icodit tu araa?
34, Tbilisi, Gürcistan

ორგაზმის განცდა ყველა ქალს არ შეუძლია, ანუ არსებობენ ქალები, რომლებიც ორგაზმს ვერ განიცდიან. თუმცა ანორგაზმიასა და ფრიგიდულობას შორის უნდა გავალოთ საზღვარი, რომ ერთი მეორისგან გავარჩიოთ.

არსებობენ ფრიგიდული ქალები და ქალები, რომელთაც უჭირთ ორგაზმის განცდა. ტერმინი „ფრიგიდულობა“ ლათინური სიტვა „frigiditas”-დან მოდის და „ცივს“ ნიშნავს. ფრიგიდულ ქალს არა აქვს სექსუალური ლტოლვა, არა აქვს ეროტიული ფანტაზიები, პრელუდიისა და უშუალოდ სექსუალური აქტის დროს არ განიცდის სიამოვნებას და ვერ იღებს დაკმაყოფილებას სექსისგან. მოკლედ, ფრიგიდულ ქალს არ აინტერესებს ცხოვრების სექსუალური მხარეები.

ფრიგიდულობას ბიოლოგიური საფუძვლები აქვს და, საბედნიეროდ, ჭეშმარიტად ფრიგიდული ქალები მეტად ცოტაა. ეს ტერმინი მკაცრად მიუღებელია იმ ქალებთან მიმართებაში, რომლებსაც სექსუალური პრობლემები აქვთ: სექსუალური ლტოლვის დაქვეითება, ორგაზმის არქონა, ან მისი მიღწევის სირთულე.

მდგომარეობას, როცა ქალს უჭირს ორგაზმის განცდა, მაგრამ აქვს სექსუალური ლტოლვა, ეროტიული ფანტაზიები და სექსის სურვილი, არის ორგაზმული დისფუნქცია, ანუ ანორგაზმია ეწოდება. ამ დროს სექსუალური აგზნება აღინიშნება, მაგრამ არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მიღწეული იქნას ორგაზმი.

ამ მდგომარეობის განმაპირობებელი მიზეზები ქალებში მრავალფეროვანია და ხშირად არც კი შეიძლება მას სექსუალური დისფუნქცია ვუწოდოთ. ანორგაზმიის მძიმე ფორმების დროს ქალმა არ იცის, რა არის ორგაზმი და არც არასდროს განუცდია ის. უფრო მსუბუქი ფორმის დროს მხოლოდ ორგაზმის გაცდის სიხშირე მცირდება. ნორმად მიღებულია, თუკი ზრდასრულ ასაკში ქალი სქესობრივი აქტების ნახევარ შემთხვევაში განიცდის ორგაზმს. რა თქმა უნდა, ნორმად ჩაითვლება, თუკი ქალი ამით კმაყოფილია და არ განიცდის ფსიქოლოგიურ დისკომფორტს და დაუკმაყოფილებლობის განცდა.


18 views
 
Yorumlar
TaTa 08.06.2013

ნწ ნწ ნწ მძიმე სურათია :დდდ

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor