ამ სტუდენტს ალბერტ აინშტაინს ეძახდნენ.
42, Tbilisi, Gürcistan

ერთხელ ერთმა ჭკვიანმა პროფესორმა უნივერსიტეტში სტუდენტებს საინტერესო კითხვა დაუსვა.


პროფესორი: ღმერთი კეთილია?
სტუდენტი: რათქმაუნდა

პროფესორი: ეშმაკი კეთილია?
...
სტუდენტი: არა!

პროფესორი: სიმართლე მითხარით, დედამიწაზე არსებობს ბოროტება?
სტუდენტი: დიახ.

პროფესორი: სატანა ყველგანაა, არა? და ღმერთმა ყველაფერი სწორად შექმნა, ჰო?
სტუდენტი: დიახ.

პროფესორი: ქვეყნად არის ბოროტება, ქედმაღლობა, დაავადებები, უსამართლობა, შიმშილობა?
ეს ასე არ არის?
სტუდენტი: დიახ, სერ.

პროფესორი: და ვინ შექმნა ის?
სტუდენტი: ...

პროფესორი: მეცნიერება ამტკიცებს, რომ ადამიანს აქვს 5 მგრძნობელობითი ორგანო, რათა შეიცნოს სამყარო. მითხარი, შვილო, როდესმე გინახავთ ღმერთი?
სტუდენტი: არა, სერ.


პროფესორი: ოდესმე ღვთის სიტყვები გაგიგონია?
სტუდენტი: არა, სერ.

პროფესორი: ოდესმე შეხებიხარ, გაგისინჯავს მისი გემო ან მისი სუნი შეგიგრძვნია?
სტუდენტი: ვშიშობ არა, სერ.

პროფესორი: ამ არგუმენტებზე დაყრდნობით შეგიძლიათ დაასკვნათ, რომ ღმერთი არ არსებობს. გაქვს რაიმე ამათ საწინააღმდეგოდ?


სტუდენტი: არა, სერ. მე უბრალოდ რწმენა გამაჩნია.
პროფესორი: აი, ზუსტად რწმენაა მეცნიერების მთავარი პრობლემა.


სტუდენტი: პროფესორო სიცივე არსებობს?
პროფესორი: რა კითხვაა? რათქმა უნდა არსებობს. შენ რა სიცივე არასოდეს გიგრძვნია?
(ახალგაზრის კითხვაზე სტუდენტებმა გულიანად გაიცინიეს)
სტუდენტი: სერ, სინამდვილეში სიცივე არ არსებობს. ფიზიკის კანონების თანახმად, სიცივეს მივიჩნევთ იმ მომენტად, როდესაც რეალურად სითბო არ არსებობს. აბსოლუტური 0 - ეს არის სითბოს არ არსებობა. მთლიანად მატერია ხდება ინერტული და რეაგირების უნარს მოკლებული ამ ტემპერატურაზე. სიცივე არ არსებობს. ჩვენ შევქმენით ეს სიტყვა, რათა აღგვეწერა, თუ რას ვგრძნობთ სითბოს არ არსებობისას.
(აუდიტორიაში სიჩუმე ჩამოვარდა)


სტუდენტი: პროფესორო სიბნელე არსებობს?
პროფესორი: რათქმაუნდა არსებოს.რა არის ღამე თუ არა სიბნელე?


სტუდენტი: თქვენ ისევ არასწორი ხართ, სერ. სიბნელეც არ არსებობს. სიბნელე - ეს ის მომენტია, როდესაც სინათლე რეალურად არ არის. ჩვენ შეგვიძლია სინათლე შევისწავლოთ, მაგრამ არა სიბნელე. ჩვენ შეგვიძლია ნიუტონის პრიზმა გამოვიყენოთ, რათა დავშალოთ თეთრი სინათლე მრავალნაირ ფერად და შეისწავლოთ თითოეული ფერის ტალღის განსხვავებული სიგრძე. თქვენ არ შეგიძლიათ გაზომოთ სიბნელე. სინათლის უბრალო სხივებს შეუძლიათ ჩაბნელებული დედამიწის განათება. როგორ შეგიძლიათ გაიგოთ რამდენად ბნელია ესა თუ ის სივრცე? თქვენ წარმოდგენილი ფერების რაოდენობას ზომავთ. ასე არ არის? სიბნელე ეს არის ტერმინი, რომელსაც ვიყენებთ იმ მოვლენის აღსაწერად, რომელიც სინათლის არ ყოფნისას იქმნება. პროფესორო მითხარით არსებობს ბოროტება?


პროფესორი: რათქმაუნდა არსებოს. ჩვენ მას ყოველდღე ვხედავთ და ვხვდებით. რა ასე არ არის?!
სტუდენტი: არა, სერ, ბოროტება არ არსებობს. ღმერთს არ შეუქმნია ის. ბოროტება არის ღმერთის არარსებობა. ის ჰგავს სიბნელესა და სიცივეს. ეს არის სიტყვა, შექმნილი ადამიანის მიერ ღმერთის არარსებობის აღსაწერად . ბოროტება არ არის რწმენა და სიყვარული, რომლებიც არსებობენ ისევე, როგორც სინათლე და სითბო. ბოროტება ეს არის ადამიანის გულში ღვთაებრივი სიყვარულის არქონის შედეგი. ეს არის მსგავსად სიცივისა, რომელიც დგება მაშინ, როცა არ არის სითბო ან მსგავსად სიბნელისა, რომელიც დგება მაშინ, როცა არ არის სინათლე. თქვენს მეცნიერულ თეორიებში გაჩნდა სერიოზული ბზარები.


პროფესორი: რისი თქმა გინდათ ახალგაზრდავ?
სტუდენტი: პროფესორო, თქვენ სტუდენტებს ასწავლით იმას, რომ ისინი მაიმუნებიდან წარმოიშვნენ. თქვენ ევოლუციის ევოლუციის პროცესი საკუთარი თვალით იხილეთ?
(პროფესორმა ღიმილით თავი გააქნია)


სტუდენტი: ეს პროცესი არავის უნახავს. ასე რომ, თქვენ მღვდელი გამოდიხართ და არა მეცნიერი.
(აუდიტორია "სიცილით აფეთქდა")


სტუდენტი: ახლა კი მითხარით, არის აქ ვინმე ისეთი ვისაც პროფესორის ტვინი უნახავს? მოუსმენია მისთვის, გემო გაუსინჯავს ან შეხები მას.
(აუდიტორია სიცილს აგრძელებდა)


სტუდენტი: როგორც ჩანს არავის. ამ სამეცნიერო ფაქტებზე დაყრდნობით შეგვიძლია დავსკვნათ, რომ პროფესორს ტვინი არ გააჩნია. თქვენდამი დიდი პატივისცემით გეუბნებით პროფესორო, როგორ შეიძლება თქვენს ლექციებს დავუჯეროთ?
(აუდიტორიაში ისე სიჩუმე ჩამოვარდა)


პროფესორი: ვფიქრობ, თქვენ ვალდებული ხართ ჩემი სიტყვების ირწმუნოთ
სტუდენტი: აი, ზუსტად ! ადამიანსა და ღმერთს შორის არის ერთადერთი კავშირი - რწმენა!


პროფესორი ჩაფიქრებული და ამავდროულად აფორიაქებული სკამზე დაჯდა.
ამ სტუდენტს ალბერტ აინშტაინს ეძახდნენ.


17 views
 
Yorumlar
vano13 25.08.2012

:-) :-)

salo511 29.08.2012

მაგარია, მომეწონა :)

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor