19.10.2011
@@@@@@@@
34, Tbilisi, Gürcistan

არაბული ერთი გამოთქმა გამახსენდა ”გამუდმებული მზიანი დღეები უდაბნოს ქმნიანო” და მართლაც, ადამიანები, რომელნიც მწუხარების გარეშე განვლენ წუთისოფელს, ხშირად უდაბნოს ემსგავსებიან. მუდმივი ამაღლება და დაცემა – აი ჩვენი ცხოვრების რეალური სახე. ალბათ, ამ ყველაფრის გარეშე, აზრს დაკარგავდა ჩვენი სიცოცხლე, მაშინ, ალბათ, ადამიანებიც აღარ ვიქნებოდით… სწორედ ამაშია ჩვენი ადამიანობა. ამიტომ, დღეს შენ თუ თვლი რომ ბედნიერი ხარ, დააფასე ეს, უფლის წინაშე მუხლი მოიყარე და მადლობა შესწირე ამ საჩუქრისთვის; იმიტომ რომ ზუსტად ამ დროს ვიღაც სხვაც დაჩოქილია, ოღონდ უძლურებისგან, ცხოვრების უსამართლობისგან… შენ თუ მზე გათბობს ახლა და მზის სხივებს უმზერ ღიმილიანი სახით, ესეც დააფასე, რადგან ზუსტად ამ დროს, ვიღაცის გული მზის ქვეშ სიცივისგან იყინება… და თუ შენ ხარ ერთ–ერთი ის ადამიანი, ვინც ახლა გულისტკივილს განიცდის რაღაცის გამო და დროებით სიბნელეში აღმოჩენილა, არ შეშინდე… ბნელს ყოველთვის ნათელი ცვლის. უფლის წყალობით, მალე გათენდება....იყავით მადლიერები!!!

6 views
 
Yorumlar
Madona2507 19.10.2011

დღეს შენ თუ თვლი რომ ბედნიერი ხარ, დააფასე ეს, უფლის წინაშე მუხლი მოიყარე და მადლობა შესწირე ამ საჩუქრისთვის; იმიტომ რომ ზუსტად ამ დროს ვიღაც სხვაც დაჩოქილია, ოღონდ უძლურებისგან, ცხოვრების უსამართლობისგან

nnattikko nnattikko 21.10.2011

swored amashia chveni adamianoba!

Madona2507 19.10.2011

ბნელს ყოველთვის ნათელი ცვლის. უფლის წყალობით, მალე გათენდება....იყავით მადლიერები!!!

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor