მე ხომ საოცრად მიყვარხარ!
34, Tbilisi, Gürcistan

გამარჯობათ. ასეთი დღეები იშვიათად მაქვს. მინდა რაღაც გითხრათ..

ხომ ყველას გყვარებიათ? ხომ ყველამ იცით რა ტკბილია? ხომ ყველას გამოგიცდიათ პირველი სიყვარულის სითბო? და ვინმეს პირველ სიყვარულთან ქორწინება თუ განგიცდიათ? მე განმიცდია.. როგორც ამბობენ 5 ადამიანიდან ყოველი მეორე თუ ახერხებს ამას.. მოვახერხე მაგრამ რა.. განა გვერდით მყავს? მაგალითად მქონდა მუდამ რომი შნაიდერის და ალენ დელონის სიყვარული.. ცას წვდებოდა მათი გრძნობა.. მინდოდა მქონოდა ასეთი სიყვარული. ნაკლები არც მქონია მაგრამ მეტი მინდოდა ყოველთვის, მინდოდა მხოლოდ ჩემით გეცხოვრა, მხოლოდ ჩემით დაგეწყო დილა და დაგესრულებინა საღამო, მხოლოდ მე გყვარებოდი.. ბანალურად ჟღერს მაგრამ ყველაფერი მართლაც არაა ისე მე რომ მინდა.. თორემ ახლა, როგორც თითქმის ყველა საღამოს სადმე კაფეში ვისხდებოდით, ვივახშმებდით და 12 საათისთვის დავბრუნდებოდით სახლში, ან სულაც გამთენიისას... ♥...
რომ იცოდე რაოდენ ძნელია უშენოდ ცხოვრება.. ალბათ არ დაუშვებდი იმ შეცდომაც რისი პატიებაც ჩემთვის ასე ძნელია.. მე ხომ ზედმიწევნით კარგად გიცნობ, ვიცი ვინ ხარ და რა ხარ, შენი ხასიათი მხოლოდ შენია და მორჩა.. მე ხომ კარგად ვიცი რა ძლიერ ნანობ ყველაფერს...
არადა რა ძლიერ მომენატრე.. მომენატრა ყველა ის დილა (არც ერთი გამონაკლისის გარეშე) როცა ცხვირზე თითის დადებით და ტბილი კონით მაღვიძებდი... სიცოცხლეზე გავცვლი ოღონდ დილით კვლავ იგივე მოხდეს.. ვიცოდი რომ შენი გაშვება დიდ ტკივილს, ცრემლს, დარდს და სიცარიელეს მომიტანდა.. მარადისობამდე მიდი ეს ტკივილის ხმა, შინაგანი კივილი... რომელიც მხოლოდ მე მესმის და სწორედ ესაა რაც მაგიჟებს, შენგან ფიქრებს მინდა გავექცე, მაგრამ სად, როგორ, რანაირად, საით გავიქცე როცა გული ყველგან მომყვება.. ჩემი უნუგეშო დარდის საწყისი ხარ... ვფიქრობ მომავალზე.. ვფიქრობ და მომავალს უშენოდაც კი ვხედავ ხოლმე, მაგრამ მე ხომ არ შემიძლია უშენობა, შემშლის ჭკუიდან... რატომ უნდა ვიყო უშენოდ როცა შანსი მაქვს შენი თანამესაყდრეობისა.. რა მიშლის ხელს?!!! საკმარისია ერთი სიტყვა "გაპატიე" და ყველაფერი ისევ თავიდან დაიწყება, იქიდან საიდანაც მაშინ.. 14 წლის ასაკში დაიწყო... ხოდა "გაპატიე" ჩემო ერთადერთო... არ ვაპირებ მომავალში კვლავ ვშენოდ ვუყურო ამ ქვეყანას.. მე ხომ საოცრად მიყვარხარ!...♥...

35 views
 
Yorumlar
tsiklauribeqa 19.07.2013

amas damixedet )))) qalbatono xo jobda patieba :P

cisiaa cisiaa 02.09.2013

Namdvilad

babuna 26.10.2012

vapatiot da mivutevot ertmanets cxovreba xom eseti xanmoklea..............did bednierebas gisurvebt

cisiaa cisiaa 26.10.2012

ძალიან დიდი მადლობა. აი შევეცდები მაქსიმალურად რომ ვაპატიო.. მეც ძალიან მინდა ესე მოხდეს

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor