არა ვარ მე შენზე ნაწყენი
34, Tbilisi, Gürcistan

არა ვარ მე შენზე ნაწყენი,
ღმერთია მოწამე,
უბრალოდ ეჭვებმა შემშალეს,
ეჭვებმა მომწამლეს...
არ ვიცი ახლა რამ იშველის,
არ ვიცი რა გიყო...
სჯობია შევრიგდეთ, კამათი
არავინ გაგვიგოს...
თუმცა კი არ არის საშველი,
ვერ გამოვსწორდები,
როცა კი, ღვთისნებით, ახლოსვართ,
მე მაშინ გშორდები...
და მგონი ასეთად დავრჩები
სამარის მიწამდე...
რა მოხდა, ასეთი მიმიღე,
ასეთი მიწამე...
არა ვარ მე შენზე ნაწყენი,
ღმერთია მოწამე,
უბრალოდ ეჭვებმა შემშალეს,
ეჭვებმა მომწამლეს.
ხომ იცი, არ მსურდა გვეჩხუბა,
ეს ერთიც შემინდე,
თუ გინდა ხვალ კიდევ ვიჩხუბოთ.
ოღონდ დღეს - შევრიგდეთ...

10 views
 
Yorumlar

Henüz hiç yorum yapılmamış.
Yorumunu bırak, tartışmaya başla!

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor