სიტყვები, სახსენებლადაც მინდა, რომ წაიშალოს...!
ყველას გულიდან, სახიდან, თვალებიდან იღვრებოდეს წყაროსავით სუფთა და ნამდვილი სიყვარული...
და არასოდეს ტიროდეს ქალი...
ყველა ცრემლი მინდა იყოს სიხარულის, ბედნიერების...
და, რაც ყველაზე მეტად მინდა,
გვქონდეს ერთმანეთის იმედი!
მინდა, ოცნება მხოლოდ ლამაზ სიტყვად დარჩეს...
რომ იგი სულაც არ გვჭირდებოდეს...
რომ გვირილის ყველა ფოთოლზე მხოლოდ ერთი სიტყვა ეწეროს-კი!
და თუ ფეხი გადამიბრუნდა, მინდა, იმდენი ხელი შემაშველონ, რომ "ხელის მოსაკიდებელი ადგილიც აღარ დამრჩეს"...
ბედნიერება მინდა ქართული ცის ქვეშ და ქართული მიწის ზემოთ...
კიდევ ბევრი რამ მინდა...
და თქვენ გგონიათ, ეს ყველაფერი აუხდენელი ოცნებაა?
ჩვენ, ადამიანებმა გავაჯოჯოხეთეთ მიწა, არადა ჩვენვე შეგვიძლია ვაქციოთ იგი სამოთხედ...
ამისათვის კი, მხოლოდ ერთი რამ გვჭირდება...
გულწრფელი სიყვარული!

/ნანა მეფარიშვილი/

7 views
 
Yorumlar

Henüz hiç yorum yapılmamış.
Yorumunu bırak, tartışmaya başla!

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor