ჩემო ამაყო ადამიანო ...
33, Tbilisi, Gürcistan

იმდენი გრძნობაა ახლა ჩემს გულში, რომ არ ვიცი რა მჭირს, უბრალოდ ვიცი რომ კარგად არ ვარ. დღე, საღამო, რომელიც საშნელ ტკივილს მაყენებს..თითქოს არსებობა–––რა უბრალოდ მაგრამ ჩემთვის შემზარავად ჟღერს...არ ვიცი რა დავწერო, რა ვთქვა უბრალოდ მინდა მთელი ხმით ვიყვირო, იქნებ მომეშვას... სანამ კალამს ავიღებდი მეგონა წერას ვერ შევწყვეტდი, მაგრამ ახლა არაფერი მაფიქრდება...უსასრულო მოლოდინი, გაუგებარი შიში და დამარცხების გაცნობიერება...გაანალიზება იმისა, რომ არსებობს ადამიანი, რომელსაც შეუძლია სულიერად გაგანადგუროს...მისკენ მივილტვი, რაღაც უაზრო კავშირი მიბიძგებს მისით ვიცოცხლო....მაბნევს, პირველად ჩემს ცხოვრებაში საოცრად მაღელვებს...ცხოვრებაში მუდმივად ეძებ მაგრამ საბოლოოდ ერთხელ ხვდები იმ "ერთს"...შეიძლება ეს ის არის ( ხო, მართალია არ ვიცნობ , ბავშვი ვარ მაგრამ ვერ ავხსნი რა მჭირს ) მე მას ალბათ უკვე შევხვდი ნახვის გარეშეც, მაგრამ მის სიტყვებს გამოვიყენებ და ვიტყვი : "პოეზდ უეხალ" და დამნაშავე მხოლოდ და მხოლოდ მე ვარ....არ მეგონა ოდესმე თუ დავჯდებოდი და დავწერდი, მაგრამ თითქოს მგონია რომ მას შეუძლია ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი შეცვალოს...ძალიან სწრაფად გამოჩნდა და ასევე გაურკვევლად გაქრა, მაგრამ მე ვერ გავუშვებ...უფრო მტკივნეულია რომ ჯერჯერობით სულ წასვლას არ აპირებს, მისი თითოეული გამოჩენა იცი როგორ ტკივილს მაყენებს ? რაღაც გაურკვეველ ახალ ტკივილს მიყალიბებს სხეულში და მუდმივად ჩემთან სურს დარჩენა...ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ...ის ხომ ჩემი არ არის და არც ყოფილა, მაგრამ არაუშავს...მთავარია ის არსებობს , მე მისი მჯერა, ვერ ვუგებ არ მესმის მაგრამ მჯერა...არ მიგრძვნია თავი ასე მარტო....არ მყავს ახლოში ჩემი მეგობრები ....ვფიქრობ უნდა გავუშვა....რატომ უნდა დარჩეს ...მას ხომ თავისი ცხოვრება აქვს...მე ჩემი...მაგრამ რა ვქნა რაღაც უნდა შეიცვალოს თორემ გონებაში ერთმანეთზე უარესი აზრები იბადება...ვცდილობ ხალხთან ვიკონტაქტო , სხვა რამეზე გადავერთო, მაგრამ იცი რა ხდება? მათ უფრო ვშორდები...ახლაც ვზივარ და ვხვდები, რომ ჩემი ადგილი აქ არ არის...მე სხვანაირი ვარ ...გარშემო ხალხი კი ერთნაირი და ბანალურია....რატომ ხდებოდა აქამდე ერთიდაიგივე და რატომ შეიცვალა სწორედ ახლა ყველაფერი ? პირველი ადამიანი, რომელმაც მაგრძნობინა რომ მისთვის არაფერს წარმოვადგენ, მაგრამ მაინც მტანჯავს, რომ არ დამავიწყდეს...არ დამავიწყდეს? რა სასაცილოა, ის მე არ მიცნობს...ნუთუ არ იცის რომ ჩემს ცხოვებას მისი სიტყვებით და მოქმედებით ვაგებ...და ერთ დღეს "მან" მითხრა : "დაფიქრდი, შენ გიყვარვარ" მე კი გამეცინა, მაგრამ გვიან მივხვდი რომ ეს სიმწრის სიცილი იყო....ის მანამდე მიხვდა ამას, სანამ მე გამოვუტყდებოდი ჩემს თავს მის სიყვარულს....არა კი არ მიყვარს...არ ვიცი...უბრალოდ მიზიდავს, მჭირდება...ალბათ ინტერესია და მალე გადამივლის...მაგრამ როდის ? მე მისთვის მინდოდა მეთქვა, რომ მჭირდება, საინტერესო ადამიანად მიმაჩნია, მიყვარს...მაგრამ ვერაფერი ვერ ვუთხარი გარდა იმისა რომ ჩემთვის ადამიანია რომელიც მაინტერესებს....მან კი დამცინა....მის სიტყვებზე ჩემთვის უცხო რამ მოხდა....ცრემლები წამომივიდა....გული შემეკუმშა და მზად ვიყავი მივსულიყავი და მეყვირა მისთვის : ადამიანო, გესმიის ? მე შენ მიყვარხარ.... მაგრამ მე ის ვერ ვნახე, თვალებში ვერ ჩავხედე...ვერაფერიც ვერ ვუთხარი, მაგრამ რა უნდა მეთქვა....თუ ჩემს თავთანაც ვერ ვიხსნები საკმარისად და ვერ ვამბობ რა მემართება.... მე მისთვის უმნიშვნელო ვარ ...ვიღაც ბავშვი....სისულელეა არა ? უაზრობაა ეს ჩემი ნაწერი, ეს ხომ მეათეხარისხოვანი აზრებია, მეშინია, რომ ამას ვინმე ნახავს, მაგრამ იმის უფრო მეშინია, რომ ამას ვერავინ ჩაწვდება...რა ვქნა ...მჭირდება, შენ იცი როგორ ძალიან მჭირდება...თუნდაც ერთი საათი მასთან ერთად....ტკივილს მომაყენებს ეს ყველაფერი მაგრამ გარისკვად ღირს...ის ხომ ყველასგან განსხვავებული, დადებითი, რაღაც ახალია , მაგრამ არ მინდა ეს მოსაზრებები გაქრეს, არ მინდა ვცდებოდე და იმდენად დიდი სურვილი მაქვს ამის, რომ ჩემ თავს დავაძალე მისი კარგ ადამიანად ჩამოყალიბება...მინდა ვიცხოვრო იმ ფიქრით, რომ ცხოვრებაში არსებობს ადამიანი, რომელიც სხვებზე , ყველა ასპექტში მაღლა დგას...მას მე ერთი ჩვეულებრივი უინტერესო ადამიანი ვგონივარ, მე ეს ვიცი...გული მხოლოდ იმაზე მტკივა რომ ვერ ვნახე ისეთ დროს ისეთ ადგილას, სადაც ის მე კარგად გამიცნობდა...რა უაზრობაა....შეხვდე შენთვის საინტერესო ადამიანს , მაგრამ გარემოზეა დამოკიდებული მაინც ყველაფერი....არ ვიცი რა დავწერო...ახლა დავრწმუნდი, რომ არსებობს გრძნობები, რომელიც შენში რჩება და ვერ გამოხატავ ალბათ ვერასდროს...( სხვისთვის გაუგებარი, თუნდაც სასაცილო ტკივილი))) არ მივეკუთვნები იმ ადამიანთა რიცხვს , რომელიც იფიცება, რომ მოკვდება..ამ ამბავს შეეწირება...უბრალოდ ვიტყვი რომ დროთა განმავლობაში ტკივილი განელდება, ინტერესი კი არა, უბრალოდ ყოველთვის , გულის კუთხეში დარჩება რაღაც ტკივილით სავსე ბედნიერება....ალბათ ძალიან კარგია, როდესაც შენს იდეალს ხვდები, თუნდაც ცოტა ხნით, მაგრამ შენ იგებ, რომ ის არსებობს...მართალი არა შენთვის, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს...ტკივილამდე მიხარია რომ სადღაც მისი გული ბედნიერებით არის სავსე, რომ ცხოვრებით ტკბება....მისი ტუჩების სხვისას ეხება....ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი მასთან ერთად მცირე დროის გატარების უფლება რომ მქონოდა, მაგრამ ალბათ გაშორება...მოგონებების სევდა უფრო მტკივნეული იქნებოდა, ვიდრე ახლა სრულიად ცარიელი მისი თითოეული სიტყვის გახსენება...მინდა ოდესმე ჩვენი გზები სადმე მაინც გადაიკვეთოს, მაგრამ იქამდე უნდა გავიზარდო , მისი ღირსი გავხდე...ახლა კი ალბათ ასე იყო საჭირო...დავკარგე ისე რომ პოვნაც ვერ მოვასწარი....გავხდები ისეთი, როგორიც მას უნდოდა ვყოფილიყავი... "არ მინდა შეცდომები დაუშვა...კარგი ბავშვი ხარ ">>> ეს სიტყვები ნებისმიერი ადამიანს სიყვარულს მერჩივნა....ვიხსნებე მის თითოეულ სიტყვას....საკმარისი ოდნავ მომეშვას და რამოდენიმე წუთში....ძლიერ სიმძიმეს ვგრძნობ..... " მათე, ბანალური გავხდი იცი? მჭირდები, მალევე მივხვდი რომ შენთან ლაპარაკისას გული მიჩქარდებოდა და ყველაფერი მავიწყდებოდა...ვიბნეოდი ისე, რომ სწორი შეფასების უნარი მეკარგებოდა...ბევრ რამეს მიმახვედრე და ძალიან დიდი მადლობა....ცოტა დრო რომ დამითმე....შენ არ იცი და ვერც გაიგებ, უაზროდ მოგეჩვენება ( ეს ხომ პლატონური, უაზრო გრძნობაა ) მაგრამ რაღაც წამიერი, მაგრამ ძლიერი ტკივილი ვიგრძენი, როცა გავიგე რომ სხვა გიყვარს....ვტიროდი და არ ვიცოდი რა მემართებოოდა...სწორედ მაშინ მივხვდი რომ ჩემს ცხოვრებაში მეტად მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ....არავინ არ მიზიდავს ისე როგორც შენ....აღარ ვიცი ...შენ ისე შემოიჭერი ჩემს ცხოვრებაში რომ არ ვიცი შენს გარეშე რა ვქნა....შენ იფიქრებ..."ნეტავ რა იყო?" ისეთი არაფერი, მაგრამ იმდენაც უმნიშვნელო იყო ეს ყველაფერი, რომ ზედმეტად მნიშვნელოვნადაც კი იქცა....იცი რა მჭირდა? ყოველთის იმას გპასუხობდი , რაც არ მინდოდა მეთქვა...ალბათ იცინოდი, მაგრამ არ მინდოდა შეცდომა დამეშვა...სწორედ ამიტომ თითოეული ჩემი სიტყვა შეცდომა იყო...პირველი ხარ ვისთანაც დავიბენი, ვინც ამაფორიაქა, ვინც დამაჩოქა....მე შენთან ვერ ვიქნები, შენ ეს არ გინდა, სურვილი არ გაქვს და მართალიც ხარ....მე შენი ღირსი არ ვარ...ამას გულწრფელად ვამბობ...იცი შენი ფრაზა გულზე მომხვდა და ვიტყვი...მე მივეკუთვნები იმ მცირედს, რომელსაც არ დაავიწყდები, გაფასებ, ვაფასებ შენს ადამიანობას...მაგრამ შენ არაფერი არ იცი და ალბათ ესეც ჩემი შეცდომაა"ამერია ყველაფერი...ახლა გვიანია ...უკვე მეძინება მაგრამ ვერ შევძლებ....მაქვს რაღაცის იმედი და ეს უკვე ბევრს ნიშნავს, იმის იმედი კი არ მაქვს რომ ჩემთან იქნები...ამაზე არასდროს ვფიქრობ...რაღაც ამოუცნობი იმედის შუქი მაინც ანათებს....ეს ხომ ბევრს , ძალიან ბევრს ნიშნავს.... გული მიჩქარდება ისე სწრაფად , რომ თავბრუ მეხვევა, ვეღარ ვძლებ უკვე გულწრფელად ვამბობ...სულის სიკვდილამდე მენატრები, თითქოს ოდესმე მენახე...მჭირდები თითქოს ოდესმე ჩემი იყავი....რა ვუწოდო ამ გრძნობას? თ არა რაღაც უაზრობა, რომელიც ჩემთის უკვე ძალიან მნიშვნელოვანი გახდა და პირველად ცხოვრებაში მე მთელი არსებით მეშინია....

აღარ ვაპირებდი აქ დამეწერა, არ დავიწყებ იმაზე საუბარს , თუ როგორ მშვიდად ვიყავი ამ დღეებში , როგორ ველოდებოდი ჩემს დაბადების დღეს...სულ ცოტა ხნის წინ იმხელა ტკივილი მომაყენე, რომ ალბათ გამანადგურე, რაც აქამდე დავწერე ალბათ არ არის მართალი რადგან არ მიყვარხარ...ახლა მივხვდი საერთოდ არ გიცნობ...უბრალოდ მაინც მჭირდები...უკვე შენით ვარსებობ... არ დავიწყებ იმაზე საუბარს რომ შეურაცჰყოფა მომაყენე, დამიჯერე ის წერილი მაშინვე წავშალიე, კარგად არც მინახავს, რადგან სიტყვა "სიმსივნე" და ყველაფერი დამავიწყდა....გავითიშე, დავყურებდი ტელეფონს და ცრემლები მომდიოდა....ვუშვებდი იმასაც, რომ შესაძლებელი იყო, როგორც ყოველთვის მატყუებდი, მაგრამ ამაზე არ ხუმრობენ, მათე ამაზე არ ლაპარაკობენ, სხვის გრძნობებზე არ თამაშობენ, მაგრამ რას ვამბობ, არც სხვის ცხოვრებას ცვლიან და იპყრობენ დაუკითხავად. მაგრამ ეს ისე გააკეთე რომ არც გინდოდა....არ ვიცი ახლა ვეღარც ვტირი, მხოლოდ შენს მოწერილს ველოდები, გეფიცები ის ადამიანი აღარ ვარ...თავის დაფასების და ზომიერების შეგრძნება აღარ დამრჩა....უბრალოდ შენი ნახვა მინდა, მინდა არაფერი გითხრა უბრალოდ გავჩუმდე და ჩაგეხუტო....ცუდად ვარ ძალიან ცუდად...18:59 წუთია შენ კი არ მწერ და ყოველი წუთი იმდენად მტკივნეულია, რომ აღარ ვიცი რა გავაკეთო....ადრე –ამაყი, თავდაჯერებული, ცივი....ახლა კი რა დარჩა? ახლა რომ მითხრა: "ანი, მჭირდები, მოდი ჩემთან იყავი ( თუნდ როგორც მეგობარი) " – იცი რას გავაკეთებ? – მაშინვე მოვალ და უბრალოდ შენს გვერდით ჩუმად ჩამოვჯდები....კვლავ არ მწერ.. 19:03 ...მოგწერო? მერამდენედ უნდა შეგაწუხო, მერამდენედ უნდა მოგაბეზრო თავი....ვიცი შენ არ გაინტერესებ...მაგრამ არ მინდა ამაზე ვიფიქრო, ასე მგონია ამოვისუნთქებ და სული ამომყვება, გული შემეკუმშება და მოვკვდები....არ ვყოფილვარ არასდროს, ასე გულჩვილი, ასეთი იდიოტი, შეუგნებელი...არ ვიცი რა მემართება...მინდა დავიცალო, ეს უნდა შევძლო უნდა გავუძლო...ყველაზე გაუსაძლისი ჩემთვის შენი სიბრალული იქნება....არ მმინდა შეგეცოდო...( ეს უკვე გააკეთე და მაგრძნობინე სამწუხაროდ) გთხოვ, მინდა შენი ნახვა რომ ამ ყველაფერს წერტილი დავუსვა და ასე ძალიან აღარ დაგღალო...2 დღეც გამიძელი...თუ შენი ნათქვამი ტყუილი გამოდგა...გეფიცები გულწრფელად გამიხარდება, თავს ცოცხლად ვიგრძნობ, მაგრამ თუ სიმართლე იქნება.......ღმერთო, გთხოვ... შენ ამის ღირსი არ ხარ, ნეტა მე მჭირდეს და არა შენ....სერიოზულად ვამბობ, შენ ასეთ საშინელებას არ იმსახურებ....იცი როგორ მინდა ჩამიხუტო და აღარ გამიშვა? იცი სულელი ვარ, შენი ნათქვამის მერეც ამას ვამბობ, მაგრამ არსებობს შემთხვევა, როდესაც გონებაში ათასობით ელემენტი ითიშებადა მხოლოდ გული განაგებს ყველაფერს....მიყვარდა ადამიანებით თამაში და ახლა ღირსი ვარ...მინდა ბოროტულად მინდა ერთ დღეს მითხრან რომ ერთი თვის სიცოცხლე დამრჩა.. მთელ თვეს შენს მოლოდინში გავატარებდი, შენ კი არ ხარ ასეთი ბედის ღირსი, იმაზე კარგი ხარ ვიდრე მეგონა...ჩემნაირი ხარ, სწორედ ისეთი ხარ , როგორიც მე ( სანამ შეგხვდებოდი) ამაყი ხარ, დარწმუნებული და მოთამაშე...საინტერესო და უხეშიც...მჭირდები, თუნდაც ბოროტი, თუნდაც საშინელი, მაინც მჭირდები...

19: 13 არ მწერ ...იცი რა ძნელია? წამის მეასედსაც კი ვგრძნობ საუკუნესავით...გთხოვ მითხარი, გთხოვ რამე მომწერე....თუნდაც ის რომ არ გჭირდები....თუნდაც ის რომ თავი მოგაბეზრე...დამირეკე მიყვირე ოღონდ არ გაჩუმდე...დუმილი ყველაზე საშინელია...არაფრისმომცემი....დუმილის შემთხვევაში შანსი ხომ დაიკარგება....როგორ გაგაგებინო რას ვგრძნობ...ამდენი დავწერე ....შენ ამას ვერასდროს ნახავ....მაგრამ მაინც მგონია ახლა შენ ჩემს წინ დგახარ....მიყურებ სევდიანი თვალებით ....ხან ბოროტულად იღიმები...ხან ბავშვივით უმანკო ხდები....არ ვიცი გთოვ გააჩერე ...უფალო გთხოვ შეაჩერე ეს ყვალაფერი...მომწერე...მხოლოდ ამას გთხოვ....შენ მომეცი ძალა იმისა რომ 15 დეკემბერი ....დღე როდესაც მე დავიბადე....კიდევ ერთხელ ამეტანა...ახლა კი ამ იმედს შენვე მართმევ....ძნელია იმის გაგება რომ უბრალოდ მინდა გნახო...შეგიგრძნო....მინდა ხელი მოგკიდო....სითბო ვიგრძნო და უბრალოდ თვალებში ჩაგხედო.....სასაცილოა არა ? მე შენ არ გიცნობ....მე ახლა ვზივარ და ვტირი....შენ კი ვინ იცის რას გრძნობ...იქნებ ძალიან ცუდად ხარ....ან იქნებ ....ან იქნებ .. უბრალოდ მატყუებ....თამაშობ ისევ ჩემო საყვარელო მოთამაშევ....არა არ შეიძლება შენ რამე გჭირდეს....შენ ხომ შენ ხარ....ყველასგან გამორჩეული...მიუწვდომელი.... 19:16...იცი მერამდენედ გწერ უკვე ? გთხოვ გადამარჩინე, გთხოვ დამეხმარე....ადამიანო....შენთვის არ ვარ შექმნილი, მაგრამ რატომ არ ფიქრობ იმაზე, რომ შენ ხარ ჩემთვის გაჩენილი.....რაღაცამ გამკრა....ახლა რაღაც ვიგრძენი....ძალიან მწარე....გონებავ გთხოვ არ დამტოვო....სამაგიეროს მიხდი იმისთვის რომ შენნაირი ვიყავი ? რისთვის ვისჯები...მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენს შორის ბევრი მსგავსება აღმოაჩინე? (((( ღმერთოო...ეგოისტი ვარ...იქნებ ახლა გიჭირს... მე კიდევ თავში ათასობით აზრი მიტრიალებს, გემუდარები გეხვეწები მხოლოდ ერთხელ მხოლოდ ერთხელ მომწერე....აღარ ვიცი რა ვიფიქრო....როგორ გეხერხება ჩემით თამაში...საოცარია არა ? უცნობი ადამიანისთვის თავის გაწირვა...დამიჯერე ამისთვის მზად ვარ....19:22.....დაუსრულებელი წუთები....საათი დავამტვრიე...ისიც მეთამაშება....მაინც როგორ ნელა მიდის დრო....

მთელი ღამე.....შენ იცი რამდენია? არა არ იცი....არ იცი დროის ფასი....ჩემი დაბადების დღე .... გარშემო ხალხია რომელსაც ვუყვარვარ, ვჭირდები...მე კი მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებს თავში....ნეტავ სიზმარი იყოს....სიმართლეა თუ ტყუილია ? კადრები ერთმანეთს ელვის სისწრაფით ენაცვლება...მე კი თურმე ვმოძრაობ....თურმე ვიღიმი.... მაოცებს....საიდან მაქვს ამდენი ძალა....და თავი უფრო მეზიზღება.... ვსო გაჩერდი...დღეს უნდა დატკბე....ალბათ მოიტყუა...კვლავ მომატყუა...ისევ თავი ამარიდა....

.....სასაცილოა....ვითომც არაფერი...."გილოცავ" ....გაინტერესებდა როგორ გავატარე ეს დღე? როგორ თამაშობ....გითხარი მინდა შენი ნახვამეთქი ....და ისევ გაქრი.... რატომ....მე ხომ ბევრს არ ვითხოვ....შენს თვალებს....შენს სურნელს ვითხოვ....დროის შეგრძნება დავკარგე....არც ვიცი აქ რატომ ვწერ.....მაგრამ მე ხომ მარტო ვარ....მარტო ვარ ხალხით სავსე ოთახში....ხელის მოსაჭიდს ვეძებ რომ არ წავიქცე....არ ვიცოდი სევდა თუ ჩემთანაც მოაღწევდა....ამიხსენი....ღმერთო გთხოვ მითხარი რომ ეს ყვალეფერი მორიგი ახირებაა და ახლა სევდიანი გოგონას როლის შესრულება მხვდა წილად....ამბობენ მანძილი მხოლოდ და მხოლოდ პირობითიაო...და ამის მჯერა.... შევიშალე....გადავაბიჯე ყოველგვარ ზღვარს....შენს ცხოვრებაში ძალით ვიჭრები....ვეძებ ადამიანს რომელიც დამიდასტურებს რომ შენ არსებობ....ცხოვრების რეჟისორი დამცინის ალბათ.....ვერ მოურგია ჩემთვის სწორი როლი....თავს ვიმცირებ და გეუბნები : "მოვალ და გნახავ მხოლოდ ამას გთხოვ" ....

მესამე დღეა....მიხარია უკვე ვისწავლე თავის კონტროლი....შემიძლია ვიფიქრო შენზე და ამავდროულად არ მოვწყდე სამყაროს....იცი რა დამესიზმრა ? რომ ხელი მომკიდე თვალებში ჩამხედე და მითხარი : მაკოცე ბევრი...მომაძრე ეს ტუჩი....შენი იყოს...მიყვარხარ....გულიც შენია...ესეც წაიღე....შენი იყოს....ხელი მინდა ჩაგკიდო....ესეც წაიღე....მუდამ ხელჩაკიდებულები ვივლით....მთლიანად გინდივარ ? კი ? – წამიღე....ოღონდ გთხოვ არ გადამაგო არსად, როგორც არასაჭირო ნაგავი....და უცებ გავიღვიძე....ისე შემეშინა ....თვალებიდან ცრემლები მდიოდა.....გული მეტკინა....ამაყო ადამიანო....რას არ დავთმობდი ოღონდ ასეთი რამ გეთქვა ჩემთვის....თუნდაც თვალებით.....

შენ აღარ ჩანხარ....გაუჩინარდი....მე კიდევ აქ წერის თავიც აღარ მაქვს....მოჩვენება ვარ...სარკეში ვიხედები და დიდი ინტერესით ვეძებ ჩემს თავს....მაგრამ უშედეგოდ....წიგნის ან ფილმის პერსონაჟი მგონია ჩემი თავი....ასეთი რამ ხომ ცხოვრებაში არ ხდება.....ასე რეალურად არავის უყვარდება....დამიბრუნე ადამიანო რაც წამართვი....ჩემო ამაყო ადამიანო....ჩემო ცივო , მაგრამ სითბოთი აღსავსე არსებავ.... ძალა აღარ მაქვს, გავეთიშე რეალობას....დავიცალე გესმის? შინაგანად გამოვიფიტე....უბრალოდ სული ნაწილებად იშლება....გთხოვ მაპატიე....ასე ძლიერად რომ შეგიყვარე....უცნობო მაგრამ ჩემი სულის მფლობელო ადამიანო....ჩემო ამაყო....

.....სიბნელე......ტელეფონის ხმა....შენი ნომერი....დრო და ადგილი....რა გინდა ? რატომ მაწვალებ? შენ ვერ ხედავ მე რა ცუდად ვარ და გინდა ახლოდან დატკბე ჩემს სახეზე მიმოფანტული მწარე იარებით ? გინდა ახლოდან შეიგრძნო და დაინახო შენი სათამაშო? გამუდმებით ტკივილს მაყენებ....არა არ მინდა....თავი დამანებე....უნდა დავიძინო.....

გამეღვიძა დამძიმებული....ძალიან ადრე.....როგორც ყოველთვის.....მისამართი თავიდან გადავიკითხე და გამეცინა....ისევ თამაშობ ....ისევ შენს როლს ირგებ....მე კი მოლოდინით აღსავსე საათს ვუყურებ რომ დავტკბე ჩემი სიკვდილით....ისე იწელება დრო....როგორც უწინ.....ისევ ხმაურობს ჩუმი საათი....მისამართს დავუკვირდი და კვლავ გამეღიმა.... სარკეში ჩავიხედე და უნებურად გავწითლდი....თვალებში შევამჩნიე უტიფარი იმედის ნაპერწკალი....

აღარ მეღიმებოდა.....გელოდებოდი.....მისამართი თავიდან გადავიკითხე და უნებურად ამაკანკალა...ვიყურებოდი გარშემო...."ქვებით სავსე მკვდარი მინდორი"....რატომ მაინცდამაინც აქ ? გინდა დამარწმუნო რომ მე სწორედ მათ ვემსგავსები ? მე შენ ტაშს გიკრავ....შენ ეს შეძელი....მოსუვენრობამ შემიპყრო ....გინდოდა დავკვირვებოდი ჩემს გარშემო მდგარ "ქვებს "? გინდოდა შემეგრძნო ყველაფერი ასე ნათლად ? იგვიანებ....შენ იგვიანებ....სხვას არც ველოდი...შენ ხომ თითოეული წამით ტკბები როდესაც მტანჯავ....ნერვიულად დავიწყე აქეთ იქით სიარული.....და უცებ გონება გაითიშა .... ღმერთო ჩემო ეს შენ იყავი....ხო მივედი ახლოს...კი შენ იყავი....ცივი გამოხედვა....ვნახე ....ვნახე ....მე ის ვნახე.....ოცნება ამისრულდა.....ვნახე...მე ის ვნახე.....გაითიშა სხეულში ყველა კუნთი, ყველა ძარღვი...დამიარა რაღაც უცნობმა განცდამ და მე შენს წინ დავიჩოქე....მინდოდა შეგხებოდი ....მინდოდა ძალიან მინდოდა....მე კი ვტიროდი.....უცნობი განცდა თავიდან ფეხებამდე ქედს მახრევინებდა ....იმდენაც ძლიერი იყო ეს განცდა რომ რამოდენიმე წუთში ყველაფერი დამთავრდა....ვგრძნობდი, ვერ ავდგებოდი....ზევით ვერ ავიხედებოდი, რადგან არ შემეძლო შენთვის თვალი გამესწორებინა....ვყვიროდი, რომ ამოგეღო ხმა....დამეძაბა მთელი სხეული....ფეთქავდა ათიათასობით ელემენტი....მე კი უბრალოდ თანდათან ვიკუნტებოდი და ძალა არ მქონდა ამ ყველაფერს შევწინააღმდეგებოდი.....შენ კი ამაყად , უძრავად იდექი....ზუსტად ისე როგორც წარმომედგინა.....უძრავად იდექი და მიყურებდი სიცივით სავსე ქვიდან....ბალახს შევახე ხელი და თითქოს შენი სურნელი მეცა....შემდეგ გავბედე და შეგეხე....ცივი იყო ძალიან ცივი....მაგრამ შენი სითბო მაინც ვიგრძენი.....დიდი ხანი გავატარე იქ.....იმდენი ხანი ....სანამ ძალას მოვიკრებდი რომ უბრალოდ ავმდგარიყავი.....შემოგხედე....შემოგხედე და თითქოს შენი მკაცრი მზერა სადღაცას გაქრა....ბავშვური ღიმილი....

სახლში მივედი....წერილი დამხვდა....გვიან გამოჩნდა ჩვენს შორის დამაკავშირებელი ადამიანი....წერილი გავხსენი .....ბევრი რამ ეწერა .....ჩემო ამაყო ადამიანო....ძალიან ბევრი....მხოლოდ ერთი სიტყვა მომხვდა თვალში "მიყვარხარ" და რა ვქენი იცი? წერილს ცეცხლი მოვუკიდე.....უცნაურია არა ? გავანადგურე ერთადერთი საბუთი რითიც შენი ჩემთან არსებობა მტკიცდებოდა....უცნაურია ძალიან უცნაური....სიტყვები აღარ მყოფნის......ჩემო ძვირფასო....გავაქრე გული და მის ადგილას მხოლოდ შენ სახლობ....მე კი.....იცი ? მკვდარი ვარ.....სულით მკვდარი....თავს არ მოვიკლავ....ვიცი ცოდვააა...უფალს და შენ დაგელოდებით....

57 views
 
Yorumlar

Henüz hiç yorum yapılmamış.
Yorumunu bırak, tartışmaya başla!

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor