19.10.2011
niko miqaia
34, Tbilisi, Gürcistan

როგორ გავუცხოვდით. აღარც მენატრები.
ფიქრი ფანჯრის მინას ფარდად ავაკარი.
აღარც გრძნობები და აღარც ემოცია,
აღარც ცხოვრებაში, გვერდით, თანამგზავრი.

ასე მირჩევნია, უფრო ნამდვილი ვარ,
ალბათ, სიყვარული მე არ დამანათლეს,
მხოლოდ სასმელი და მხოლოდ სიგარეტი
და კიდევ ლექსები!... ერთსაც დავამატებ:

ახლა ეს ცხოვრება ისე დამღლელია,
ისე ვიწროვდება ჩვენი ატმოსფერო,
ახლა ისე მინდა, სადმე დავიკარგო,
არვინ მომძებნოს და არვინ გამიხსენოს.

გზები გრძელია და ჩემთვის გავუყვები,
მინდა, ყველა ტაბუ ერთად დავარღვიო.
ამბობ,- "პოეტები ტოვებთ გალანტურად"...
ჰოდა, მე(ც) წავედი, უნდა მაპატიო!..

2 views
 
Yorumlar

Henüz hiç yorum yapılmamış.
Yorumunu bırak, tartışmaya başla!

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor