ფრთხილად, შიდსია
34, Tbilisi, Gürcistan

ფრთხილად, შიდსია

შიდსი ყველგან შეიძლება იყოს. იგი შეიძლება აღმოჩნდეს შენს ქალაქში,

შენს ირგვლივაც, უყურადღებობა და დაუფიქრებლობა

ხშირ შემთხვევაში შიდსით ინფიცირების მიზეზი ხდება.

შენზეა დამოკიდებული გახდები თუ არა შიდსის მსხვერპლი.


მოგეხსენებათ პირველი დეკემბერი შიდსთან ბრძოლის დღეა, ვაპირებდი ბლოგზე დამეწერა რაიმე მოკლე ინფორმაცია თუმცაღა გადამავიწყდა და პირველ დეკემბერს, ზამთრის პირველ უჩვეულოდ მზიან დღეს სასეირნოდ გავემართე შვილებთან და მეგობართან ერთად. ცოტა უცნაური სანახაობის მომსწრე გავხდი, რიყის პარკში არიგებდნენ საინფორმაციო ბუკლეტებს, შიგნით მოთავსებულ სამ კოხტა კონდომთან ერთად, უცნაური არაფერი არ იყო ახალგაზრდების რეაქციის გარდა ბუკლეტში მოთავსებულ პრეზერვატივებს , რომ ნახულობდნენ. კარგით რა, ეს პატარა რეზინა ხომ ბევრ პრობლემას აგაცილებთ თავიდან, არასასურველი ფეხმძიმობა იქნება თუ ვენერიულ დაავადებათა ბუკეტი. მე ასეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ სექსი ყველას უნდა თავდაცვა არავის. ბუკლეტში მოყვანილი ინფორმაცია საკმაოდ საინტერესო და საჭირბოროტოა, ამიტომ გადავწყვიტე აქაც გადმომეტანა.






ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი(აივ-ი) არის ვირუსი,რომელიც იწვევს შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომს(შიდს-ი). მოხვდება თუ არა ადამიანის ორგანიზმში, აზიანებს იმუნური სისტემის უჯრედებს. დამცველი უჯრედების ნელ-ნელა განადგურების გამო ადამიანს დაავადების სიმპტომები შეიძლება წლების მანძილზე არ გამოუვლინდეს, გამოიყურებოდეს ჯანმრთელად და არც კი იცოდეს, რომ ინფიცირებულია, თუკი არ გაიკეთებს სისხლის ანალიზს აივ-ის ანტისხეულების გამოსავლენად.

შიდსი აივ-ინფიცირების ბოლო სტადიაა. როდესაც იმუნური სისტემა ნებდება ინფექციას, ორგანიზმი სრულიად დაუცველი რჩება და წინააღმდეგობას ვეღარ უწევს სხვადასხვა დაავადებას.

11 views
 
Yorumlar

Henüz hiç yorum yapılmamış.
Yorumunu bırak, tartışmaya başla!

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor