18.02.2014
jwhdcosdkvl;
33, Tbilisi, Gürcistan

...და ვიოლინო უკრავდა ისევ...
მღეროდა ჩემი ლამაზი სევდა.
ნიავი ქარიში ბარდნიდა ფიქრებს...
ნიავი ფიქრით სიყვარულს წერდა..
სველ ქვაფენილზე მოთქვამდა ცრემლი.
ხესთან ჩამომჯდარს უჭირდა სუნთქვა.
ჩამოყრილ ფოთლებს უძღვნიდა წერილს
და სიყვარულით აწყობდა გულთან.
ვიოლინო კი უკრავდა გზნებით.
მუსიკის ჰანგი ებრძოდა წარსულს.
მოგონებებში,დანამულ გზებით
შლეგივით გულში იკრავდა ასულს.

0 views
 
Yorumlar

Henüz hiç yorum yapılmamış.
Yorumunu bırak, tartışmaya başla!

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor