................................
39, Florence, İtalya

ღამის ორ საათზე, ჩემი ოთახისკენ,

ფრთხილად, შეუმჩნევლად მივდივარ,
ბნელა, სიცივეა, წყვდიადს მაგონებს და
დაბადებიდან ეს შიში მაქვს...
მერე ცოტა ნელა თვალი მეხუჭება,
გადავბრუნდები და არ წევხარ,
ხელებს ბალიშისკენ მივაქანებ უცებ,
უცებ ისევ გული დამწყდება...
საბანს დავიფარებ, მაინც ამ გაყინულ
სხეულს კიდევ, რომ არ შეცივდეს,
გულზე ხელს დავიდებ, ისევ აჩქრებულს
ღამის შიში ახრჩობს ჯერ კიდევ...
ცოტას ვიფიქრებ და, ცოტა შეიძლება
ცრემლიც გადმოვარდეს ბალიშზე,
სწორედ იმიტომ რომ ასე მენატრები,
შენ კი ჩემს ლექსებსაც არ ისმენ...
მერე გაყინული ხელით შევიწმენდ და
ცივი ხელები გულს მიჩუყებს,
უცებ მახსენდება ოდესღაც რომ მოხვალ,
ეს ცოტათი დარდსაც მიყუჩებს...
მერე საბოლოოდ გადავბრუნდები და
თვალებს ღრმად დავხუჭავ ძილისთვის,
მაშინ ეს მშრალი და უცრემლო თვალები,
რამდენ დარდს ,,იტევენ'' ვინ იცის...
უცებ მხარზე ხელის შეხებას რომ ვიგრძნობ,
შემეშინდება, თან გავთბები,
მერე მომაბრუნებ, თვალებს გავახელ და
წინ რომ გზებია მას გავყვებით...
თითქოს ასეთი რამ არასდროს მინახავს,
მგონი ზღაპრებშიც კი არ ხდება,
ისე უჩვეულო ფერებია ირგვლივ,
მეც ვერ გამიგია რა ხდება...
შენი ხელი მითბობს გაყინულ თითებს თუ,
ეს ჯერ არ ნახული სამყარო?
თუ კი მე აქამდე ტკივილს განვიცდიდი
მინდა ყველა ერთად დავმარხო...
ისევ გაჩერდები, ჩემთან ახლოს მოხვალ,
თმებზე ხელს მომკიდებ (იღიმი),
მე რომ შენს ბედნიერ სახეს დავინახავ,
როგორ მიხარია ვინ იცის...
მერე ჩემს ლოყაზე თამაშს რომ დაიწყებ,
კარგად გაერთობი, იცინებ
უცებ არ მეგონა თუ მაკოცებდი და
სახე გამინათა სიწითლემ...
ალბათ ცოტა შემრცხვა, მაგრამ ჩვენ ვიყავით,
მხოლოდ ჩვენ და მეტი არავინ,
თითქოს ეს სამყარო ჩვენთვის შეიქმნა და
კიდევ გზები გვქონდა სვალი...
მინდორს სხვანაირი ფერი ქონდა რაღაც,
მწვანე არა, რაღაც სხვა იყო,
ასე უჩვეულო არასდროს მინახავს,
ნეტავ რა ფერია გავიგო...
მერე გაიქეცი, მინდორში
პატარა ნაზი ყვავილი, რომ შენიშნე,
ბევრი დამიკრიფე, რისთვის არ ვიცოდი,
რისთვის არ ვიცოდი ჯერ კიდევ...
სწრაფად მოირბინე, თმებში ჩამიმაგრე,
როგორ გიხდებაო მითხარი,
მახსოვს გავიღიმე, კოცნა ვერ გავბედე,
თუმცა არც ეს იყო სიზმარი...
ყველაზე პატარა ყვავილი, რომ გქონდა
მრგვალად დაახვიე რატომღაც,
ხელი მომეციო, თითზე გამიკეთე,
მგონი გული სადღაც გარბოდა...
ცრემლი შეამჩნიე ვიცი ჩემს თვალებზე,
თუმცა არ მინდოდა გენახა,
ჩემი ცრემლები და სხვა ფერის თვალები
გული ისე სრაფად ფეთქავდა...
და მეც იმიტომ რომ თანახმა ვიყავი,
სიტყვას ჩახუტება ვარჩიე,
მაგრამ მიმიზიდე შენსკენ ისე სწრაფად
ვთქვი, რომ ვეღარ შევძლებ გავიქცე...
თმები გვერდზე ისე გადამიწიე, რომ
ალბათ უფრო უკეთ გეკოცნა,
მერე ამიყვანე ხელში და მითხარი,
ჩემი გულის ფეთქვა გესმოდა...
ცაც კი შენი თვალის ფერად შეიღება,
მივხვდი, მინდორიც ეს ფერია...
ჩემი ბედნიერი ღიმილები ვატყობ
ახლა უკვე მხოლოდ შენია...
ასე დავდიოდით დიდხნს უგზო-უკვლოდ,
და კიდევ ვივლიდით რომ არა,
სიზმრის დასასრული, წყეული დილა
და ალბათ მიღალატა გრძნობამაც...
----------------------------------
მერე ცოტა სწრაფად თვალებს რომ გავახელ,
გადავბრუნდები და არ წევხარ,
ხელებს ბალიშისკენ მივაქანებ უცებ,
უცებ ისევ გული დამწყდება...


მარიამ ღვინეფაძე

7 views
 
Yorumlar
xameleon 29.07.2014

*THUMBS UP* *GIVE_HEART*

melek melek 29.07.2014

gmadlobt chemi blogis cakitxvistvis da kuradgebistvis.... :$

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor