05.10.2012
shemodgoma
57, Tsalenjikha, Gürcistan

ერთმარცვლოვნობა შემოდგომისა


შემოდგომაა. ჟანგისფერი ფოთლების მესმის

ხმა.
ღრმაა სიჩუმე, ხოლო სევდა იმ სიჩუმეზე
ღრმა.

ბუხარში შეშა ნაღვლიანად ართავს ჩერიას –
ტკაც!
ღამე. ჩრდილნარი. ძილის გარდა რა დარჩენია
კაცს?

კალამი მღერის თუ მზეწვია წრიპინებს სადმე? –
წრიპ!..
მტირალი ლამპა ფერგალეულს მთავაზობს ნათელს
ძლივს.

იქნებ, სჯობია, მეც დავნებდე ღამის დედოფალს –
ძილს?
ბედნიერება რა ხილია, ან ვის ეყოფა
ის?

წუთისოფელი ხელმეორედ არ ანაწილებს
წუთს.
წუხს ფანჯარასთან ჟანგისფერი ფოთლის აჩრდილი,
წუხს.

16 views
 
Yorumlar
teamasi 06.10.2012

ბედნიერება რა ხილია, ან ვის ეყოფა
ის?

dzneladzetamu 02.08.2014

ბედნიერებისთვის წუთიც საკმარისია ,თუ ის წუთი შენთვის ყველაფერია.

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor