ჩემი ლექსი "ნალექი ჩემში"
29, Tbilisi, Gürcistan

მე იმ დღეებსაც შევიძულებ შენ რომ მიყვარდი ,
და იმ წამებსაც ათასობით მეტრზე გავტყორცნი ,
შენ რომ ცოცხალი მეცხრე ცაზე მზერით მიგყავდი,
ჩამომაგდე და სამწუხაროდ ვეღარ გავცოცხლდი

იცი როგორ კვდება გულში გაზაფხული?!
როგორ იტანჯება ჩემში დედამიწა!?
იცი შენი ფანქრით ჩემზე გახაზული
ყველა მოგონება უკვე სევდად იქცა


მე ხომ აღარ მჯერა შენი მოგონების,
ჩემში დამარხული დარჩი სამუდამოდ ...
მალე მოგყვები და კარებს ჯოჯოხეთის
ჩვენი სიყვარულით გოლი გავუტანოთ

მართლაც უსაზღვროა შენი თვალები და,
ვეღად ამოვიცნობ ვატყობ გვიანია,
ახლა შემომხედე ხედაავ? ვმთავრდები და ,
ჩემი მიტოვება შენ არ გინანია

რაღაც დამავიწყდა იქაც გაგაღმერთებ !,
ამ ჩემს უნიჭობას სისხლი გამოვუშრე ,
მერე ავდგები და გემს რომ გავაკეთებ ,
ჩემი კუნძულიდან შენსკენ გამოვუშვებ.



9 views
 
Yorumlar

Henüz hiç yorum yapılmamış.
Yorumunu bırak, tartışmaya başla!

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor